Connect with us

ჯანმრთელობა

10 ყველაზე სასარგებლო პროდუქტი

თუ გსურთ ლამაზი, ჯანმრთელი და ენერგიით სავსე იყოთ, ამ სიაში წარმოდგენილი პროდუქტების ხშირი მოხმარება უნდა დაიწყოთ!

1. ვაშლი ამცირებს ინფარქტის რისკს

ამ ყველაზე პოპულარულ ხილში კვერციტინი შედის – ნატურალური ფლავონოიდი, რომელსაც თავის ტვინის უჯრედების დაცვა შეუძლია თავისუფალი რადიკალების დამღუპველი ზემოქმედებისგან. ის ბოჭკოს წყაროა და დანაყრების შეგრძნებას იწვევს, რაც თავისთავად წონის დაკლებაში დაგეხმარებათ. 1 საშუალო ზომის ვაშლში ბოჭკოს დღიური ნორმის 16% შედის. კიდევ ერთი კარგი ამბავი – თეთრი რბილობის მქონე ხილი, მათ შორის მსხალიც ინფარქტის რისკს 50%-ით ამცირებს.

2. ბანანი

ბევრი ქალბატონი თავს იკავებს მისი მირთმევისგან რადგან მასში ბევრი კალორიებია. მაგრამ ეს ხომ ძალიან სასარგებლო ხილია… ერთ საშუალო ბანანში 100 კალორიაა, 3 გრამი ბოჭკო და კალიუმის უდიდესი რაოდენობა, რომელიც თქვენს წნევას აკონტროლებს. აუცილებლად აჭამეთ ბანანი ბავშვებს, კვლევებმა აჩვენეს, რომ ბანანის ყოველდღიური მირთმევა ასთმისგან გიცავთ.

3. პარკოსნების ორგანიზმის დაცვით ფუნქციებს აძლიერებენ

პარკოსნები აძლიერებენ ორგანიზმის დაცვით ფუნქციებს, შეიცავენ ბოჭკოს, მცენარეულ ცილას, რკინას, მაგნიუმსა და В ჯგუფის ვიტამინებს. შავი ლობიო – ანტიოქსიდანტების საბადოა, რომლებიც ორგანიზმის დაცვით ფუნქციებს აძლიერებენ, ხოლო იაპონური ლობიო აძუკი – მათაც შეუძლიათ მიირთვან ვინც პარკოსნებს გაზების ჭარბი წარმოქმნის გამო ვერ მიირთმევს. არ დაგავიწყდეთ ნუტი – კვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანები რომელბიც ნუტს მიირთმევენ ნაკლებად არიან მიდრეკილნი მავნე პროდუქტებით წახემსებისკენ.

4. კენკრა გულს ეხმარება

მოცვი ანტიოქსიდანტებით არის გამდიდრებული, ის ხელს უშლის სიმსივნის განვითარებას, აძლიერებს თავის ტვინის აქტივობას და გულის ჯანმრტელობას უწყობს ხელს. არ დაგავიწყდეთ ჟოლოს, მოცხარისა და მაყვლის მირთმევაც, ისინი ელაგის მჟავით არიან გამდიდრებული რაც გულის სწორ მუშაობას უწყობს ხელს.

5. კომბოსტო – სასარგებლო ნივთიერებების საბადო

თუ სახლში სენდვიჩებს ამზადებთ მათში კომბოსტოს ხრაშუნა ფოთლები ჩადეთ. ერთ ჭიქა დაჭრილ კომბოსტოში სულ 20 კალორიაა და გლუკოზინოლატების უდიდესი რაოდენობა – ეს ნივთიერებები ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების გავლენისგან იცავენ.

6. ცხიმიანი თევზი

ომეგა სამის შემცველობით პირველ ადგილზე ცხიმიანი თევზი დგას. ის გულ-სისხლძაღვთა დაავადებების განვითარებისგან და ინფარქტისგანაც დაგიცავთ. ომეგა სამი ცხიმოვანი მჟავები სეროტონინის დონეს მაღლა წევენ, სეროტონინი კი ბედნიერების ჰორმონად ითვლება. კონსერვირებულ ორაგულში ვერცხლისწყლის შემადგენლობა უფრო დაბალია ვიდრე თინუსში, რომელსაც ხშირად იყენებენ სალათების დასამზადებლად.

7. ხუჭუჭა კომბოსტო

ეს კომბოსტო ისეთი ცნობილი არ არის როგორც ბროკოლი ან ყვავილოვანი თანამოძმეები, მაგრამ, ის ნამდვილი ჩემპიონი გახლავთ სასარგებლო ნივთიერებების შემადგენლობით. ნახევარი ჭიქა დაჭრილი ხუჭუჭა კომბოსტო К ვიტამინის დღიური დოზის 420%-ს შეიცავს. ეს ვიტამინი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ორგანიზმში და გავლენას ახდენს ძვლების მდგომარეობაზე. გარდა ამისა, ეს მცენარე შეიცავს გლუკოზინოლატებს, რომლებიც სიმსივნის შეჩერებაში გვიწყობენ ხელს.

8. შვრია ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს

თქვენ ალბათ იცით რომ შვრიის ფაფა იდეალური საუზმეა, ის მდიდარია ხსნადი ბოჭკოთი. ამ სახეობის ბოჭკო იხსნება კუჭის წვენში და ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს. ეს უნარი შვრიას შეუცვლელ პროდუქტად აქცევს – თუ სურვილი გაქვთ წელის გარშემო დაგროვილი ცხიმი მოიცილოთ შვრიის ფაფა მიირთვით. ყველაზე სასარგებლო მსხვილი შვრიის ფანტელია რომელიც მაქსიმუმ 10 წუთი უნდა ხარშოთ. მიირთვით შვრია შაქრის გარეშე, მას მხოლოდ ახალი ან გაყინული კენკრა დაუმატეთ, 1 კოვზი თაფლი ან ცოტაოდენი დაფქულის ელის თესლიც მისაღებია!

9. მთლიანი მარცვლები

ადამიანები რომლებიც მთლიანი მარცვლებით დამზადებულ პროდუქტებს მიირთმევენ, უფრო იოლად თავისუფლდებიან მუცლის არეში დაგროვილი ცხიმისგან. ყავისფერი ბრინჯი და პასტა რომელიც ხორბლის მსხვილი სახეობებისგან დამზადდა – რეგულარულად უნდა ჩნდებოდეს თვქენს მაგიდაზე! კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია ქერი, მასში მცენარეული ცილებიც კი შედის. მოამზადეთ ქერის ფაფა ბოსტნეულთან ერთად და იდეალურ საუზმეს ან სადილს მიირებთ! უარი თქვით თეთრ პურზე და გადადით მთელმარცვლიან პროდუქტებზე, რომლებიც უხსნადი ბოჭკოს წყაროს წარმოადგენენ.

10. იოგურტი და კეფირი

ეს პროდუქტები სწრაფად ანაყრებენ და წონის გაკონტროლებაში გვეხმარებიან. ნატურალურ იოგურტში უფრო მეტი ცილაა ვიდრე ქათმის ხორცში – 20 გრამი 1 ჭიქაზე. გარდა ამისა ნატურალური იოგურტი და კეფირი პრობიოტიკებს შეიცავს – კარგ ბაქტერიებს რომლებიც თქვენს იმუნიტეტს ეხმარებიან გაძლიერებაში!