თავის მოვლა
10 იაფფასიანი კრემი სილამაზისთვის, რომლებსაც ნებისმიერ აფთიაქში შეიძენთ
იცოდით, რომ ზოგიერთი მოვლის საშუალება, რომელსაც აფთიაქში ვყიდულობთ, უფრო ეფექტური და ძლიერია, ვიდრე ძვირადღირებული ბრენდების კრემები? თუ კანის მოვლას მიეჩვიეთ, თუმცა ფულის დაზოგვაც გსურთ, ეს ინფორმაცია თქვენთვისაა.
10 საუკეთესო საშუალება კანისთვის აფთიაქიდან:
1. რეტინოიდის მალამო
რეტინოიდები(რეტინოლი ან ტრეტინოინი) – ეს А ვიტამინის სინთეტიკური ანალოგია და, ჩვეულებრივ, აკნეს საწინააღმდეგოდ ინიშნება. თუმცა, მალამოს გამოყენება შეიძლება, როგორც კანის გაახალგაზრდავებისა და სიბერის პროფილაქტიკის საშუალება. პირველი გამოყენებისთვის საკმარისია 0.025%-იანი კონცენტრაცია.
2. ენტეროსგელი
ეს პასტა, სილიკონის ჰიდროგელის მსგავსი, დანიშნულია ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის. თუმცა, მისი გამოყენება შეიძლება სახიდან შეშუპებების მოსახსნელადაც. გელი ისმება თვალქვეშ, ძილის წინ. თუმცა ფრთხილად იყავით – გელი აუწყლოებს უჯრედებს, ამიტომ გამოყენების შემდეგ წაისვით დამამშვიდებელი და მკვებავი მალამო.
3. ტიოგამა
ეს ნახევრად თხევადი გელი განკუთვნილია შინაგანი გამოყენებისთვის წვეთოვნებში, მოწამლვის დროს. ამ საშუალების აქტიური ნივთიერებები აჩქარებს უჯრედების განახლებასა და კანის რეგენერაციის პროცესს. ტიოგამა გვეხმარება ნაოჭებთან, შავ წერტილებთან, დამწვრობებთან და სხვ. ბრძოლაში. უხდება ცხიმიან და კომბინირებულ კანს.
4. ფ 99
ეს კრემი გაჯერებულია ცხიმოვანი მჟავებითა(ლინოლეურს + არაქიდონური(ომეგა-6) + ლინოლენური(ომეგა-3)) და F ჯგუფის ვიტამინებით. ჩვეულებრივ, იგი ეგზემისა და დერმატიტის საწინააღმდეგოდ გამოიყენება, თუმცა, ფ99-ს იყენებენ აკნეს, კანის სიმშრალის წინააღმდეგ, ხელის გულებისა და ტერფების კანის დასატენიანებლად. კრემი დადებითად მოქმედებს ქონის ჯირკვლების ფუნქციაზე და შლის მკვდარ უჯრედებს.
5. კურიოზინი
გელი განკუთვნილია ქრონიკული აკნესგან დატოვებული შრამების მოსაშორებლად. თუმცა, მისი გამოყენება შეიძლება, როგორც გამაახალგაზრდავებელი საშუალება.
6. ბეპანტენი
ბეპანტენის ძირითადი მოქმედი ნივთიერებაა პანტოტენური მჟავა. იგი აჩქარებს უჯრედებისა და ქსოცილების რეგენერაციას, ხელს უშლის კანის საფარველის განახლებას. ასევე, კარგად ამშვიდებს კანს.
7. აპილაკი
მალამო აპილაკი დედა ფუტკრის რძისგანაა დამზადებული და ამცირებს ქონის ჯირკვლების ფუნქციონირებას. ასტიმულირებს უჯრედულ მეტაბოლიზმსა და რეგენერაციულ პროცესებს.
8. კაპსიკამი
მალამოს გამახურებელი ეფექტი აქვს და გვეხმარება ცელულიტთან ბრძოლაში. სკიპიდრის ზეთი, რომელიც წიწვოვანი ხის ფისის გადამუშავებითაა მიღებული, და რაცემიული ქაფური კარგად ახურებს ქსოვილებს.
9. არნიკა
მალამო ებრძვის ჰემატომებსა და სილურჯეებს. იგი აჩქარებს სისხლძარღვებში სისხლის ცირკულაციას და გამოიყენება დამამშვიდებელი, გამწოვი, შეშუპების მომხსნელი და მარეგენერირებელი საშუალება.
10. რელიფი
ეს მალამო ებრძვის ბუასილს. თუმცა, ზვიგენის ღვიძლის ზეთის შემცველობის გამო, იგი ვიზუალურად აგლუვებს ნაოჭებს და კვებავს კანის საფარველს.
თავის მოვლა, როგორც ჩანს, ყოველთვის არ ნიშნავს დიდ დანახარჯებს. ამ საშუალებებით შეძლებთ ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებას.