Connect with us

საკითხავი

10 ნატურალური არომატი, რომელთაც კოღოები ვერ იტანენ

ზაფხულში კოღოები მრავლდება. თუ ფანჯრებზე მწერებისგან დამცავი ბადე ან როზეტებში სპეციალური საშუალებები არ გშველით, ოთახი ნატურალური და სასიამოვნო არომატებით გაავსეთ, რომელთა ატანა პატარა სისხლისმსმელებს არ შეუძლიათ.

1. სკოლის ლაშქრობის დროს ნაძვის ხის ტოტებს და წიწვებს ტყუილად არ ვწვავდით, რომ კოცონიდან კოღოები მოგვეშორებინა. მათ წიწვის სუნის ატანა არ შეუძლიათ. კოცონის დანთება საჭირო არაა, უბრალოდ გამოიყენეთ კვიპაროზის, ღვიის, ნაძვის და სხვა წიწვოვანი ხეების ეთერზეთი, რომლებიც უფრო მოგწონთ.

წვეთი არომატი წყალს დაუმატეთ, რომლითაც იატაკის მოწმენდას აპირებთ. ზეთი შეგიძლიათ საბავშვო კრემს დაუმატოთ და კანზე წაისვათ.

2. კოღოები ვანილის სუნს ვერ იტანენ. შეგიძლიათ გამოიყენოთ მისი ღეროები, ასევე ეთერზეთი და ჩვეულებრივი ვანილი. ტკბილი არომატით კანი, ტანსაცმელი და ავეჯის ნივთები დაამუშავეთ.

3. მკვეთრად გამოხატული სუნის ყვავილებს კოღოები და ქინქლები ვერ იტანენ

ფანჯრებთან ნემსიწვერა გაზარდეთ, ლავანდის არომატული სანთელი დაანთეთ, ლარნაკში ქრიზანთემები ჩადეთ.

4. პიტნა და ბარამბო კოღოების საწინააღმდეგოდ ფიტო–ბალიშის სახით გამოიყენეთ. ასეთი ბალიში გვერდით დაიდეთ – ჯანსაღი ძილი უზრუნველყოფილი გექნებათ. მომაბეზრებელი მწერები არ შეგაწუხებთ.

5. ლეგენდის თანახმად, ვამპირებს ნივრის სუნი არ უყვართ.

კოღოებიც სისხლს სვამენ… თუ თავად მძაფრი არომატები არ გაფრთხობთ – მიდით. ნივრის კბილები გვერდით დაიდეთ. სუნი, არა მხოლოდ მკბენარი მწერებისგან დაგიცავთ, არამედ სურდოს შესანიშნავი საპროფილაქტიკო საშუალებაც გახდება.

6. კოღოებს ციტრუსის ხილიც არ უყვარს.

ლიმონი, ფორთოხალი, ლაიმა, რაც უფრო გამოხატულია არომატი, მით ნაკლები კოღო შეგაწუხებთ. შეგიძლიათ გახეხილი ცედრით სავსე ჭურჭელი გვერდით დაიდოთ ან „ბებიების“ ხრიკი გამოიყენოთ.

როცა მწერების საწინააღმდეგო სპეციალური ქიმია არ არსებობდა, ჩვენი ბებიები ლიმონს შუაზე ჭრიდნენ და მასში დარიჩინს არჭობდნენ. მიღებული სურნელოვანი არომატი კოღოებს შესანიშნავად აფრთხობდა.

7. ცნობილი ვიეტნამის ბალზამი

ბალზამი „ოქროს ვარსკვლავი“ კოღოებს ისევე კარგად აფრთხობს, როგორც ცნობილი საშუალებები.

8. მწერებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ ძმარი, ოღონდ შეძლებთ კი ასეთი არომატული შეტევის გაძლებას სველ და ჩახუთულ ზაფხულის ღამეებში.

9. ექსპერტები მწერებთან საბრძოლველად ნიშადურის სპირტს გვირჩევენ, მაგრამ ესეც საეჭვო სიამოვნებაა. ამ არომატით გაჟღენთილ ოთახში ყოფნა უბრალოდ უსაფრთხო არაა.

10. კოღოების საწინააღმდეგოდ ცნობილ, ძველ ხალხურ საშუალებად ხშირად მიიჩნევენ წითელ ან კავკასიურ გვირილას – პირეტრუმი.

ხელი ყვავილი კოღოების ნერვულ სისტემას აზიანებს ისე, რომ იმ სახლთან ახლოს მოფრენა აშინებთ, სადაც გვირილა იზრდება. ყვავილი გაახმეთ და რამდენიმე თაიგული ბინის სხვადასხვა ნაწილში მოათავსეთ.

ამბობენ, რომ მწერები სახლიდან ერთ კვირაში გაქრებიან.

თუ თავი მაინც ვერ დაიცავით, ნაკბენზე ნიშადურის სუსტი ხსნარი წაისვით ან კეფირის ან არაჟნის ნიღაბი გაიკეთეთ. ქავილი და სიწითლე სწრაფად გაქრება.