Connect with us

ჯანმრთელობა

10 პროდუქტი, რომელიც სხეულის ლამაზი ფორმების მისაღებად რაციონიდან უნდა გამორიცხოთ

ყველა, ვინც სწორ კვებას ირჩევს, ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს და რაციონში „ჯანმრთელ“ კერძს ან პროდუქტს ტოვებს, რომელსაც მთელი ძალისხმევის განულება შეუძლია. ახალბედები პროდუქტების დახლებზე „0 კალორია“ ან „უცხიმო“ ნიშნის პროდუქტებს ეძებენ. შემდეგ უკვირთ, რატომ ვერ იკლებენ სწრაფად ან საერთოდ იმატებენ. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომელზეც უარი დღესვე უნდა თქვათ.

1. სწრაფი მომზადების საუზმე

მარცვლეულის საუზმე ხშირად ბევრ ნახშირწყალს და შაქარს შეიცავს. ამ კომპონენტების დიდი რაოდენობით მიღება სისხლში შაქრის მკვეთრ ზრდას და შემდეგ მკვეთრ ვარდნას იწვევს. ასეთი ტკბილეულის მიღებისას შიმშილი 1 საათში შეგაწუხებთ. თუ ფაფების მომხრე ხართ, უფრო ნატურალურ მარცვლეულზე გადადით. რა თქმა უნდა, ასეთ პროდუქტს მოსამზადებლად მეტი დრო სჭირდება, მაგრამ ნივთიერებათა ცვლისთვის უფრო სასარგებლოა.

2. გრანოლა

აღსანიშნავია, რომ გამომცხვარი მიუსლი, რომელიც ნატურალური კომპონენტებისგან მზადდება, ძალიან სასარგებლოა. მართალია, ბოლო დროს ნეგატიური ტენდენცია შეინიშნება: არაკეთილმოსურნე მწარმოებლები ძვირადღირებულ კომპონენტებს იაფით ანაცვლებენ. შედეგად, გრანოლაში სხეულის ფორმებისთვის სახიფათო ზეთს და შაქარს იპოვით.

3. მაღაზიაში გასაყიდი სალათის საკაზმები

ბოსტნეული ძალაა, განსაკუთრებით ხორცის ნაჭრებთან ერთად. უჯრედისი, ფერმენტები, მინერალები – ეს სასარგებლო ნივთიერებების არასრული სიაა, რომელსაც ბოსტნეულში იპოვით. ადამიანების უმეტესობას ბოსტნეულის რბილი და უჯერი გემო არ მოსწონს, ამიტომ მაღაზიაში ნაყიდი სხვადასხვა საკაზმით რთავენ. თითქმის ყველა ასეთი სოუსი შეიცავს სიროფს, სოიოს ან პალმის ზეთს, რომელიც კლების პროცესს აფერხებს. თუ სალათის ბუნებრივი გემო არ გიყვართ, საკაზმი თავად გააკეთეთ.

4. ხილის წვენი

ყველა ლამაზი და აქტიური ადამიანი თავის დილას ჭიქა წვენით იწყებს – ასე რამდენიმე წლის წინ ფიქრობდნენ. ახლა დიეტოლოგები ნატურალური წვენების ხშირად მიღებას არ გირჩევენ. ასეთ სასმელში უჯრედისი არ შედის, რომელიც სისხლში შაქრის მოხვედრას ხელს უშლიდა.

გასაყიდ წვენებზე საერთოდ არაფერს ვამბობთ, მათში იმდენივე შაქარი შედის, როგორც კოლაში. თუ წონის დაკლება გსურთ, უშაქრო ბალახების ჩაი დალიეთ ან ხილი მიირთვით.

5. აგავის ნექტარი

აგავის ნექტარის რეკლამა შეგიძლიათ ჯანსაღი კვების მაღაზიების რეკლამებში იპოვოთ, სადაც შაქრის შემცველად იყიდება. ასეთი ნედლეულის შექმნის პროცესი გამჭვირვალეა – აქ, ნამდვილად ნატურალური პროდუქტები გამოიყენება. თუ ქიმიურ შემადგენლობას შეისწავლით, ნახავთ, რომ ნექტარი ბევრ ფრუქტოზას შეიცავს. ჩვეულებრივ შაქარში ამ ნივთიერების მხოლოდ 50%–ს იპოვით, ხოლო აგავაში მისი კონცენტრაცია 90%–ია. ფრუქტოზის მაღალმა დონემ შეიძლება ჯანმრთელობას პრობლემა შეუქმნას და სიმსუქნე გამოიწვიოს. თუ ტკბილეულის გარეშე ვერ ძლებთ, სტევიას ბალახზე გადადით.

6. დიეტური სასმელები

ტკბილეულის მოყვარულთა მცდარი მოსაზრება. რა თქმა უნდა, დიეტური გაზიანი სასმელით ნაკლებ კალორიას მიიღებთ, მაგრამ სასმელში შემავალი ხელოვნური დამატკბობელი მადას აძლიერებს. შედეგად, კალორიები მაინც გვერდებში გავა, უბრალოდ რამდენიმე საათით დაგვიანებით.

7. უცხიმო იოგურტი

ყველა იოგურტი სასარგებლო არაა – ეწერა ვასილი ჩაპაევის საფლავზე. თუ თითოეულ კალორიას ითვლით, უცხიმო იოგურტის შეძენას არ გირჩევთ. როცა მწარმოებლები იოგურტიდან ცხიმს იღებენ, ზეთოვან გემოს აქრობენ. მის შესანარჩუნებლად უცხიმო იოგურტს სხვადასხვა დამატკბობელს უმატებენ, რომელიც ნივთიერებათა ცვლაზე ცუდ გავლენას ახდენს. იოგურტის შეძენისას საშუალო ცხიმიანობის პროდუქტი აირჩიეთ.

8. “ორგანული“ სასუსნავი

ერთი შეხედვით სასარგებლო სასუსნავი, რომელიც თითქოსდა იმდენი შეგიძლიათ მიირთვათ, რამდენიც გსურთ. სინამდვილეში, თუ მისი შემადგენლობის შესწავლაზე დროს დახარჯავთ, შაქარს და სხვა ნაკლებად სასარგებლო კომპონენტებს დაინახავთ. ორგანული შაქარი ჩვეულებრივზე უფრო სასარგებლოა, მაგრამ მაინც უვნებელი არაა.

9. მთელი მარცვლეულის პური

ამ პურს, როგორც სტანდარტული, ხორბლის ფქვილის პროდუქტის ალტერნატივას რეკლამას უკეთებენ. ინფორმაცია სიმართლესთან ახლოსაა, მთელი მარცვლეულის პურში მეტი უჯრედისი და B ჯგუფის ვიტამინები შედის. ხშირად ასეთი პური დამზადებულია არა მარცვლებიდან, არამედ წვრილად დაფქული მთელი მარცვლეულის ფქვილისგან. ისიც სისხლში შაქარს ისე ზრდის, როგორც ჩვეულებრივი ხორბლის ფქვილი.

10. სამგზავრო ნარევი

ეს ჩირის, მარცვლეულის და კაკლის ნარევია, რომელიც ნებისმიერ მაღაზიაში იყიდება. ასეთი საკვები სამგზავროდ ან ინტენსიური ვარჯიშის დროს იდეალურია. თუმცა ადამიანების უმეტესობას ასეთი მაღალკალორიული პროდუქტი არ სჭირდება.

არ ვამბობ, რომ ყველაფერი საზიანოა და ამა თუ იმ პროდუქტის ჭამა არ ღირს. თუ ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებს რაციონიდან გამორიცხავთ ან მათ წილს შეამცირებთ, საჭირო შედეგს უფრო სწრაფად დაინახავთ.