ჯანმრთელობა
10 სახიფათო ჩვევა, რომელიც თქვენს ტვინს ნელ–ნელა კლავს. სასწრაფოდ მოიშორეთ
ტვინი ადამიანის ორგანიზმის ყველაზე მთავარი ორგანოა. მის გარეშე ცხოვრებას ვერ შევძლებდით. 21-ე საუკუნეში პროფესიების უმეტესობა გონებრივ საქმიანობას უკავშირდება. ახლა ტვინი ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. მაშინ რატომ არ ვუფრთხილდებით? არსებობს 10 სახიფათო ჩვევა, რომელიც ნელ–ნელა, მაგრამ თავდაჯერებულად ჩვენს გონებას ჭამს.
10 სახიფათო ჩვევა, რომელიც ტვინს ნელ–ნელა კლავს
1. საუზმეზე უარის თქმა
ადამიანებს, რომლებიც არ საუზმობენ, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე აქვთ, რაც თავის ტვინის აქტივობის შემცირებას იწვევს.
2. გადაძღომა
თუ საკუთარ თავს ბევრის ჭამის უფლებას აძლევთ, თქვენი ორგანიზმი ქოლესტერინს სისხლძარღვებში, მათ შორის ტვინის სისხლძარვებში აგროვებს.
3. თამბაქოს მოწევა
სიგარეტი ტვინის მოქმედებას აზიანებს და ტვინის უჯრედებს ანადგურებს. ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ მოწევა შეიძლება ალცჰაიმერის დაავადების ერთ–ერთი მიზეზი იყოს.
4. ბევრი შაქრის მიღება
რაც უფრო ბევრ შაქარს მიიღებთ, ორგანიზმში მით უფრო მეტი ტოქსინი და ჭარბი წონა და ნაკლები სასარგებლო ნივთიერება იქნება.
5. დაბინძურებული ჰაერი
ეს ფაქტორი თქვენზე ნაკლებად დამოკიდებულია, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ თუ ტვინს ჟანგბადი არ ყოფნის, მისი მოქმედება მნიშვნელოვნად მცირდება. აქედან გამოდის, რომ რაც უფრო ბინძურია ჰაერი, მით ნაკლებად აქტიურია ტვინი.
6. უძილობა
ხშირად მოკლე ხნით ძილი კარგს არაფერს გიქადით, რადგან უძილობა თავის ტვინის უჯრედების კვდომას გამოიწვევს.
7. ნარკოტიკი და ალკოჰოლი
ეს ნივთიერება თავის ტვინის განადგურების შეუქცევად პროცესს იწვევს.
8. მუშაობა ავადმყოფობის დროს
როცა ადამიანი ავადაა, ინტენსიური გონებრივი მუშაობა ტვინის მოქმედებას აზიანებს, რადგან ორგანიზმი მთელ რესურსს დაავადებასთან საბრძოლველად იყენებს. ასეთ დროს ტვინი საკმარისი ჟანგბადის მიღებას ვერ ახერხებს.
9. სტიმულაციის და განვითარების არ არსებობა
ტვინს მუდმივად განვითარება სჭირდება, ამიტომ ტელევიზორის ყურების ნაცვლად წიგნი წაიკითხეთ, კროსვორდები ამოხსენით ან ჭადრაკი ითამაშეთ.
10. ენაძვირობა
ლაპარაკიც ტვინის სტიმულაციის ერთ–ერთი ფორმაა. საუბრით ფაქტებს იმახსოვრებთ და ახალ სიტყვებს და გამოთქმებს სწავლობთ, ამით ტვინს ავარჯიშებთ და მუდმივი აქტივობისთვის მართავთ.
ტვინი ჩვენი სიმდიდრეა. მას გაუფრთხილდით, რადგან ის კიდევ დაგჭირდებათ. მავნე ჩვევებზე უარი თქვით, რომლებიც თქვენს ტვინს ნელ–ნელა ანადგურებს.
მეგობრებზეც იზრუნეთ და ეს სასარგებლო ინფორმაცია გაუზიარეთ!