საკითხავი
10 მიზეზი, რატომ არ უნდა გადააგდოთ ჩაის პაკეტი
ძალიან ბევრი ადამიანი ჩაის პაკეტს მხოლოდ ნახევრად იყენებს, მათ შორის ისინიც, ვინც მას ჩაის ორჯერ დასაყენებლად იყენებს. ჩაის ნაყენის ნამდვილი პოტენციალი მაშინ მჟღავნდება, როცა უკვე გამოყენებულია. ჩაის პაკეტის გამოყენების 10 დამატებითი მეთოდი არსებობს, რომელთაგან ზოგიერთი 1 ჭიქა არომატულ სასმელზე უფრო ღირებულია.
სწორედ ამიტომ, ჩაის პაკეტის გადაგება არ იჩქაროთ: ის სახლის ეფექტურად დასალაგებლად, საკუთარი თავის მოსავლელად და ბევრი სხვა მიზნით გამოგადგებათ. მაგალითად, ხალიჩა ქიმწმენდაში წაღების ნაცვლად შეგიძლიათ ჩაის პაკეტით სწრაფად და მარტივად გაწმინდოთ.
როგორ გამოვიყენოთ ჩაის ფოთლები
თქვენს ფეხებს სპა-პროცედურა აჩუქეთ
ჩაი დამარბილებელ თვისებებს ფლობს, ამიტომ ცხელ აბაზანაში ჩაის პაკეტების დამატებით გაუხეშებულ ქუსლებს და უსიამოვნო სუნს მოიშორებთ.
თვალების ირგვლივ მუქ წრეებს მოიშორებთ
ამ მიზნით მწვანე ჩაი გამოგადგებათ. პაკეტები თვალებზე დაიდეთ, რომ სისხლის მიმოქცევა გაააქტიუროთ და შეშუპება მოიშოროთ. ჩაის ფერი სილურჯის ნარჩენებს გაანეიტრალებს, რაც განახლებულ და დასვენებულ იერს მოგანიჭებთ.
ხალიჩას გაწმენდთ
ინტერიერის ბეწვიანი ნივთის გაწმენდა ძვირადღირებული და შრომატევადი საქმიანობაა. საქმეს გაიმარტივებთ, თუ ხალიჩას ოდნავ მშრალ, მაგრამ სველ გამოყენებულ ჩაის ფოთლებს მოაყრით. სრულ გაშრობას დაელოდეთ და მტვერსასრუტით კარგად გადაწმინდეთ: ჭუჭყი და უსიამოვნო სუნი ჩაის ფოთლებთან ერთად გაქრება, ხოლო ხალიჩის ფერი უფრო მკვეთრი გახდება.
ხორცი დაამარინადეთ
ჩაი ხორცს სიუხეშეს მოაშორებს და უფრო ლამაზ ფერს მიანიჭებს. ღორის კანჭს ხშირად ბოსტნეულის ბულიონსა და შავი ჩაის ნარევში ამარინადებენ. უბრალოდ პაკეტი ხელმეორედ დააყენეთ და ხორცი ჩაის მარინადში 1-2 საათით დაამარინადეთ.
თმა და კანი გაახარეთ
ჩაიში შემავალი ანტიოქსიდანტები გამაახალგაზრდავებელ ეფექტს ფლობენ. რამდენიმე ჩაის პაკეტი აბაზანას დაუმატეთ, ხოლო თავის შამპუნით დაბანის შემდეგ ჩაის სუსტი ხსნარი გადაივლეთ, რომ სხეული სასარგებლო მიკროელემენტებით გაამდიდროთ და კანი და თმა დაატენიანოთ.
მცენარეები გამოკვებეთ
ბაღის და ოთახის მცენარეებს ჩაის სუსტი ხსნარი უყვართ. ასე ფესვებს სოკოსგან დაიცავთ. ჩაი გამოიყენება როგორც აზოტის სასუქი, ხოლო პაკეტი სადრენაჟოდ კარგი საშუალებაა.
საღებავად გამოიყენეთ
ჩაი ნატურალური ყავისფერი საღებავია. მისი დახმარებით შეგიძლიათ ქაღალდი დააძველოთ, თეთრი ნივთები ღია-ყავისფერ ან მწვანე ფერში შეღებოთ. სხვათა შორის, სააღდგომო კვერცხს ჩაით ხშირად ღებავენ, ხოლო კარკადე კვერცხს პასტელურ ცისფერ ფერს ანიჭებს.
გამოიყენეთ როგორც სანელებელი
ჯეიმი ოლივერი თავის გადაცემებში ხშირად გვირჩევს, რომ ჩაი სანელებლის სახით გამოვიყენოთ. ხმელი, გამოყენებული ჩაის პაკეტი აიღეთ და თევზს მარილთან და წიწაკასთან ერთად წაუსვით, შემდეგ კი ღუმელში გამოაცხვეთ. ცხიმის სუნი ნაკლებად შესამჩნევი იქნება, კერძი კი ნაზ არომატს შეიძენს. ჩაის პაკეტს მარცვლეულის და მაკარონის მოხარშვის, ასევე ღორის ხორცის მომზადების დროს ამატებენ.
ხის ავეჯის გარეგნული მხარე განაახლეთ
ხის ავეჯი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. სველი ჩაის პაკეტი მის გადასაწმენდად გამოიყენეთ, რომ ძველებური ბზინვარება, ლამაზი ფერი დაუბრუნოთ და წვრილი ნაკაწრები შენიღბოთ.
უსიამოვნო სუნს სწრაფად მოიშორებთ
რამდენიმე ხრიკი არსებობს, რომელთა დახმარებით ხელიდან თევზის ან ნივრის სუნის მოშორებას შეძლებთ. მაგალითად, ლუდის ან კბილის პასტის დახმარებით. ამ პრობლემის წინააღმდეგ ჩაის პაკეტმა კარგი შედეგი აჩვენა. ხმელი ჩაის პაკეტი ტენს შთანთქავს და უსიამოვნო სუნს იწოვს, ამიტომ ღამით ფეხსაცმელში რამდენიმე ჩაის პაკეტი ჩადეთ და პრობლემას მარტივად მოიშორებთ.
ჩაის დიდი სარგებელი იმაში მდგომარეობს, რომ დიდი რაოდენობით ტანინებს შეიცავს. სწორედ ამიტომ, აგარაკის ან პიკნიკის პირობებში ჩაის პაკეტი ჭურჭლიდან ცხიმის მოშორებაში დაგეხმარებათ და წვრილ სისხლდენას შეაჩერებს.
როგორც უკვე მიხვდით, აუცილებელია არაა, რომ კონკრეტულად ჩაის პაკეტი გამოიყენოთ. ნატურალური ჩაის ფოთლები ბევრად უფრო სასარგებლოა, უბრალოდ პორციულად მისი გამოყენება ნაკლებად მოსახერხებელია. თუმცა ხალიჩის საწმენდად, ყვავილების გამოსაკვებად და სხეულის მოსავლელად – ზუსტად ისაა, რაც გჭირდებათ.