Connect with us

ჯანმრთელობა

10 პროდუქტი, რომელიც მტვერსასრუტივით წმენდს სისხლძარღვებს ქოლესტერინისგან

სისხლძარღვების რეგულარულ წმენდას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ცხოვრების არაჯანსაღი სტილის, არასწორი კვების და მავნე ჩვევების შედეგად ჩვენს არტერიებზე დიდი რაოდენობით ქოლესტერინის გროვდება, რაც აფერხებს სისხლის მიმოქცევას და დროთა განმავლობაში ვითარდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სერიოზული პრობლემები. თუ მდგომარეობის გამწვავების თავიდან არიდება, სისხლძარღვების გაწმენდა და ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება გსურთ, გაამდიდრეთ კვების რაციონი სტატიაში ჩამოთვლილი პროდუქტებით. თითოეული მათგანი, მდიდარი შემადგენლობის ხარჯზე, ეფექტურად წმენდს ჩვენს სისხლძარღვებს.

თევზი

მრავალი მეცნიერული კვლევითაა დამტკიცებული, რომ თევზი, განსაკუთრებით კი თინუსი და ორაგული, გამდიდრებულია ომეგა-3_ის ცხიმებით. ეს ნივთიერება გვეხმარება არტერიების კედლებზე ცხიმოვანი ფენების დაგროვების თავიდან არიდებაში. გარდა ამისა, ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლის ქოლესტერინის დაჟანგვას და თრომბების ფორმირებას.

ისპანახი

ეს მცენარე შეიცავს ფოლიუმის მჟავას, კალიუმს და გვეხმარება ჰიპერტონიის თავიდან არიდებაში. ისპანახი ხელს უშლის ქოლესტერინის ფორმირებას. ეს პროდუქტი ასევე შეუცვლელია გულის შეტების პრევენციისთვის. ლუტეინი, ისპანახის შემადგენელი ერთ-ერთი მნიშნელოვანი კომპონენტი, გვიცავს მაკულარული დეგენერაციისგან, რომელიც დაბერების პროცესთანაა დაკავშირებული.

ნიორი

უძველესი დროიდან მოყოლებული ნიორს სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად მიმართავენ. ეს უნიკალური პროდუქტი გვეხმარება მაღალი არტერიული წნევის დამარცხებაში და ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისთვის. უკანასკნელი კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ ნიორი გვეხმარება კორონალური არტერიების კალციფიკაციის თავიდან არიდებაში.

მოცვის წვენი

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიიღებთ კვირაში 3 ჭიქა მოცვის წვენს, შეძლებთ არტერიების მთლიანად გაწმენდას. ეს წვენი სტიმულირებს უჯრედების უნარს, შთანთქოს ცხიმები და გამოიმუშავოს ენერგია, რის შედეგადაც ცხიმები აღარ გროვდება სისხლძარღვების კედლებზე.

ზეითუნის ზეთი

მეცნიერული კვლევები გვიჩვენებს, რომ ზეითუნის ზეთი თავიდან გვარიდებს ქოლესტერინის დაგროვებას. ეს პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით მონოუჯერ ცხიმებს, რომლებიც ცუდ ქოლესტერინს დაუყონებლივ ანადგურებს.

პომიდორი

იაპონელი მეცნიერების რწმუნებით, შენაერთები, რომლებიც მრავლადაა პომიდორში, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას. ერთ-ერთი ასეთი შენაერთია ლიკოპინი. სწორედ ეს ნივთიერება ანიჭებს პომიდორს წითელ შეფერილობას. გარდა ამისა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ქალბატონებს, რომელთა ორგანიზმში ლიკოპინის შემცველობა მაღალია, ნაკლები პრობლემები აქვთ არტერიებთან დაკავშირებით.

შვრია

ბოჭკოები, რომელთაც მრავლად შეიცავს შვრია, ხელს უშლის ქოლესტერინის ფორმირებას. კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ ქოლესტერინის დონის 20%_ით შემცირება სავსებით შესაძლებელია, თუ თქვენ დღეში 1.5-2.5 ჭიქა შვრიას მიირთმევთ.

ბროწეული

ბროწეული ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ხილია, რომელიც ფლობს ძლიერ ანტიოქსიდანტურ თვისებებს და თავიდან გვარიდებს ათეროსკლეროზის განვითარებას.

კივი და ნესვი

მხოლოდ ერთი ჭიქა კივისა და ნესვის ნარევი დღეში დაგეხმარებათ არტერიების გაწმენდაში და სისხლში ცუდი ქოლესტერინის შემცველობის შემცირებაში.

ყურძნის შემადგენელი ყველაზე სასარგებლო კომპონენტები ფლავანოიდები, რესვერატროლი და კვერციტინია. ეს ნივთიერებები ხელს უშლის ქოლესტერინის დაჟანგვას, რაც ძალზედ საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ყურძნის ყოველდღიურ კვების რაციონში ჩართვით თქვენ ჯერადად შეამცირებთ თრომბების წარმოქმნის რისკს.

აუცილებლად ჩაამატეთ საკუთარ კვების რაციონში ზემოთ ჩამოთვლილი 10 პროდუქტი, რათა შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა მრავალი წლით. არ დაგავიწყდეთ ამ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement