Connect with us

ჯანმრთელობა

10 შესანიშნავი ჩაი, რომლებიც თქვენი კანის მდგომარეობას გააუმჯობესებს

გიყვართ ცხელი სასმელები? უარი თქვით ყავაზე ჩაის სასარგებლოდ!

ეს უკანასკნელი შეიცავს გაცილებით მცირე რაოდენობის კოფეინს, აუმჯობესებს ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობას და კვებავს კანს. ეს შესანიშნავი საშუალებაა წყურვილის მოსაკლავად და სილამაზის შესანარჩუნებლად!

სცადეთ ამ სამკურნალო ჩაის ვარიანტებიდან ერთ-ერთი მაინც:

1. ბაბუაწვერას ჩაი

ეს ჩაი არ შეიცავს კოფეინს, ტრადიციული მწვანე და შავი ჩაისგან განსხვავებით. თუმცა, მასში დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებაა. ბაბუაწვერას ჩაი შეიცავს ანტიოქსიდანტებსა და იმუნოგამაძლიერებელ ნივთიერებებს, რომლებიც დაგეხმარებათ კანის სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში.

2. მწვანე ჩაი

ჩაის ეს სახეობა კოსმეტიკური საშუალებების, სასმელებისა და კერძების შემადგენლობაშიც შედის. რაც არაა გასაკვირი, რადგან მწვანე ჩაი ძალიან სასარგებლოა! იგი შეიცავს მძლავრ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისგან და აგლუვებს ნაოჭებს.

3. პიტნის ჩაი

ყველამ იცის, რომ პიტნის ჩაი გვეხმარება გულისრევისა და კუჭის გაღიზიანების დროს. თუმცა, მას, ასევე, შეუძლია სტრესის მოხსნა, კანის მდგომარეობის გაუმჯობესება და უჯრედების განახლების სტიმულირება. თუ ძალიან მშრალი კანი გაქვთ, მიირთვით პიტნის ჩაი მის დასატენიანებლად.

4. ჯანჯაფილის ჩაი

ეს ჩაი სასარგებლოა როგორც კუჭის, ისე კანისთვის. ჯანჯაფილი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხოლო ეს პროცესი მჭიდროდაა დაკავშირებული კანის მდგომარეობასთან. ცუდი კანი, ხშირად, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანების შედეგია, ხოლო ჩაის ეს სახეობა ხსნის ანთებას და კანს უბრუნებს ელვარებას.

5. გვირილის ჩაი

ეს შესანიშნავი ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებაა. თუ ეგზემა ან დერმატიტი გაქვთ, გვირილის ჩაი გიხსნით! ასევე, გვირილის ჩაის პაკეტები შეგიძლიათ გამოიყენოთ თვალქვეშა შეშუპების მოსახსნელად, ფუტკრის ნაკბენის, დამწვრობებისა და გამონაყარის სამკურნალოდ.

6. როიბოსი

მას წითელ ჩაისაც უწოდებენ ხოლმე და იგი ერთ-ერთი საუკეთესო ფიტოჩაია კანისთვის. ამ სასმელს დიდი ხანია იცნობენ სამხრეთ აფრიკაში, სადაც ეკზემის, გამონაყარისა და მზისგან დამწვრობის სამკურნალოდ გამოიყენება. მაშინაც კი, თუ ეს პრობლემები არ გაქვთ, როიბოსი სასარგებლოა თავისი ანტიოქსიდანტების გამო, რომლებიც მხარს უჭერს კანის ჯანმრთელობასა და სილამაზეს.

7. ოროვანდის ფესვების ჩაი

თუ ფიქრობთ, რომ ეს რაღაც ამაზრზენია, ძალიან ცდებით! ოროვანდის ფესვს სოკოსსაწინააღმდეგო და ანტიბიოტიკური თვისებები აქვს, რომელთა წყალობითაც ანადგურებს გამონაყარის გამომწვევ ბაქტერიებს. თუ გამონაყარი და აკნე გაქვთ, ეს ჩაი შესანიშნავი წამალია!

8. თეთრი ჩაი

როგორც სხვა მსგავსი, თეთრი ჩაიც შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უშლის კანის დაბერებას. ამასთან, ასეთი ჩაი ყველაზე ნაკლებადაა ფერმენტირებული, ამიტომ მასში ანტიოქსიდანტების ყველაზე მაღალი რაოდენობაა.

9. ჟასმინი

ჟასმინის არომატულ ჩაის ვირუსის საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს. იცავს კანს ეკზემისა და დაბერებისგან. ამასთან, იგი შველის ცხიმიან კანს, ცხიმის გამოყოფის შემცირების ხარჯზე, და აუმჯობესებს ჰორმონალურ ფონს.

10. ულუნგი

ჩინური ჩაი ულუნგი ანელებს დაბერებას და აუმჯობესებს კანის ფერს. გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ იგი კანს იცავს ულტრაიისფერი მოქმედებისა და მოწევის შედეგებისგან. ამ ჩაის გემო თავისებურია, თუმცა შედეგი ამად ღირს.

თქვენ რომელ ჩაის ანიჭებთ უპირატესობას?