სხვა
10 სასარგებლო რჩევა აგარაკისთვის
1. “ვამარილებთ” ხახვს
დარგვამდე ხახვი მარილიან წყალში 3-4 საათით უნდა ჩადოთ. 100 გრამი მარილი 5 ლიტრ წყალზე.
2. კიტრი რძით და თაფლით
თუ კიტრის თესლს (გრუნტში დათესვამდე) რძეში დაასველებთ, მისი ნაყოფი უფრო ნაზი და გემრიელი იქნება, ხოლო თაფლიანი წყლის შემთხვევაში კი – უფრო ტკბილი.
3. ვჭრით ფოთლებს
პომიდვრის ნერგების დარგვამდე 2-3 დღით ადრე, 2-3 ქვედა ფოთოლს აჭრიან.
4. არ ვრწყავთ
პირველი 12-14 დღის განმავლობაში, კარგი იქნება თუ ნერგებს არ მორწყავთ: ფესვები უკეთ განვითარდებიან გრუნტში და ნაკლებად დაიტანჯებიან მშრალ პერიოდებში.
5. ვასტიმულირებთ
დარგვის წინ, კარგი იქნება თუ ნერგებს ეპინს შეასხურებთ (ზრდის ბიოსტიმულატორი), 1 კვირის შემდეგ კვლავ გაიმეორეთ.
6. ნასტურცია – ფრთათეთრების წინააღმდეგ
ფრთათეთრებისგან თავის დასაცავად, ბუჩქებს შორის დარგეთ ალასკის ჯიშის ნასტურცია (დედოფლის ყვავილი).
7. იმისთვის, რომ ნიორი მსხვილი იყოს
დარგეთ ის ფტორით მდიდარ ნიადაგში, დაუმატეთ ცოტა ქვიშა. 1 კვადრატულ მეტრზე დაგჭირდებათ 2 სათლი ფტორი და 0,5 სათლი ქვიშა.
8. ბალზამი პომიდვრისთვის
კასრში, 1/3-მდე ჩაყარეთ ჭინჭარი, დაუმატეთ 1 სათლი ქერიფქლას ყვავილები, 2 ნიჩაბი ნაცარი, 2 კილო საფუარი, 3 ლიტრი შრატი. გააჩერეთ ხსნარი 2 კვირით. სითხე პომიდვრის ძირებში დაასხით – ისინი ძალიან სწრაფად გაიზრდებიან.
9. ბალახი განოყიერებისთვის
10 ლიტრ ცხელ წყალში ჩაჭერით 1 კილო მწვანე ბალახი და დატოვეთ 1 დღე. შემდეგ გაწურეთ და დაუსხით, 1 კვადრატულ მეტრზე დაგჭირდებათ 3-4 ლიტრი.
10. მოიშორეთ ლოკოკინები
რამდენიმე ნაჭერი საოჯახო საპონი გაჭერით სამ ნაწილად და მოათავსეთ 1,5 ლიტრიანი პლასტმასის ბოთლებით დამზადებულ ჭურჭელში. დაასხით ცოტა წყალი. განალაგეთ ბოთლები მთელს ნაკვეთზე. ყოველ დილით, მათში, ლოკოკინები მოგროვდებიან.