Connect with us

ჯანმრთელობა

10 პროდუქტი რომლითაც ძაღლის გამოკვება არ შეიძლება

გინდათ თქვენი საყვარელი მეგობარი რომელიმე გემრიელობით გაახაროთ?! ამ სტატიაში ვეტრინარის რცევებს წაიკიტხავთ იმის შესახებ თუ რისი მიცემა შეიძლება ან არ შეიძლება ძაღლისთვის.

რომელი ხილისა და ბოსტნეულის მიცემა არ შეიძლება ძაღლისთვის

ავოკადო

მასში ნივთიერება პერსინი შედის, რომელიც ძაღლისთვის ტოქსიკურია და შეიძლება ღებინება ან კუჭის აშლილობა გამოიწვიოს.

ბალი და ალუბალი

რბილობი სრულიად უსაფრთხოა. მისი კურკა კი ციანიდს შეიცავს – უძლიერეს შხამს, რომელიც უჯრედში ჰაერის მიწოდებას ზღუდავს და ჟანგბადის უკმარისობას იწვევს. მოწამვლის ნიშნებია: გაფართოვებული გუგები, გართუებული სუნთქვა, გაწითელბული ლორწოვანი გარსი.

ყურძენი, ქიშმიში

ძალიან ტოქსიკურია ძაღლისთვის. მოწმვლამ შეიძლება თირკმლის მწვავე უკმარისობამდე მიგვიყვანოს. ეს ყოველთვის და ყველა ცხოველის შემთხვევაში არ ხდება. თუმცა აუცილებელია ფრთხილად და ყურადღებით ვიყოთ.

პომიდორი

მწიფე პომიდორი უსაფრთხოა, მწვანე კი ტოქსიკურ სოლანინს შეიცავს.

სოკო

სოკო ძაღლებს საერთოდ არ ჭირდებათ

ხახვი

ხახვმა შეიძლება ერითროციტები გაანადგუროს და ანემია გამოიწვიოს. ამასთანავე, ის შეიძლება ღებინების, დიარეის და მუცლის ტკივილის მიზეზიც გახდეს. განსაკუთრებით სახიფათოა ხახვით აკიტასა და შიბა ინუს ჯიშის ძაღლების მოწამვლა.

ისპანახი

რეგულარული მოხმარების დროს, ახდენს კალციუმის ათვისების ბლოკირებას და შეიძლება თირკმელების დაზიანებამდე მიგვიყვანოს.

ხილი და ბოსტნეული რომელთა მიცემაც ძაღლისთვი შეიძლება

ვაშლი

ბოჭკოს და ვიტამინების კარგი წყაროა. სიცხეში, მაცივარში გაცივებული ვაშლის ნაჭრები თქვენი მეგობრისთვის შესანიშნავი დესერტი იქნება.

ბანანი

მათში ბევრი კალიუმი, ვიტამინები, ბიოტინი და ბოჭკოა. მაგრამ, გახსოვდეთ, რომ ის ბევრ შაქარს შეიცავს და მისი ბოროტად გამოყენება არ შეიძლება, განსაკუთრებით ჭარბი ჭონის მქონეთათვის.

მოცვი

ეს კენკრა ანტიოქსიდანტებისა და ბოჭკოს შესანიშნავ წყაროს წარმოადგენს.

მანგო

შეიცავს A, B6, C, E, ვიტამინებს, კალიუმს, ალფა და ბეტა კაროტინებს. მანგოში ბევრი შაქარი შედის ამიტომ ბევრს ნუ აჭმევთ. ძაღლს არავითარ შემთხვევაში აჭამოთ ქერქი – ო ციანიდს შეიცავს.

ფორთოხალი

მისი ძაღლისთვის მიცემა შეიძლება, თუმცა ის ყველას არ უყვარს. აჯობებს რბილობი კურკებისა და კანის გარეშე მისცეთ. კანმა შეიძლება ძაღლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტი დააზიანოს.

ატამი

მასში ბევრი А ვიტამინი და ბოჭკოა. შეგიძლიათ ძაღლს გაყინული აჭამოთ. არ მისცეთ კურკიანი – კურკა ციანიდს შეიცავს.

მსხალი

შეიცავს С, К ვიტამინებს და ბოჭკოს. დაჭერით შესაფერისი ზომის ნაჭრებად და კურკის გარეშე მიეცით.

ანანასი

ანანასის რბილობი ვიტამინებს, მინერალებს, ბოჭკოს და განსაკუთრებულ ნივთიერებას ბრომელაინს შეიცავს, რომელიც საკვებიდან ცილის ათვისებაში ეხმარება.

ჟოლო

შეიცავს ანტიოქსიდანტებს, მასში ცოტა შაქარი და კალორიები შედის, აქვს ბოჭკოს, მაგნიუმის და С ვიტამინის მაღალი შემცველობა. სასარგებლოა ასაკში შესული ცხოველებისთვის. მას ანტების საწინააღმდეგო თვისებები აქვს მარგამ, ცოტაოდენ ქსილიტს შეიცავს, ამიტომ ერთჯერადად ბევრი ჟოლოს მიცემა არ შეიძლება.

მარწყვი

შეიცავს ბევრ ბოჭკოს და ვიტამინ C-ს. ასევე შეიცავს ფერმენტებს, რომლებც კბილებს ათეთრებენ.

საზამთრო

მიეცით რბილობი, ქერქისა და კურკების გარეშე, რადგან კურკები შეიძლება ნაწლავში გაიჭედოს და გაუვალობა გამოიწვიოს. შეიცავს ბევრ А, В6, С ვიტამნებსა და კალიუმს. 92% წყლისგან შედგება – შესაბამისად ეს ძაღლს სიცხეში გაუწყლოვნებისგან დაიცავს.

კიტრი

ცოტა ნახშირწყლებს, ცხიმებს და ზეთებს შეიცავს. სასარგებლოა ჭარბი წონის მქონე ცხოველებსითვის. შიცავს К, С, В1 ვიტამნებს, კალიუმს, მაგნიუმს და ბიოტინს.

სტაფილო

შესანიშნავი დაბალკალორიული დესერტია. შეიცავს ბევრ ბოჭკოს და ბეტა-კაროტინს. სტაფილოს ღრღნის დროს ძაღლს კბილები გაუმაგრდება, გაუსუფთავდება და თან გაერთობა.

გოგრა, ყაბაყი

ბოჭკოს შესანიშნავი წყაროა. დიდი რაოდენობით მიცემა სასურველი არ არის.

ბროკოლი

შეიგიძლიათ ძალიან მცირე რაოდენობით და იშვიათად მისცეთ. მასში შედის: ბევრი ბოჭკო, ბევრი С ვიტამინი და ძალიან ცოტა ცხიმი. ზოგიერთ ძაღლს შეიძლება კუჭი გაუღიზიანოს.

კომბოსტო, ბრიუსელის კომბოსტო

მათი ძაღლისთვის მიცემა შეიძლება თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ის გაზების მომატებას იწვევს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.