Connect with us

ჯანმრთელობა

103 წლის კარდიოქირურგი ხანგრძლივი ცხოვრების და ჯანმრთელობის რეცეპტს გვიზიარებს

ალბათ ყველას სურს, რომ 100 წელს მიაღწიოს. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოს ამოხსნას ცდილობენ, თუმცა დიდი ხნით ჯანმრთელი ცხოვრება იშვიათი საჩუქარია. მაგრამ, ხანგრძლივად ცხოვრების სწავლა შესაძლებელია…

ექიმი ელსუორტუ უერჰემი 103 წლისაა და ცხოვრების ნახევარი ვეგეტარიანულ დიეტაზე იმყოფება. ცნობილი კარდიოქირურგი დარწმუნებულია, რომ მისი გასაოცრად ხანგრძლივი ცხოვრების და კარგი განწყობის მიზეზი სწორედ დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესია.

„შეიძლება ითქვას, რომ ბუნებით ვეგეტარიანული დიეტის მიმართ მიდრეკილება მქონდა. ჩემი მშობლები ფერმერები იყვნენ და ხორცის დეფიციტი არ გვაწუხებდა. უბრალოდ ცხოველური საკვები არასდროს მომწონდა. როცა მასზე სრულად უარი ვთქვი, თავიდან ვნერვიულობდი, საკმარის მკვებავ ნივთიერებებს თუ ვიღებდი. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ უბრალოდ შეგიძლიათ B12 ვიტამინი დანამატის სახით მიიღოთ“.

თავის პრაქტიკაში უერჰემმა ბევრი გული ნახა. ექიმი ამბობს, რომ 50 წლის წინ ქირურგების ჯგუფთან ერთად აზიის ქვეყნების მაცხოვრებლებისთვის გულზე ღია ოპერაციებს აკეთებდა. სწორედ ამ გამოცდილებამ ცხოვრების წესის და კვების შეცვლაზე განსაკუთრებული სტიმული მისცა.

„ჩვენ გულის თანდაყოლილი მანკის მქონე პაციენტებზე ოპერაციას ვაკეთებდით. იშემიური დაავადება თითქმის არ გვხვდებოდა. ეს განვითარებული ქვეყნების დაავადება“ – ამბობს ქირურგი. და ეს გასაოცარი არაა, რადგან აზიის მაცხოვრებლები, ძირითადად, მცენარეულ კვებას ინარჩუნებენ. ელსუორტი დარწმუნებულია, რომ ქოლესტერინის ჭარბი დონე მაღალ განვითარებული ქვეყნების წყევლაა. ექიმი ირწმუნება, რომ ადამიანებმა მისი რჩევა რომ გაითვალისწინონ, გულის იშემიური დაავადება აღარ შეაწუხებთ.

„თუ ქოლესტერინის დონე 140-ზე დაბალია, გულის ამ უსიამოვნო დაავადებისგან თითქმის დაზღვეული ხართ. მთავარი ფაქტორი, რაც ქოლესტერინს ზრდის, გაჯერებული ცხიმები, ანუ ყველა ცხოველური ცხიმია. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ცხოველური ცილაც კი ქოლესტერინის დონეზე გავლენას ახდენს. ასე რომ, თუ უცხიმო რძეს სვამთ, ამით უფრო სასარგებლო არ ხდება. შაქარი ქოლესტერინს ასევე ზრდის“.

რა თქმა უნდა, ქოლესტერინის დონის შესამცირებლად ფიზიკური ვარჯიში კარგია. თუმცა დიეტის დაცვის გარეშე ვერანაირი ვარჯიში გაზრდილ ქოლესტერინთან ბრძოლაში ვერ დაგეხმარებათ.

საინტერესოა, ქირურგმა რამდენიმე პაციენტის კვების რაციონის შეცვლა შეძლო?

„როცა პრაქტიკოსი ექიმი ვიყავი, ვცდილობდი პაციენტებისთვის მეთქვა, რომ ცხოველურ საკვებს სარგებელი არ მოაქვს. ადამიანი ამ საკითხისთვის მზად უნდა იყოს. რთულია ადამიანს ჩვეულ კერძებზე უარის თქმა აიძულოთ, როცა ხორცის ჭამას მიჩვეულია. საკვები – წარმოუდგენლად მტკივნეული თემაა.

ადამიანებს შეიძლება ნებისმიერ თემაზე ესაუბროთ – სპორტის, მოდუნების, სწორი ფსიქოლოგიური დოგმების სარგებლის შესახებ და ისინი დაგთანხმდებიან. საკვებზე საუბრისას კი აღმოაჩენთ, რომ ამ საკითხის მიმართ მგრძნობიარეები არიან. თუ პაციენტი მზადაა მომისმინოს, მას განვუმარტავ, რომ მცენარეული საკვები მეცნიერული თვალსაზრისით სასარგებლოა“.

ადამიანი გემოს ჩვევებს მთელი ცხოვრების მანძილზე იძენს, რა თქმა უნდა, ძუძუს რძის სიყვარულის გარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მშობლებს ჯანსაღი ბავშვების გაზრდა გაუადვილდებათ, თუ ბავშვებს სწორ გემოს ჩვევებს მიაჩვევენ.

„თუმცა გემოს შეცვლა ჩემსავით ხანდაზმულ ადამიანსაც შეუძლია. მაგალითად, ზოგიერთი ძალიან ბევრ მარილს ჭამს. უმარილო საჭმელი მათ უგემურად ეჩვენებათ. თუმცა თუ ყოველდღე მარილს ცოტ-ცოტათი შეამცირებთ, განსხვავებას ვერ შეამჩნევთ. სურვილის შემთხვევაში საკვები ჩვევა შეგიძლიათ 3 თვეში შეცვალოთ.“

თავისი მიდგომის ეფექტურობას ექიმი საკუთარი ცდით ადასტურებს. მან საექიმო მომსახურება 95 წლის ასაკში შეწყვიტა, თუმცა ენერგიით აღსავსე იყო და კოლეგები მას დარჩენას თხოვდნენ.

„ახლაც კი შემიძლია ვიმუშაო. ყველაფრის გაკეთება შემიძლია, რასაც ადრე ვაკეთებდი – ხელები არ მიკანკალებს, სახსრები არ მტკივა, წონასწორობას არ ვკარგავ. უბრალოდ გადავწყვიტე, რომ დროა ოჯახთან უფრო მეტი დრო გავატარო“ – ამბობს ბედნიერი ექიმი.

103 წლის ასაკში უერჰემი აქტიური ცხოვრების წესს მისდევს. ის ავტომობილს ატარებს, საკუთარ ბაღზე ზრუნავს და ბევრს სეირნობს. როგორც თავად ირწმუნება, მისი გული და მთელი ორგანიზმი სრულ წესრიგში იმყოფება.

„სანამ დაბერების პროცესს მხოლოდ გაზის სატერფული აქვს და მუხრუჭი არა, ყველაზე დიდი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ – გაზს არ დავაჭიროთ და დაბერების პროცესი არ დავაჩქაროთ. საშუალო სტატისტიკური ადამიანი თავისი გიჟური და ბობოქარი ცხოვრების წესით გაზის სატერფულს მთელი ძალით აწვება“ – თქვა ოდესღაც დენ ბიუტნერმა. ასე რომ, დიდხანს და ბედნიერად იცხოვრეთ!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.