თავის მოვლა
10 რეკომენდაცია სილამაზისთვის: უფასო ეშმაკობები ცნობილი ვიზაჟისტისგან
სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს – გარშემო ყველა ამის დამტკიცებას ცდილობს. თუმცა, ხანდახან არც იმდენად დიდი მსხვერპლია საჭირო, თქვენ რომ ფიქრობთ.
რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შეიძინოთ ძვირადღირებული ნიღბები და დახარჯოთ თქვენს გარეგნობაზე მთელი ხელფასი. და, ასევე, შეგიძლიათ რეგულარულად ჩაიტაროთ ეს 10 პროცედურა, რომლებიც ერთ თეთრსაც არ წაგართმევთ.
1. კანის სიღაჟღაჟე 10 წუთში
დაჭერით პომიდორი თხლად და მოაყარეთ შაქარი. შემდეგ უბრალოდ დაიზილეთ კანი ამ ნაჭრებით 10 წუთის განმავლობაში. გაიკეთეთ ასეთი სკრაბი კვირაში ორჯერ.
2. გრძელი და ხშირი წამწამები 3 წამში
გინდათ, რომ თქვენს წამწამებს გრძელი და ხშირი იერი ჰქონდეს? წაუსვით მათ ვაზელინი ძილის წინ. შედეგს ორ კვირაში იხილავთ.
3. ლამაზი წარბები 5 წამში
დააწვეთეთ ორი წვეთი ვაზელინი ძველი ტუშის ფუნჯს და გადაისვით წარბებზე რამდენჯერმე, ძილის წინ.
4. მოიშორეთ თვალქვეშ შავი წრეები 5 წუთში
ჩაალბეთ 2 ბამბის დისკი ცივ რძეში და დაიდეთ თვალებზე. გაიჩერეთ რამდენიმე წუთით.
5. ტუჩების დატენიანება უფასოდ
შეურიეთ მაწონი სტაფილოს წვენს, დაიტანეთ მასა ტუჩებზე და გაიჩერეთ 7 წუთით. შემდეგ დაიბანეთ ბაგეები წყლით. ზამთარში დაიტანეთ ძილის წინ ტუჩებზე ცოტაოდენი ვაზელინი.
6. თეთრი კბილები საშინაო პირობებში
დააფქვიეთ აქტივირებული ნახშირი და შეურიეთ წყალს ისე, რომ პასტისებრი მასა მიიღოთ. შემდეგ, კბილის ჯაგრისის გამოყენებით, დაიტანეთ მასა კბილებზე და იხეხეთ 5-10 წუთის განმავლობაში. შემდეგ კარგად გამოივლეთ პირი.
7. ფერიმჭამელების მოშორება მარტივად
დაიტანეთ ვაზელინის ერთი ფენა პრობლემურ ზონაზე და ზემოდან დაიწებეთ საკვები ცელოფანი. შემდეგ მოამზადეთ კანისთვის ნებისმიერი ნიღაბი, რომელიც მყარ ქერქს წარმოქმნის. ნიღბის მოხსნის შემდეგ ნახავთ, როგორ გასწორდა კანის ზედაპირი.
8. გლუვი თმა კონდიციონერის გარეშე
შეურიეთ ბანანი ზეითუნის ზეთს, დაუმატეთ 2 ს.კ. თაფლი და 1 ჩ.კ. მაწონი. დაიტანეთ ნიღაბი თმაზე 30 წუთით, შემდეგ კი გულმოდგინედ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
9. ხელების მოვლა
ძილის წინ გამოიყენეთ ხელის კრემი ან ლოსიონი ხელებსა და იდაყვებზე, გლუვი კანის მისაღებად.
10. მყარი ფრჩხილები 3 წუთში
ჩაალბეთ ფრჩხილები ლიმონის წვენში ან უბრალოდ დაიმუშავეთ ფრჩხილის ზედაპირი ლიმონის ნაჭრით.