Connect with us

საკითხავი

10 ლამაზი ხელნაკეთი მისალოცი ბარათი, რომ 8 მარტი გულითადად მიულოცოთ

გაზაფხულის დადგომამდე ცოტა დრო დარჩა. წინ შესანიშნავი დღესასწაული 8 მარტი გველოდება. ამ დღეს კაცობრიობის ნახევარს მათ დღეს ვულოცავთ. დედებს, ბებიებს და დებს მადლობას ვუხდით ზრუნვისა და სიყვარულისთვის, რომელთაც მთელი ცხოვრება გვჩუქნიან. რა შეიძლება იყოს ხელნაკეთ საჩუქარზე უფრო ღირებული. მაგალითად, ხელნაკეთი მისალოცი ბარათი.

მახსოვს, როგორ შევქმენი ჩემი პირველი შედევრი შრომის გაკვეთილებზე. ის იდეალური არ იყო, მაგრამ დედის ბედნიერმა ღიმილმა ჩემი საჩუქრით ამაყი გამხადა.

Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე ორიგინალური მისალოცი ბარათის იდეას, რომლებიც შეგიძლიათ ახლობლებს აჩუქოთ. ეს შესანიშნავი საშუალებაა, რომ შვილებთან კარგი დრო გაატაროთ და მათ ზოგად განვითარებას ხელი შეუწყოთ.

ხელნაკეთი მისალოცი ბარათები

ნახატი თითებით და ხელისგულებით

პატარას ხელებით ხატვა უყვართ. ეს ლტოლვა სასაჩუქრე ბარათების შესაქმნელად გამოიყენეთ. ბავშვს მიანიშნეთ, თუ როგორ დახატოს ყვავილები ან მთელი თაიგული თითების ანაბეჭდებით.

მისალოცი ბარათი ფერადი ქაღალდებით

უფრო გამოცდილებს შეუძლიათ აპლიკაციაში თავი გამოცადონ. საკანცელარიო მაღაზიებში ბევრი სხვადასხვა მასალის პოვნა შეიძლება.

აი, ასეთი ნაზი ყვავილების თაიგული ქოთანში ადრესატს ძალიან გააოცებს. განსაკუთრებით მაშინ, თუ საიდუმლო შეტყობინებას აღმოაჩენს. დამალულ ფურცელზე შეგიძლიათ თბილი სურვილები ჩამოწეროთ.

„აყვავებული ბუჩქის“ მისალოცი ბარათების გასაკეთებლად დაგჭირდებათ: მწვანე ორმხრივი ქაღალდი, ფერადი ქაღალდი, მაკრატელი და წებო–ფანქარი. მწვანე ქაღალდი გარმონივით გაკეცეთ და ორი მარაო შეაწებეთ. ფერადი ქაღალდებით ყვავილების კოკრები ან გულები გამოჭერით  და ბუჩქს მიაწეპეთ. რამდენიმე ასეთი რამ გააკეთეთ და ბარათის შუა ნაწილში დაამაგრეთ.

ყვავილები კექსის ფორმებიდან

ქაღალდის ფორმებიდან ჯადოსნური, მოცულობითი ყვავილები გამოვა. ამით თქვენი მისალოცი ბარათი გააფორმეთ. ყვავილის შუაში სურათი, ღილი ან დეკორატიული ელემენტები მოათავსეთ.

ყვავილები ნიახურის ღეროებიდან

დაგჭირდებათ ნიახურები და ფერადი საღებავები. 7-10 ნიახურის ღერო გადაჭერით და ძაფით შეკარით. ასე ერთგვარ შტამპს მიიღებთ. საღებავში ამოავლეთ და ბარათზე შტამპი დასვით. ქაღალდზე ლამაზ ყვავილებს მიიღებთ.

მისალოცი ბარათი „მიმოზას ტოტები“

ყვითელი ქაღალდის სალფეთქი პატარა ნაჭრებად დააქუცმაცეთ და ბურთებად დაახვიეთ. ბარათზე მიმოზას ღერო და ფოთლები დახატეთ ან დააწეპეთ, შემდეგ წებოთი საჭირო ადგილას ყვითელი ბურთები დააკარით. ასე მიმოზას ტოტებს მიიღებთ.

მისალოცი ბარათი ღილებით

სხვადასხვა ფერის, ზომის და ფორმის ღილები შეაგროვეთ. ისინი საოცარი საჩუქრის შესაქმნელად გამოგადგებათ. ფერად მუყაოზე ღილების ზოლები გააკეთეთ და წებოთი, ძაფით ან პლასტელინით დაამაგრეთ. კომპოზიცია დეკორატიული ლენტებით ან ნახატებით გააფორმეთ.

მისალოცი ბარათი მაკარონებით

ახლა სხვადასხვა სახის მაკარონს აწარმოებენ, რომლებიც ფორმით და ზომით განსხვავდებიან. ბარათებისთვის იდეალურია. ფანტაზია გამოიყენეთ, მაკარონები შეღებეთ და მოცულობითი სურათი შექმენით. ასევე შეგიძლიათ სურათი ცალკეული ელემენტებით შეავსოთ.

აპლიკაცია კვილინგის ტექნიკაში

კვილინგი საუკეთესო ტექნიკაა ეფექტური მისალოცი ბარათების შესაქმნელად. თავდაპირველად ესკიზი მოხაზეთ. კვილინგისთვის ბრტყელი ქაღალდი და ფერადი ზოლები აიღეთ. ზოლები დაახვიეთ, სხვადასხვა ელემენტები შექმენით და წებოთი ესკიზზე დაამაგრეთ. ეს ტექნიკა გარკვეულ უნარებს მოითხოვს.

თექის ყვავილები

მომავალი ნიმუშის შაბლონი წინასწარ დაბეჭდეთ ან დახატეთ. ქსოვილებიდან დეტალები ამოჭერით. ერთმანეთს შეაერთეთ და ფერადი კომპოზიცია შექმენით. საჩუქარი ლამაზი ლენტებით, მძივებით და სხვა დეკორით გააფორმეთ.

როგორც ხედავთ, ლამაზი მისალოცი ბარათის შესაქმნელად ბევრი სხვადასხვა მეთოდი არსებობს. რომელიმე მათგანი თქვენს შვილს ან იქნებ თავად თქვენ აუცილებლად დაგაინტერესებთ. პროცესით შეიძლება იმდენად გაერთოთ, რომ დროს ანგარიში დაკარგოთ. თქვენმა შემოქმედებამ კი ვინმეს შეიძლება ღიმილი მოგვაროს.