Connect with us

ყვავილები

10 მოწესრიგებული კვალი, რომლის გამარგვლას ქალაქელიც მოისურვებს

სააგარაკო სეზონი გახურებულია და საბოსტნო საქმეებით მხოლოდ ყველაზე ზარმაცები არ არიან დაკავებულნი. სანამ ზოგიერთი დიასახლისი ნაკვეთზე ბოლოკის იშვიათ სახეობას რგავს, სხვები ლამაზი კვლებით თავს იწონებს. ფიქრობთ, არაპროპორციულია? კატეგორიულად არ გეთანხმებით!

მცენარეების დარგვის პროცესი დიდწილად ნიადაგსა და კვლების სახეობაზეა დამოკიდებული. დამეთანხმეთ, კომფორტულ გარემოში მუშაობაც მარტივია. ბოსტანში საკუთარი ხელით გაკეთებული ლამაზი კვლები სავსებით რეალურია. აი, რამდენიმე მაგალითი, რომელთა გამეორებაც ნამდვილად მოგინდებათ.

მაღალი კვლები

პირველ რიგში გიამბობთ კვლებზე, რომლებიც ხელთ არსებული მასალით ადვილად შეგიძლიათ გააკეთოთ. ყველას გვაქვს უსარგებლო პლასტმასის ყუთები. ისინი ბოსტნეულის და მწვანილის დასარგავად გამოგადგებათ. ასეთი კვლების დადებითი მხარე: ნებისმიერ ადგილას მარტივად შეგიძლიათ გადაიტანოთ.

როგორც პლასტმასის, ასევე ხის ყუთებიდან შეგიძლიათ მაღალი კვლები გააკეთოთ. ის ზურგის ნამდვილი მხსნელია. წარმოიდგინეთ, 100-ჯერ ჩაჯდომა და ადგომა აღარ მოგიწევთ. შემთხვევა, როცა ბოსტანი სიხარულია. ასეთი მოწყობილობის აწყობას დამოუკიდებლადაც შეძლებთ.

ფიგურული კვლები

ლამაზი კვლები ფრანგებისაა. მათი მფლობელები ასეთ საქმეში სილამაზეს ეძებენ. სწორედ ამიტომ, საფრანგეთში შინაურული ბოსტანი ჩვენს ბოსტნებს იშვიათად ჰგავს. ფრანგული კვლები არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ფუნქციურია. მათი ფორმები ყურადღებას იპყრობს.

ჩანჩქერები, ყვავილები, ლოკოკინები…როგორ ფორმას არ ქმნიან მოხერხებული ადამიანები. მთავარი მიზანი, რომელიც არ უნდა დაგავიწყდეთ, კომფორტის შექმნა. თქვენთვის თითოეულ მცენარესთან მიახლოება და მასზე ზრუნვა კომფორტული უნდა იყოს.

ფიგურული კვლები სხვადასხვა მცენარის გვერდიგვერდ დარგვას გვთავაზობს. პროცესში ისინი ჰარმონიულად უნდა გაიზარდონ და ბოსტანი ნამდვილ ყვავილების კლუმბად აქციონ. თქვენ კი შრომის შედეგით და თავად პროცესით ისიამოვნოთ.

კვლების გასაფორმებლად ფრანგები ხის ფირფიტებს და ქვებს იყენებენ. ბუნებრივია, უკანასკნელი უფრო საიმედოა. უფრო მეტიც, ისინი ბოსტნეულის კლუმბს განსაკუთრებულ ხიბლს მატებენ. ფორმა მოიფიქრეთ და შედეგით ყოველი დღე ისიამოვნეთ.

მოსახერხებელი და ლამაზი კვლები

მოვლილი და მოწესრიგებული კვლები მფლობელის მოხერხებულობას ავლენს. ბოლო რამდენიმე წელია დასარგავად აქტიურად გამოიყენება ბრეზენტი. ის მიწას გაყინვის საშუალებას არ აძლევს და პრეტენზიული მარწყვი კარგად იზრდება. ამასთან კვლები პრეზენტაბელურად გამოიყურება, როგორც ყუთების შემთხვევაში.

კიდევ ერთი მოდური ტენდენცია, რომელიც ჩვენთან დასავლეთიდან შემოვიდა – მცენარეების დარგვა პლასტმასის მილებში. შედეგად, მათ ფანჯრის რაფაზე ათავსებენ, კედელზე კიდებენ ან უფრო რთულ კონსტრუქციას ქმნიან. ნებისმიერ შემთხვევაში პროცესი დიდ ხარჯს არ მოითხოვს, მაგრამ ხელმარჯვე ნამდვილად უნდა იყოთ.

პლასტმასის გადამუშავება და განმეორებით გამოყენება ტრენდია. სანამ ზოგი ამას „სოფლურად“ მიიჩნევს, სხვები მასალას ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებს. მაგალითად, დასაკიდი კვლები პლასტმასის ბოთლებით – საუკეთესო ვარიანტია პატარა ნაკვეთისთვის. ის არა მხოლოდ თქვენს ფულს, არამედ ადგილს დაზოგავს.

ავტომობილის ბორბლებს დიასახლისები უკვე დიდი ხანია იმპროვიზებული კლუმბებისთვის იყენებენ. ისინი მიწას შესანიშნავად იკავებენ. ეს თვისება მებოსტნეებმაც რატომ არ უნდა გამოიყენონ? მით უმეტეს, რომ ასეთი კლუმბი მოძრავია და ადვილად შეგიძლიათ გადაიტანოთ. გადაჭერით და შეღებეთ ისე, როგორც გსურთ!

აი, ასეთი ლამაზი კვლების შექმნა საკუთარი ხელით ადვილად შეიძლება. დამეთანხმეთ, მინიმუმი ხარჯით, მაგრამ როგორი სილამაზეა!