Connect with us

ჯანმრთელობა

105 წლის იაპონელი ექიმი: “კმარა დიეტები და თავის ტანჯვა. ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო აქ არის”

აღმოსავლეთი – სიბძრნის უდიდესი წყარო. პირადად მე ძალიან დიდ პატივს ვცემ იაპონიასა და მის მოსახლეობას. გამოვარჩევდი ერთ ადამიანს, შიგეაკი ჰინოჰარას, რომელმაც ბედნიერად იცოცხლა 105 წელი და ბოლო დღემდე კლინიკაში წამყვან ექიმად მუშაობდა. ეს ბრძენი ადამიანი ბედნიერი ცხოვრებისთვის საჭირო რჩევებს უხვად გვიზიარებდა. თითოეული რჩევა და რეკომენდაცია სიმსუბუქით, სიმარტივით, სიყვარულითა და გულმოწყალებით არის სავსე.

ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო

1. იმხიარულეთ, გაერთეთ!

სიხარულის განცდას მოაქვს გაცილებით მეტი სარგებელი, ვიდრე ძილს და საკვებს. აი, რას წერს ამის შესახებ ექიმი ჰინოჰარა: “ადამიანი ენერგიას იღებს არა საკვებისა ან ძილისგან, არამედ მხიარულებისგან. გახსოვთ, ბავშვობაში როცა ვერთობოდით, გვავიწყდებოდა ჭამა და ძილიც არ გვინდოდა? დიდებშიც იგივე ხდება. არაა საჭირო სხეულის გასავათება კვების ზედმეტად მკაცრი რეჟიმითა და ძილით”.

2. იკვებეთ სწორად!

ექიმის დღეგრძელობის საიდუმლო საკვების ზომიერ მიღებაშია. ფინჯანი ყავა, რძე ან ფორთოხლის წვენი ზეითუნის ზეთით – სულ ესაა საჭირო საუზმისთვის. სადილი შეგიძლიათ საერთოდ გამოტოვოთ, ან შეამციროთ მინიმუმამდე. თუ თქვენ სასარგებლო საქმით ხართ დაკავებული, საჭმელი არ გჭირდებათ. ვახშამზე შეგიძლიათ მიირთვათ ბოსტნეული, თევზი ბრინჯით. ხორცის მიღება უნდა შეზღუდოთ, 100 გრ კვირაში ორჯერ სავსებით საკმარისია.

3. დაისახეთ გეგმები წინასწარ

გააკეთეთ ჩანაწერები მომავლისთვის. ფიქრები მატერიალურია – როდესაც ფიქრობთ მომავალზე, აღარ გრჩებათ დრო წარსულზე ფიქრისა და დარდისთვის.

4. გაავრცელეთ ცოდნა

შიგეაკი ჰინოჰარა წელიწადში მინიმუმ 150 ლექციას კითხულობდა. თითოს ხანგრძლივობა გახლდათ საათნახევარი და მთელი ეს დრო იგი ფეხზე იდგა.

5. ექიმებს არ შეუძლიათ ყველაფრის განკურნება!

“როდესაც ექიმი გირჩევთ ჩააბაროთ ანალიზები, ან გაიკეთოთ ოპერაცია, ჰკითხეთ მას: ურჩევდა თუ არა იგი იმავეს საკუთარ შვილებს, ცოლს, ან სხვა ნათესავებს”. ექიმის ამ მოთხოვნას ძლიერი ქვეტექსტი აქვს. კომერციული მედიცინა უკვე აღარ არის პანაცეა. რისთვის სჭირდება ადამიანს ზედმეტი წვალება, თუ მედიცინას არ შეუძლია მისი განკურნება? ზოგჯერ საყვარელი მუსიკა, ან შინაური ცხოველი უკეთესად გვეხმარება, ვიდრე გამოცდილი ექიმი.

6. ნუ შეიცოდებთ თავს!

სულაც არაა აუცილებელი ფიზიკური ვარჯიშები აკეთოთ სპორტულ დარბაზში. ფეხით სიარული, ველოსიპედი, კიბე ლიფტის მაგივრად – სულ არაფერს ნამდვილად ჯობია. დივანი – თქვენი დაუძინებელი მტერია, დასვენება აქტიური უნდა იყოს. 105 წლის ასაკში ჰინოჰარა ორ საფეხურს ერთად ადიოდა, ამით იგი კუნთებს ავარჯიშებდა.

7. იკითხეთ!

იპოვეთ წიგნი თქვენი შთაგონებისთვის. დაე, ის დაგეხმაროთ თქვენი ცხოვრების მიზნის პოვნაში. ექიმი გვირჩევს რობერტ ბრაუნინგის “აბატ ფოგლერს”: “საჭიროა, დაისახოთ დიდი მიზანი ხელოვნებასა და ცხოვრებაში. თუ გადაწყვიტეთ, დახატოთ წრე, ის უნდა იყოს იმხელა, რომ მთელი ცხოვრება ვერ დაასრულოთ. ჩვენთვის ხილული იქნება ამ წრის მხოლოდ ნაწილი – რკალი, დანარჩენი კი ჩვენი ცნობიერებისა და ცხოვრების მიღმაა.”

8. ტკივილი – არაა განაჩენი!

თანამედროვე კლინიკებში უნდა იყოს მეტი ხალისი: მუსიკა, ცეკვა, ცხოველები. მხატვრული თერაპია შველის წამლებზე მეტად. გადაიტანეთ ყურადღება ტკივილიდან სხვა გაცილებით საინტერესო რამეზე, მაშინვე დაივიწყებთ მას.

9. გადააფასე ღირებულებები

მატერიალური კეთილდღეობის დევნაში ადამიანს ავიწყდება მთავარი – სიყვარული, მზრუნველობა, გულმოწყალება. ამასთან დაკავშრებით ექიმი ბრძანებს: “გახსოვდეთ: არავინ იცის, როდის დადგება მისი დრო. ამ ყველაფერს თან ვერ წაიღებთ.”

10. მეცნიერება, როგორც ხელოვნება

მეცნიერული ფორმულებითა და ბრძნული ფრაზებით ადამიანს ვერ დაეხმარებით. დაავადებები მჭიდრო კავშირშია ადამიანის სულთან. ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მიდგომა ყველასთან ინდივიდუალირი უნდა იყოს.

11. იყავით მზად მოულოდნელობებისთვის

ჩვენ სხეულს შეუძლია მოიმოქმედოს საოცრებები. ექიმმა გვიამბო დაუჯერებელი ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ ჩავარდა ტყვედ. ამ დროს იგი მხოლოდ საკუთარ ძალების იმედად იყო. საკუთარი სხეულის სიყვარული და პატივისცემა დაგეხმარებათ ნებისმიერი ფიზიკური განსაცდელის გადალახვაში.

12. იპოვეთ მასწავლებელი

იპოვეთ მისაბაძი პიროვნება. მთელი ძალით ეცადეთ მასზე უკეთესი გახდეთ. ჰინოჰარას გმირი თავისი მამა გახლდათ: “როდესაც მე მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდები ხოლმე, მე ყოველთვის ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორ მოიქცეოდნენ ეს ადამიანები ჩემ ადგილას.”

13. დღეგრძელობა – ეს მშვენიერია!

დატკბით სიცოცხლით, ყოველი წუთითა და წამით. დაე, დღევანდელი დღე იყოს გუშინდელზე უკეთესი! გახსოვდეთ სხვები, 60 წლის შემდეგ დაეხმარეთ ყველას შეძლებისდაგვარად. ნუ მოითხოვთ სამაგიეროს. თქვენ რომ ცოცხალი ხართ, ეს არის უდიდესი საფასური.

ექიმი შიგეაკი ჰინოჰარა გარდაიცვალა 2017 წლის 18 ივლისს. სიკვდილამდე იგი რჩებოდა ტოკიოს წმინდა ლუკას საერთაშორისო კლინიკის პრეზიდენტად და აგრძელებდა პაციენტების მიღებას. მისი დღიური გაწერილი იყო 5 თვით ადრე. იგი გახლდათ 105 წლის. უდიდესი ადამიანი!

თუ მოგეწონათ ეს რჩევები და ეთანხმებით ჰინოჰარას შეხედულებებს ცხოვრებაზე, არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Advertisement
ჯანმრთელობა10 hours ago

რა მოსდის თქვენ სხეულს, როცა ყველა სასმელს წყლით ანაცვლებთ

ტესტები10 hours ago

აირჩიეთ 1 სურათი და გაიგეთ თქვენი ამჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ

ჯანმრთელობა10 hours ago

დარიჩინი – წამალი 10 დაავადების წინააღმდეგ, დღეგრძელების სანელებელი

საკითხავი13 hours ago

ტუალეტში უნიტაზისა და ჩასარეცხი ავზის გვერდით კბილის პასტა მიდევს

ვიდეო13 hours ago

სპა პროცედურები თმის ბზინვარებისა და სიძლიერისთვის. მარტივი და ეფექტური მეთოდი.

თავის მოვლა13 hours ago

3 ნატურალური ჯადოსნური ზეთი კანის დაბერების საწინააღმდეგოდ

თავის მოვლა1 day ago

თუთიის პასტა – რაში გვეხმარება და როგორ გამოვიყენოთ სწორად ეს უნიკალური საშუალება

ტესტები2 days ago

ნებისმიერი სურვილი აგისრულდებათ, თუ…

ყვავილები2 days ago

თუ აგარაკზე ბოსტნეული დარგეთ, ეს რჩევები თქვენთვის ფასდაუდებელი იქნება

ჯანმრთელობა2 days ago

9 ნიშანი, რომ ორგანიზმში ცილების ძალიან დაბალი დონე გაქვთ

საკითხავი3 weeks ago

ფეხები ვაშლის ძმარში ჩააწყვეთ და დაავადებების შესახებ დაივიწყეთ

ჯანმრთელობა4 weeks ago

ვაშლის ძმარი ამ 10 დაავადებისგან გაგათავისუფლებთ

საკითხავი2 weeks ago

ასპირინის გამოყენების 7 უჩვეულო გზა, რომელთა შესახებ ყველამ უნდა იცოდეს

ჯანმრთელობა1 week ago

სახსრების ტკივილს ერთ დღეში ასე იქრობენ: შინაურული „სასწრაფო დახმარება“

ჯანმრთელობა4 weeks ago

ძლიერი სამკურნალო ბალახი ტვინის სისხლის მიმოქცევის, გულის, სისხლძარღვების, თირკმელზედა ჯირკვლების, სახსრების, კანის და თმისთვის

ჯანმრთელობა3 weeks ago

10 პროდუქტი, რომელიც შარდმჟავას კრისტალებს შლის და კურნავს პოდაგრას, კენჭებს, სახსრების ტკივილებს

სხვა3 days ago

ეს ყველაფერი ყველა ქალმა უნდა იცოდეს! შეინახეთ, დაგჭირდებათ

თავის მოვლა4 weeks ago

ძილის წინ თვალის ქვეშ სოდის წასმა უკვე ჩვევად მექცა. მიზეზის გაგების შემდეგ, თქვენც ასე მოიქცევით

ყვავილები2 weeks ago

5 საუკეთესო ნატურალური სასუქი ოთახის მცენარეებისთვის – ისე გაიზრდება, როგორც არასდროს

საკითხავი7 days ago

წყალბადის ზეჟანგი: 30 არასტანდარტული გამოყენების მეთოდი

ტრენდული