Connect with us

საკითხავი

10 უჩვეულო რჩევა, როგორ გამოვიყენოთ ვაზელინი ყოველდღიურობაში

ქმარი მუდმივად მეკითხება, თუ ასეთი ცნობისმოყვარე და გამომგონებელი ვის დავემსგავსე. დედამთილთან რამდენიმე სტუმრობის შემდეგ ყველა კითხვა თავისთავად გაქრა. მას პლასტმასის ბოთლიდან და სხვა მასალიდან დამზადებული უამრავი ხელნაკეთი ნივთი აქვს. ვაზელინის გამოყენებაც კი ახალ დონეზე აიყვანა. დახეთქილი ტუჩების მკურნალობის ნაცვლად ვაზელინს ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად იყენებს.

არ დაიჯერებთ, მაგრამ ეს პროდუქტი შეგიძლიათ გამოიყენოთ ტანსაცმლის გასაწმენდად, ფეხსაცმლის მოსავლელად და საყოფაცხოვრებო ნივთების გადასარჩენად! ვაზელინის გამოყენების ზოგიერთი ხრიკი აშკარაა, მაგრამ იმდენად მიჩვეული ვართ მაღაზიაში ყველა წვრილმანის საყიდლად გაქცევას, რომ მარტივ გადაწყვეტილებას ვერ ვამჩნევთ. სწორედ ამიტომ, Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ვაზელინის მალამოს გამოყენების 10 უჩვეულო რჩევას.

ვაზელინის არასტანდარტული გამოყენება

1. ვაზელინი პარფუმის სუნს ახანგრძლივებს. პარფიუმერული მაღაზიების თანამშრომლებმა იციან, რომ არომატი უფრო გამძლეა, თუ სუნამოს დატენიანებულ კანზე იპკურებთ. ამის მიღწევას შეძლებთ, თუ კანზე ცოტა ვაზელინს წაისვამთ. მაჯების ერთმანეთზე გახახუნება არ ღირს. ასე სუნამოს სუნი იცვლება.

2. კუტიკულას დამატენიანებელი საშუალება. ყველას სურს, რომ ლამაზი და მოვლილი ფრჩხილები ჰქონდეს. მანიკურში კუტიკულა უკანასკნელ როლს არ ასრულებს. ფრჩხილებს ჯანსაღი იერი რომ მიანიჭოთ, ვაზელინი წაისვით.

3. კანის დაცვა თმის შეღებვის დროს. ვაზელინი შუბლსა და ყელზე საღებავის შემთხვევითი ლაქისგან დაგიცავთ. უბრალოდ თმის ზრდის ხაზთან ვაზელინის თხელი ფენა წაისვით. ასე ერთგვარ ბარიერს შექმნით. სხვათა შორის, მსგავსი ხრიკი რემონტის დროს შეღებვისას გამოგადგებათ.

4. ვაზელინი გაუხეშებულ კანს არბილებს. კარგი დამატენიანებელი თვისებების წყალობით საშუალება არა მხოლოდ ტუჩებს, არამედ ტერფის კანსაც არბილებს. ძილის წინ მალამო დახეთქილ ქუსლებზე წაისვით და წინდები ჩაიცვით. დილით შედეგს დაინახავთ.

5. მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება. მიცელარულ წყალს და ტონიკს კარგად დაზოგავთ. ვაზელინი ამ ამოცანას კარგად გაუმკლავდება. ბამბის ჩხირით ცოტა მალამო ამოიღეთ და მაკიაჟი მოიშორეთ.

6. საღეჭი რეზინის მოსაშორებელი საშუალება. აქტუალურია, თუ ბავშვები გყავთ. წებოვანი რეზინა შეიძლება ყველგან აღმოაჩინოთ. ავეჯზე მიკრულ საღეჭ რეზინას ცოტა ვაზელინი წაუსვით. რამდენიმე საათში მარტივად მოაშორებთ. თუ თმა დაზიანდა, ასევე მალამოთი დაიმუშავეთ. სავარცხელს ვაზელინი წაუსვით, თუ საღეჭი რეზინის ჩამოვარცხნას აპირებთ.

7. საცხი თავსახურისთვის. წებოს ტუბი ან ფრჩხილის ლაქის ქილა ადვილად რომ გახსნათ, თავსახურს ვაზელინი წაუსვით.

8. დაძველებისა და დაჟანგვისგან მეტალის ნივთების დამცავი საშუალება. როცა სახლში ადგილის გათავისუფლება გვსურს, ნივთები სარდაფში ჩაგვაქვს. ხშირად იქ სიცივე და ნესტია. მეტალის ნივთების გაფუჭებას თავიდან აიცილებთ, თუ ვაზელინის მალამოს წაისვამთ. მისი ზედაპირი ვაზელინით დაფარეთ, გამოყენების წინ ჩვრით გაწმინდეთ.

9. ავეჯის გამწმენდი. ქიმიურმა საშუალებამ შეიძლება ხის მაგიდა და ტუმბო დააზიანოს. ლაქებს ვაზელინიც შესანიშნავად გაუმკლავდება. ამასთან, ვაზელინის გამოყენების შემდეგ ავეჯი ახალივით იბრწყინებს.

10. ლაქების მოსაშორებელი საშუალება. ვაზელინი ტანსაცმელზე ტუჩსაცხის და საღებავის ლაქების მოშორებაში დაგეხმარებათ. საშუალება დაჭუჭყიანებულ ადგილზე წაუსვით, შემდეგ სარეცხ მანქანაში გარეცხეთ.

ვაზელინის გამოყენების უფრო გავრცელებული მეთოდებიც არსებობს. ტყავის ნაწარმის და ფეხსაცმლის მოვლა, პირველი დამხმარე თითიდან ბეჭდის მოსახსნელად. თითოეული ხრიკი გამოვცადე და ყველა მუშაობს. შესაძლოა, მალამოს გამოყენების რამდენიმე არასტანდარტული ხრიკის შესახებ იცით, კომენტარებში გაგვიზიარეთ.