Connect with us

ყვავილები

10 სიცოცხლისთვის სახიფათო ოთახის მცენარე

ოთახის მცენარეების არჩევას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სახლში პატარა ბავშვები ცხოვრობენ. ბუნებაში ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო ძალიან ბევრი ოთახის მცენარე არსებობს, მაგრამ მეცნიერებმა კვლევის ფარგლებში 10 მცენარე დაასახელეს, რომელთაც პირველ რიგში უნდა უფრთხილდეთ:

რთულია იპოვოთ ერთი საცხოვრებელი შენობა, სადაც ოთახის მცენარე არ აქვთ. ისინი სახლს ამკობენ, მყუდროებას მატებენ და როგორც ბევრი მიიჩნევს, ჰაერს ტოქსიკური ნივთიერებების, ელექტრომაგნიტური გამოსხივების და მავნე ბაქტერიებისგან წმენდს. თუმცა სამეცნიერო თანამშრომლები განმარტავენ, რომ დეკორატიული ყვავილის ზოგიერთი სახეობა შეიძლება ადამიანის და შინაური ცხოველის ჯანმრთელობისთვის სახიფათო იყოს.

სანსევიერია

მცენარე ჰაერის გაწმენდის ამოცანას თავს მარტივად ართმევს, მაგრამ სჯობს მისგან თავი შორს დაიჭიროთ. მცენარე შეიძლება ღებინების, ჭარბი ნერწყვის გამოყოფის და ყელის ტკივილის მიზეზი გახდეს.

ალოე ვერა

ალოე ვერას სასარგებლო თვისებების შესახებ ყველამ იცის, მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წესი უნდა დაიმახსოვროთ – მისი შიგნით მიღება არ ღირს. ეს ნაწლავის გაღიზიანებას იწვევს. თუ ადამიანისთვის ძალიან სახიფათოა, მსგავსი ექსპერიმენტი ცხოველისთვის შეიძლება სავალალო შედეგით დასრულდეს.

სპატიფილუმი

მცენარე ალერგიულ რეაქციას იწვევს. ორგანიზმში მოხვედრისას პირის, ენის, ტუჩის შეშუპებას იწვევს. უფრო მძიმე ფორმებში შეიძლება სიკვდილის მიზეზი გახდეს.

ინგლისური სურო

როგორც ადამიანში, ასევე ცხოველში სუნთქვის გართულებას, ღებინებას და კრუნჩხვებს იწვეს. ძლიერი მოწამვლის დროს დამბლას და კომას იწვევს.

დიფენბაჰია

საკმაოდ გავრცელებული მცენარე, ამავე დროს შხამიანი. დიფენბაჰიის წვენი სასიკვდილოდ სახიფათოა, განსაკუთრებით პატარა ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის.

ზამბახი

ეს ყვავილი ზრდასრული ორგანიზმისთვისაც კი შეიძლება სახიფათო იყოს. მოწამვლის სიმპტომები შეიძლება ციებ-ცხელებას ჰგავდეს – ტემპერატურის მატება, ღებინება.

ნარგიზი

ძალიან ტოქსიკური ყვავილი, რომელიც ღებინებას, დიარეას, მაღალ არტერიულ წნევას იწვევს. ამ მცენარის ბოლქვის ჭამამ შეიძლება სასიკვდილო შედეგი გამოიწვიოს.

სუმბული

ისეთივე სიმპტომები აქვს, როგორც ნარგიზით მოწამვლის დროს – ღებინება, დიარეა. ამ მცენარესთან კონტაქტი ცხოველებისთვის შეიძლება სასიკვდილო იყოს.

ჰორტენზია

სახლში სჯობს არ გქონდეთ, თუ მოულოდნელად კომაში ჩავარდნა არ გსურთ. ჰორტენზიის კვირტის ჭამის შემდეგ ადამიანს ან ცხოველს დიარეა, მუცლის ძლიერი ტკივილი და სუნთქვის პრობლემები შეაწუხებს.

ოლეანდრე

ადამიანში სისუსტეს, თავბრუსხვევას, კუნთების კანკალს და არითმიას იწვევს. მცენარის პატარა ფოთლის ჭამით ცხოველი იღუპება.