Connect with us

თავის მოვლა

10 შეცდომა ინტიმურ ჰიგიენაში, რომლებსაც თითქმის ყველა უშვებს

ინტიმური ჰიგიენა საკმაოდ საჩოთირო თემაა. ამის შესახებ კომპანიაში საუბარი ან საჯაროდ განხილვა მიღებული არაა. ხშირად ამაზე საუბარი ოჯახიც კი რცხვენიათ. შედეგად, იზრდებიან ადამიანები, რომლებიც სხეულის მოვლაში შეცდომებს უშვებენ. არადა ამის თავიდან აცილება მარტივია!

ინტიმური ჰიგიენის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს. თუმცა ამის მიზეზი უფრო არაკომპეტენტურობაა, ვიდრე სიზარმაცე და სისუფთავის მიმართ გულგრილობა. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ერთად გავარკვიოთ, თუ რა შეცდომებს უშვებს თითქმის ყოველი მეორე ქალი სხეულის მოვლისას.

ტუალეტის ქაღალდის არასწორი გამოყენება

ექიმები ხაზს უსვამენ, რომ მხოლოდ წინიდან უკან მიმართულებით უნდა ჩამოიბანოთ და გაიწმინდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ანუსში ბაქტერიები მოხვდეს და ინტიმური ადგილის მიკროფლორა დაზიანდეს. ყველაზე გავრცელებული ბაქტერიული დაავადება – ცისტიტი.

აგრესიული საშუალების გამოყენება

ანტიბაქტერიული საპონი და პარფიუმერული შხაპგელი აგრესიული ზედაპირულად აქტიური ნივთიერებებისგან შედგება, რომლებიც ინტიმური ადგილის მგრძნობიარე კანს აზიანებენ, მიკრობიომს არღვევენ და გაღიზიანების მიზეზი ხდებიან. გინეკოლოგები გირჩევენ, რომ ინტიმური ადგილი ჩვეულებრივი თბილი წყლით დაიბანოთ, ზოგჯერ სპეციალურად ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი საშუალება გამოიყენეთ.

შეუფერებელი საშუალების გამოყენება

სხეულის ინტიმურ ნაწილებში შხაპგელის ზეთებით და პარფიუმერული ნაწილებით გამოყენება არ ღირს. მათი კომპონენტები ლორწოვან გარსს აზიანებენ. სკრაბების გამოყენება ჩაზრდილ თმასთან საბრძოლველად შეიძლება, თუმცა მხოლოდ მსუბუქი აბრაზიული ნაწილების მქონე სკრაბი გამოიყენეთ. ის ნაზ კანს არ დააზიანებს.

ჩაზრდილი თმის უგულებელყოფა

ჩვეულებრივ, ჩაზრდილი თმა შუგარინგის ან ცვილოვანი დეპილაციის გამოყენების შემდეგ ჩნდება. ამის უგულებელყოფა არ შეიძლება, რადგან შეიძლება კანის ანთება და დაჩირქება გამოიწვიოს. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, დროებით თმის მოშორების პროცედურაზე უარი თქვით. რბილი სკრაბი და პილინგი გამოიყენეთ.

პირსახოცის არასწორად გამოყენება

იდეალურია, თუ სხეულის ინტიმური ნაწილისთვის ცალკე პირსახოცი გაქვთ. ჩვენს რეალობაში საკმარისია, რომ ახალი და სუფთა იყოს. ბიკინის ზონების სრულად გამშრალება არ ღირს. პირსახოცით მსუბუქად გაშრობა საკმარისია, რომ გაღიზიანება თავიდან აიცილოთ.

არომატიზატორების გამოყენება

სპეციალისტები გაფრთხილებთ, რომ ინტიმური ადგილის ბუნებრივი სუნის დახშობის მცდელობა უშედეგო და სახიფათოა. პარფიუმერული ტუალეტის ქაღალდი, სალფეთქი და სპეციალური დეზოდორანტი მხოლოდ ფულის გადაყრაა. უფრო მეტიც, ასეთი საშუალება ალერგიულ რეაქციებს იწვევს.

გამორეცხვა

ექიმის რეკომენდაციის გარეშე გამორეცხვა არ შეიძლება. განსაკუთებით მაშინ, თუ ამას მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს. გამორეცხვა სასარგებლო ბაქტერიების და შიგნიდან გამოყოფილი სეკრეციის გამოდევნას იწვევს.

ჰიგიენური საშუალებების იშვიათად გამოცვლა

რეკომენდებულია, რომ საფენები და ტამპონები 4-8 საათში ერთხელ გამოცვალოთ. ეს დამოკიდებულია მენსტრუაციაზე, ასევე გამონადენის ინტენსივობაზე. ამის მიუხედავად, გინეკოლოგები ჰიგიენური საშუალების 4 საათზე მეტხანს გაკეთებას არ გირჩევენ, რადგან მასშიც ბაქტერიები მრავლდება.

ყოველდღიური საფენების გამოყენება

ექიმები ყოველდღიური საფენების, მით უფრო პარფიუმერული საფენების ყოველდღე გამოყენებას არ გირჩევთ. საქმე იმაშია, რომ საფენი ჰაერის ცირკულაციას ბლოკავს, რითაც სათბურის ეფექტს ქმნის. თუ უხვი გამონადენი გაწუხებთ, მათი მიზეზი გაარკვიეთ. გინეკოლოგი მის ერთხელ და სამუდამოდ მოშორებაში დაგეხმარებათ.

უხარისხო საცვლების ჩაცმა

ყველაზე გავრცელებული შეცდომა პირად ჰიგიენაში – არასწორად შერჩეული საცვლები. ხელოვნური მასალისგან დამზადებული საცვლები ჰაერის მოძრაობას ბლოკავს და ტენს არ იწოვს. სათბურის ეფექტის გამო ინტიმურ ზონაში მავნე ბაქტერიები მრავლდება. ვარჯიშის დროსაც ახალი საცვლები თან წაიღეთ. ფიზიკური დატვირთვის დროს ინტენსიურად ვოფლიანობთ. ვარჯიშის დროს კლასიკურად ამოჭრილი საცვლები ჩაიცვით. სეირნობისთვის კი შეგიძლიათ ჩაიცვათ ტანგა, სტრინგი.

გულწრფელად ვაღიარებ, სხეულის მოვლისას ბევრ შეცდომას უნებლიედ ვუშვებდი. ინტიმური ჰიგიენის სახე ხომ ბავშვობაში ჩამომიყალიბდა, როცა ამდენ სასარგებლო ინფორმაციასთან წვდომა არ მქონდა! თუ სტატია სასარგებლო იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.