Connect with us

საკითხავი

10 ფაქტი ცხოვრების შესახებ, რომლებსაც ძალიან გვიან იგებენ

დონა ეშვორტი – ცნობილი კომუნისტი და ავტორი სამი წიგნისა(“პატარა ბორცვის ბიოგრაფია”, “ამ მიწის წინააღმდეგ” და “არიზონა ტრიპტიხი) თავის აზრებსა და დასკვნებს Ladies pass it on-ს უზიარებს.

  1. ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი იფლანგება ცრუ მიზნების დევნასა და ცრუ იდეალების თაყვანისცემაში. იმ დღეს, როცა ამას გაიაზრებთ, ნამდვილ ცხოვრებას იგემებთ.
  2. შეუძლებელია ყოველთვის ყველას ასიამოვნოთ თქვენი ქცევით. გთხოვთ, დაიწყეთ საკუთარი თავითა და ახლობლებით. სხვა დანარჩენი ისედაც მიხედავს საკუთარ თავს.
  3. სიბერესთან ბრძოლა – ესაა მცდელობა, დაიჭირო ქარი. ისწავლეთ იმით ტკბობა, რაც გაქვთ. თქვენი სხეული იცვლება, თუმცა აქამდეც ასე ხდებოდა. ნუ დაკარგავთ დროს ამ ფაქტის შეცვლის მცდელობით. შცვალეთ საკუთარი დამოკიდებულება და ამ ეტაპში სილამაზეს აღმოაჩენთ.
  4. არავინაა სრულყოფილი და არც არავინაა თავისი ბედით ბოლომდე კმაყოფილი. როცა ამას გაიაზრებთ, გათავისუფლდებით შედარებებისგან. ეს ნამდვილად განიჭებთ შვებას.
  5. ვერავინ ხედავს, რას აკეთებთ სწორად. სამაგიეროდ, ყველა ხედავს, რაც ვერ აკეთებთ. როცა ამას მიხვდებით, ორიენტირდებით მხოლოდ საკუთარ მიზეზებზე და დაიწყებთ ცხოვრებისგან გაცილებით მეტი სიამოვნების მიღებას.
  6. ალბათ, ნანობთ, რომ მრავალი წელი დაკარგეთ თვითკრიტიკაზე, თუმცა, რაც უფრო სწრაფად შეძლებთ თქვენი სულის საცხოვრებელ ჭურჭელთან მოლაპარაკებას, მით უკეთესი. თქვენი სხეული გასაოცარია და მნიშვნელოვანია, თუმცა იგი თქვენ არ განგსაზღვრავთ.
  7. თქვენი ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, თუმცა სტრესი, შიში და შფოთვა გაცილებით უფრო დამანგრეველია, ვიდრე ნებისმიერი გემრიელი სასმელი ან საჭმელი, რომელზეც უარს ამბობთ. ბედნიერება და მშვიდობა საუკეთესო წამალია.
  8. ვის ემახსოვრებით და რატომ – ეს სიბერის მნიშვნელოვანი ასპექტია. თქვენი სიყვარული და სიბრძნე გაცილებით მეტხანს იცოცხლებს, ვიდრე ნებისმიერი მატერიალური ნივთი, რომელსაც ქმნით. თქვენს ისტორიებს კი თქვენი შვილთაშვილებიც კი მოისმენენ.
  9. ჩვენ აქ დიდი ხნით არ ვართ მოსული, თუმცა, თუ ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით მიდიხართ, ეს სერიოზული სირთულე შეიძლება აღმოჩნდეს. ცხოვრება ბრძოლა კი არა, თავგადასავალია.
  10. ყოველთვის, ყოველთვის მიირთვით ხარისხიანი შამპანური და გამოიყენეთ ის ფული, რასაც “შავი დღისთვის” ინახავთ. ხვალინდელი დღე არავისთვისაა გარანტირებული. მიირთვით, დალიეთ და იყავით ბედნიერი!

გამოიყენეთ ეს სიბრძნე, სანამ არ დაბერებულხართ.