Connect with us

მოდა და სტილი

10 საუკეთესო სუნამო 40 წელს გადაცილებული ქალებისთვის

ასაკის მატებასთან ერთად უმეტესობა ჩვენგანში არა მხოლოდ ვარცხნილობა, მაკიაჟი და ტანსაცმლის სტილი, არამედ არომატებში პრეფერენციებიც იცვლება. არომატიც ხომ ჩვენი იმიჯის ნაწილია. ბევრი ქალი აღნიშნავს, რომ სუნამო, რომელსაც წლები იყენებდნენ, ახლა სიხარულს აღარ გვრის. მათ ხეობის შროშანების ან იასამნების თაიგულის, ხილ–ყვავილოვანი ან ციტრუსის არომატები ყნოსვა აღარ სურთ. მათ რაღაც უფრო ნაზი არომატი სურთ პუდრის, სანდლის ან პიკანტური შლეიფით, რომელიც ელეგანტურ სტილს, სტატუსს და ქალურობას ხაზს უსვამს.

J’Adore, Christian Dior, 50 მლ – 220 ლარი

ლეგენდარული ყვავილოვანი სურნელი, რომელიც პარფიუმერმა ფრანსუა დემაჩიმ შექმნა, განუმეორებელი და მაცდურია, როგორც უიშვიათესი ყვავილი. ის ძალიან მგრძნობიარე, მაგრამ ამავდროულად დახვეწილი და ნაზია. ილანგ–ილანგის ესენცია სუნამოს ყვავილოვან–ხილის ნოტებით ავსებს, ხოლო დამასკის ვარდი გრასის ჟასმინთან ერთად სინაზეს მატებს. არომატი ნებისმიერ სეზონზე და დღის ნებისმიერ მონაკვეთში გამოგადგებათ.

Un Jardin Sur la Lagune, HERMES, 50 მლ – 325 ლარი

ოდესმე ჯადოსნურ ბაღში მოხვედრაზე გიოცნებიათ? წარმოიდგინეთ, რომ უკვე იქ ხართ, ხის ქერქის, ხავსის და დელიკატური ყვავილების სურნელს სუნთქავთ, მსუბუქ ნიავს უახლოესი ლაგუნიდან ძლივს შესამჩნევი ზღვის წყლის არომატი მოაქვს. ეს ბაღი პარფიუმერმა კრისტინ ნაგელმა შექმნა, რომელმაც ვენეციაში უდიდესი კერძო ბაღი Giardino Eden მოინახულა. არომატი უნისექსია და გრილ სეზონებს განსაკუთრებით შეეფერება.

Wood Sage & Sea Salt Cologne, Jo Malone, 100 მლ – 377 ლარი

ყველა ქალს არ სურს, რომ ყვავილების თაიგულს ჰგავდეს. არომატი Wood Sage & Sea Salt Cologne განსხვავებულია, სიცოცხლით, ჰაერით და ქარით სავსე. მასში მარილიანი ტალღები თეთრ ქვიშაზე ქაფდება და შემდეგ უკან იხევს, მთავარ როლს სალბის თბილ და ღრმა სუნს უთმობს. მოგზაურობის, დასვენების, უდარდელი მხიარულობის და თავისუფლების, მყუდრო, დელიკატური და ძალიან ნაზი არომატია.

Mon Guerlain, GUERLAIN, 50 მლ – 193 ლარი

Mon Guerlain–ის თბილი, მდიდარი ნოტები ეგზოტიკის მოყვარულებს მოეწონებათ. პროვანსის ლავანდა, ინდოეთის ჟასმინი, ავსტრალიის სანდლის ხე და ახალი გვინეის ვანილი ყველა ასაკის ქალისთვის შესაფერისია. ნათელი და გამოხატული, მსუბუქი მდოგვის და აღმოსავლური ნოტებით: გამოადგება რომანტიკულ, თავისუფლების მოყვარე და მაცდუნებელ ქალს, რომელსაც დახვეწილი გემოვნება და ბუნებრივი ხიბლი გააჩნია.

By the Fireplace, MAISON MARGIELLA, 100 მლ – 385 ლარი

ყველაფერი იწყება მყუდრო ოთახით, სადაც ბუხარში შეშა იწვის, გარეთ ლანდშაფტი თოვლით დაფარულია. By the Fireplace პირველი სუნამოა Replica–ს კოლექციაში, რომელიც როგორც ქალებს, ასევე კაცებს უხდებათ. ის იშლება კოცონის პიკანტური, შებოლილი ნოტებით, მაგრამ დროთა განმავლობაში ცეცხლი იკლებს, შიშხინი რბილი და თბილი ხდება, წინ მოდის ვარდისფერი წიწაკა, მიხაკი, ვანილი და ცხარე სანელებელი. ეს ერთ–ერთი ატმოსფერული არომატია, რომელიც ყველაზე მეტად შემოდგომა–ზამთრის პერიოდს უხდება. არომატი, რომელშიც ცივ ამინდში უნდა გაეხვიოთ და სადღაც 1970–იანი წლებში, შამონში ბუხრის თბილი ატმოსფერო იგრძნოთ.

Fleur de Parfum, CHLOE, 50 მლ – 197 ლარი

ახლა წარმოიდგინეთ, რომ საკურას ხის ქვეშ ზიხართ, მისი ნაზი ვარდისფერი ფურცლები თავზე, მხრებსა და სახეზე გეყრებათ. ყვავილოვან–ხილის პარფიუმერული კომპოზიცია მგრძნობელობის, სისუსტის და ქალურობის ნამდვილი აფეთქებაა. აყვავებული ვარდის და ალუბლის ყვავილების მსუბუქი სურნელი, რომელიც მუშკის შლეიფით სრულდება.

Daisy, MARC JACOBS, 50 მლ – 126 ლარი

ნამდვილი საზაფხულო კოქტეილი მარწყვის და ჟასმინის ყვავილების, მწარე გრეიფრუტის და ნაზი იის ნოტებით. მგრძნობიარე, მხიარული, კეკლუცი და მიმზიდველი – ასეთი არომატი ბედნიერმა ქალმა უნდა იპკუროს. MARC JACOBS–ის Daisy–მა ათასობით ქალის გული უკვე დაიპყრო.

For Her, NARCISO RODRIGUEZ, 50 მლ – 108 ლარი

ეს პარფუმი ისეთივე სახატე გახდა, როგორც პატარა შავი კაბა. ის დახვეწილი სიმარტივის სინონიმს წარმოადგენს და თქვენს ყველა ღირსებას ხაზს უსვამს. მთავარი ნოტები: მუშკი, ქარვა, ვანილი, თაფლის სანდლის ხე და ტკბილ–მჟავე პაჩული.

Tuscan Intense Leather, TOM FORD, 50 მლ – 810 ლარი

თუ ძველი წიგნების, კეთილშობილური ხის ან ძვირადღირებული ტყავის სუნები მოგწონთ, ეს არომატი თქვენთვისაა. უნისექსი პარფიუმის ერთი წვეთი საკმარისია, რომ ძველ ბიბლიოთეკაში გადახვიდეთ, რომელიც ანტიკვარული ხის ავეჯით, ტყავის დივნებით და სავარძლებითაა გაფორმებული. სუნამოს გული: ტყავი, ზამში, ქარვა და ხე.

Baccarat Rouge 540, MAISON FRANCIS KURKDJIAN, 70 მლ – 1108 ლარი

ფრანსის კურკჯიანის სახლის შემოქმედება პირველივე შესუნთქვით მდიდრული ხმით გიპყრობთ. 2015 წელს შექმნილი არომატი ჟასმინის, კედრის ხის და ქარვის წარმოუდგენელი და უნიკალური ნარევის წყალობით დაუყონებლივ პოპულარული გახდა. ის თბილი, მგრძნობიარე, გამოხატული და ნათელია, ამავდროულად რბილი, მდგრადი შლეიფი აქვს, რომელსაც შემთხვევით გამვლელის გაჩერებაც შეუძლია.

ითვლება, რომ 40 წელს გადაცილებული ქალის სუნამო უფრო მკვრივი და ბლანტი უნდა იყოს, ამავდროულად ნაკლებად მძიმე და ტკბილი. საუკეთესოა სუნამოები ნაზი, ახალი ზედა ნოტებით, ამასთან ღრმა, მგრძნობიარე შლეიფით. ვფიქრობთ, რომ მთავარი კრიტერიუმი მაინც პირადი გრძნობა და შეგრძნებაა. სუნამომ სიხარული და სიამოვნება, დადებითი ემოციები უნდა მოგიტანოთ. ახალი სუნამოს დიდი შეფუთვის ყიდვა არ იჩქაროთ. იმის გასაგებად, სუნამო შეგეფერებათ თუ არა, გახსოვდეთ, რომ კანზე სუნამო ახლებურად იხსნება.

Advertisement
ტესტები3 hours ago

აირჩიეთ გასაღები, რომლითაც ძველ სკივრს გააღებთ. ასე უფრო მეტს გაიგებთ, ვიდრე ფიქრობთ

ტესტები3 hours ago

აირჩიეთ ბუმბული და გაიგეთ, რას ამბობს თქვენს შესახებ

ჯანმრთელობა3 hours ago

სომნოლოგმა გამომიწერა: 3 გემრიელი სასმელი სწრაფად დასაძინებლად

ჯანმრთელობა3 hours ago

რატომ არ შეიძლება ყველასთვის გოგრის თესლის ჭამა

ყვავილები3 hours ago

მეზობელი კიტრს ბოთლებში ზრდის. მისი მეთოდი გამოვიყენე და ახლა უხვ მოსავალზე ვოცნებობ

ჰოროსკოპი21 hours ago

კურო – თხილამურებზე, ქალწული – იოგაზე! როგორ სჯობს დაისვენოთ ამ შაბათ–კვირას

თავის მოვლა21 hours ago

როგორ გადავარჩინოთ ყინვების შემდეგ დასუსტებული თმა

ჰოროსკოპი21 hours ago

რომელ ზოდიაქოს ნიშანს ელის შესანიშნავი ამბები და განსაცვიფრებელი ცვლილებები მარტში

ყვავილები21 hours ago

გადარგვის დროს დაშვებული შეცდომები, რომლის შემდეგ მცენარეს ვეღარ გადაარჩენთ

საკითხავი21 hours ago

როგორ შევინახოთ მაღალყელიანი ჩექმები ისე, რომ არ დეფორმირდეს

ტესტები2 weeks ago

გაიარეთ ტესტი: აირჩიეთ მაგიური ბურთი და გაიგეთ თქვენი ბედის შესახებ

მოდა და სტილი3 weeks ago

10 საუკეთესო სუნამო 40 წელს გადაცილებული ქალებისთვის

ჰოროსკოპი3 weeks ago

ტარო ზოდიაქოს ნიშნებისთვის: რა გელით სამსახურში 2021 წლის თებერვალში

ჰოროსკოპი3 weeks ago

ბედის ნებიერა: რომელ ზოდიაქოს ნიშანს უმართლებს ყველაზე მეტად

ჰოროსკოპი3 weeks ago

2021 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი ჩინელი ექსპერტის, კევინ ფუნგის პროგნოზით

ტესტები3 weeks ago

რომელი ცხოველი დაინახეთ პირველად? გაიგეთ საინტერესო რამ თქვენს პიროვნებაზე

ტესტები2 weeks ago

აირჩიეთ ზარდახშა და ნახეთ, რა გელოდებათ მომავალში

თავის მოვლა4 weeks ago

10 შეცდომა ინტიმურ ჰიგიენაში, რომლებსაც თითქმის ყველა უშვებს

ჰოროსკოპი4 weeks ago

ბევრი ფული, კარგი და განსხვავებული! 2021 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ვერა ხუბელაშვილისგან

ტესტები4 weeks ago

მუშტი შეკარით და გაიგეთ თქვენი პიროვნების ტიპი