Connect with us

თავის მოვლა

შემოდგომაზე კანის მოვლისას დაშვებული უხეში შეცდომები, რომელიც სახეს გოგრად აქცევს

შემოდგომაზე კანის მოვლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც წლის ნებისმიერ სეზონზე. რა თქმა უნდა, ეს ზამთარი არაა, როცა გარეთ გამოსვლამდე სილამაზის შესანარჩუნებლად რიგი ზომები უნდა მიიღოთ. ზაფხულიც არაა, ანუ შეგიძლიათ კანის აღდგენაზე იზრუნოთ. გირჩევთ,  არ მოდუნდეთ და შემოდგომაზე კანის მოვლის დროს 5 შეცდომა არ დაუშვათ. Alltime.ge-ს რედაქცია მათ შესახებ დეტალურად გიამბობთ.

კანის მოვლა შემოდგომაზე

მზისგან დამცავ კრემზე უარის თქმა

ოქროს სეზონის დადგომა არ ნიშნავს, რომ მზისგან დამცავი კრემი შეგიძლიათ მშვიდად შეინახოთ. თქვენთვის ცუდი ამბავი გვაქვს. საქმე იმაშია, რომ კალენდარი ულტრაიისფერი სხივების თვისებებს არ ცვლის და კანზე ზემოქმედებას აგრძელებს.

საბედნიეროდ, თანამედროვე კრემების უმეტესობა მზისგან დამცავ თვისებებს (SPF 10-15) უკვე შეიცავს. თუ კრემებს რეგულარულად იყენებთ, თქვენი სახე დაცულია. გახსოვდეთ, რომ სრულყოფილი ეფექტისთვის 1,2 მლ კრემი უნდა წაისვათ. ეს დაახლოებით ¼ ჩაის კოვზია.

რეტინოლის დილით გამოყენება

შემოდგომაზე კანის მოსავლელად რეტინოლი და მჟავები მთავარი დამხმარე საშუალებები ხდება. მათი ბოროტად გამოყენება არ ღირს, სანამ გარეთ ჯერ კიდევ მზეა. სჯობს საღამოს გამოიყენოთ, დილით კი მზისგან დამცავი წაისვათ.

საქმე იმაშია, რომ რეტინოლი, როგორც მჟავები, კანს მზის მიმართ მგრძნობიარეს ხდის. ამრიგად, ასეთი პრეპარატების ჭარბი მოხმარება კანის აქერცვლას იწვევს. რეტინოლის საუკეთესო კონცენტრაცია 0,1-0,5%, ხოლო AHA მჟავებისთვის – 5%. მათი ერთად გამოყენება არ ღირს: დამწვრობის რისკი არსებობს.

ვიტამინებით დატენიანებაზე უარის თქმა

მშრალი ზაფხულის შემდეგ კანი ცივი ქარის და დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებას განიცდის. ეს გამოშრობას, აქერცვლას და გაღიზიანებას იწვევს. მსგავსი მოქმედების თავიდან ასაცილებლად ჰიალურონის მჟავა, კოლაგენი და გლიცერინი არ დაივიწყოთ.

მათი დახმარებით კანის დატენიანებას შეძლებთ. სპეციალური ჰიალურონის ტონერის ან შრატის წასმისას უბრალო კრემით მისი დაფიქსირება არ დაგავიწყდეთ. ამრიგად, სწრაფად არ აორთქლდება. სხვა ყველაფერთან ერთად ჰაერის დატენიანებაზეც უნდა იზრუნოთ. მაგალითად, სპეციალური დამატენიანებელი აპარატის ქონა ცუდი იდეა არაა.

ტრადიციული სახის სკრაბის გამოყენება

სამწუხაროდ, სტანდარტული სკრაბი აბრაზიული ნაწილებით ცივ სეზონზე კარგი ვარიანტი არაა. სკრაბმა შეიძლება მიკრობზარები და ნახეთქები დატოვოს. რა თქმა უნდა, გამოშრობას და აქერცვლას გვერდს ვერ აუვლით.

ამ შემთხვევაში მჟავებით პილინგი საუკეთესო გამოსავალია. რძეზე, ნუშის ან გლიკოლის მჟავაზე დაფუძნებული სკრაბი კანს დაზიანების გარეშე გაწმენდს. ძალიან ნაზი და მგრძნობიარე სახისთვის PHA მჟავები შეგიძლიათ გამოიყენოთ.

შეუფერებელი კრემის გამოყენება

სიცივის დადგომისთანავე კოსმეტიკაში სქელი კრემის ქონაზე უნდა იზრუნოთ. იმ კრემის გამოყენება, რომელსაც აგვისტოში იყენებდით, დიდი შეცდომაა. ასეთი კრემი სიცივეში დაცვაზე გათვლილი არაა. სწორედ ამიტომ, რაც უფრო სქელია კრემი, მით უფრო მეტ სითხეს შეინარჩუნებს. კანი ნაკლებად გამოშრება, სახე კი თავდაპირველ სილამაზეს შეინარჩუნებს.

კანის მოვლა შემოდგომაზე – შეჯამება

ვიმედოვნებთ, რომ ზემოთ მოცემული რჩევები გამოგადგებათ. თუ უკვე ყველაფერი იცით, სასარგებლო რჩევები მეგობრებს გაუზიარეთ. კიდევ რა მომენტებზე შეგიძლიათ გვიამბობთ თავის მოვლის შესახებ? რით არის მნიშვნელოვანი შემოდგომაზე კანის მოვლა წლის სხვა სეზონთან შედარებით?