Connect with us

ყვავილები

10 მიზეზი, რატომ უნდა გქონდეთ აქტივირებული ნახშირი აგარაკზე

მებოსტნეობა მარტივი საქმე არაა. პირველ რიგში, სხვადასხვა ხილის, ბოსტნეულის და მწვანილის გაზრდას ბევრი დრო სჭირდება. მეორეც, ეს საკმაოდ რესურსების მხარჯველი საქმიანობაა. გამოცდილმა მეაგარაკეებმა იციან, თუ როგორ გაიმარტივონ ცხოვრება. დღეს გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ აქტივირებული ნახშირი აგარაკზე.

აქტივირებული ნახშირი ბიუჯეტური, სააფთიაქო საშუალებაა, რომელიც არა მხოლოდ საკვებით მოწამვლას უმკლავდება. საშუალება მოქმედებს როგორც მშთანთქმელი, სხვა ნივთიერებების მოლეკულებს ღრუბელივით იწოვს. თუ სახლის აფთიაქში ვადაგასული ნახშირის აბები გაქვთ, მათი გადაყრა არ იჩქაროთ. ისინი აგარაკზე ბევრ შემთხვევაში დაგეხმარებათ.

როგორ გამოვიყენოთ აქტივირებული ნახშირი აგარაკზე

ნიადაგი

მცენარეების გამოსაკვებად შეგიძლიათ აქტივირებული ნახშირი გამოიყენოთ. ის ნიადაგის მჟავიანობას, ასევე მძიმე ლითონების რაოდენობას შეამცირებს. გარდა ამისა, ნახშირი მიწაში სახიფათო ქიმიურ ნაერთებს ებრძვის. უბრალოდ ფხვნილი ან დაქუცმაცებული აბი სარწყავ წყალს დაუმატეთ. შეგიძლიათ ნახშირი პირდაპირ ნიადაგს მოაყაროთ, ასე ფესვებს ლპობისგან დაიცავთ.

კალმები

ნახშირის გამოყენებით მცენარის კალმებს სოკოსა და ინფექციისგან დაიცავთ. საკმარისია, რამდენიმე დაქუცმაცებული აბი კალმის ჭურჭელს დაუმატოთ. აუცილებლობის მიხედვით წყალი დაასხით. გარდა ამისა, ნახშირი მოქმედებს, როგორც ფესვების მასტიმულირებელი პრეპარატი, ამიტომ კალმები სწრაფად გაფესვიანდება და უკეთ გადარჩება.

ნერგები

აქტივირებულ ნახშირს ნერგების მოსამზადებლად იყენებენ. საშუალება ტენს კარგად იწოვს და ნერგს ლპობისგან იცავს. ამისთვის მიწით სავსე ჭურჭელს რამდენიმე დაქუცმაცებული აბი ან 250-500 მგ ნახშირის ფხვნილი დაუმატეთ.

მცენარის დამუშავება

გადაჭრის, დაყოფის ან დაზიანებული ნაწილის მოშორების შემდეგ გადანაჭერი ადგილის დამუშავება მნიშვნელოვანია. ამ ამოცანას ნახშირი შესანიშნავად გაუმკლავდება. გადანაჭერს დაქუცმაცებული აბი ან ფხვნილი უხვად მოაყარეთ. ასე ლპობის გაჩენას თავიდან აიცილებთ და მცენარეს დეზინფექციას გაუკეთებთ. ნახშირს გადარგვის დროს მცენარის ფესვებს აყრიან.

სოკოვანი დაავადება

აქტივირებული ნახშირი სოკოვან დაავადებებს ადრეულ სტადიაზე უმკლავდება. საშუალება შეგიძლიათ პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენოთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნერგებისთვის, რომელთაც ხშირად აწუხებთ „შავი ფეხი“. უსაფრთხოების მიზნით ნიადაგს დაქუცმაცებული ნახშირი მოაყარეთ. თუ მცენარე დაავადდა, სჯობს გადააგდოთ და ამით დანარჩენი მცენარეების უსაფრთხოება უზრუნველყოთ.

ობი

ჭარბი მორწყვის და მაღალი ტენიანობის გამო ყვავილის ქოთანში შეიძლება ობი გაჩნდეს. ნიადაგს ობის ფენა მოაშორეთ, მის ადგილას კი დაქუცმაცებული ნახშირი სქლად მოაყარეთ. რამდენიმე დღეში მიწის ფენა ახალი ნახშირით ჩაანაცვლეთ.

ყვავილის გამოკვება

ოთახის მცენარე აქტივირებული ნახშირის გამოყენების შემდეგ უკეთ ვითარდება და ყვავილობს. 1 ქოთანზე 1-2 აბი ნახშირი დაგჭირდებათ. უბრალოდ რამდენიმე ნაწილად გატეხეთ და მიწაში ჩარგეთ.

ქინქლები

ზოგჯერ ყვავილებსა და ნერგებზე ქინქლები ჩნდება. მათთან ბრძოლა რთულია, რადგან საკმაოდ სწრაფად მრავლდებიან. ტენიანი, მჟავე ნიადაგი მათთვის კარგი სივრცეა. აქტივირებული ნახშირი ქინქლების გამრავლებისთვის ბარიერს შექნის. ნიადაგს დაქუცმაცებული აბები უხვად მოაყარეთ ისე, რომ ქინქლებმა ნიადაგში კვერცხის დადება ვერ შეძლონ.

ნახშირი წყლის გასაწმენდად

ნახშირს წყლის ნარჩენების და სუნის მოსაშორებლად იყენებენ. რამდენიმე აბი მარლაში გაახვიეთ და წყლით სავსე მინის ძირში ჩადეთ. რაც უფრო დიდია ჭურჭელი, მით უფრო მეტი ნახშირი დაგჭირდებათ. ჭურჭელი აუცილებლად ცივ ადგილას დადეთ. 12 საათში წყალი გაიწმინდება.

დამცავი საშუალება ადამიანისთვის

თუ აგარაკზე კოღომ გიკბინათ ან გაიკაწრეთ, ნახშირი გამოიყენეთ. აბი დააქუცმაცეთ და ფხვნილი ნაკბენის ან ჭრილობის ადგილას დაიდეთ. ასე შეშუპებას და უსიამოვნო შეგრძნებას გააქრობთ. თუ ორგანიზმში პესტიციდები მოხვდა, დაუყონებლივ ნახშირი დალიეთ. 1 კგ წონაზე 1 გრ ნახშირი დაგჭირდებათ. შემდეგ ღებინების რეფლექსი გამოიწვიეთ. პროცედურა გაიმეორეთ და რაც შეიძლება დროულად ექიმს მიმართეთ.

როგორც ხედავთ, აქტივირებული ნახშირი აგარაკზე სხვადასხვა მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ. უნივერსალური საშუალება უამრავ პრობლემას მოგიგვარებთ. ამასთან საშუალება ჯიბეს არ ურტყამს და ყოფაცხოვრებაში აუცილებლად გამოგადგებათ. წარმატებებს გისურვებთ!

Advertisement
საკითხავი10 hours ago

სხვადასხვა მამები ტყუპ ბავშვებს? აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია

ჯანმრთელობა10 hours ago

ახდენს თუ არა სისხლის ჯგუფი გავლენას დაავადებების განვითარებაზე?

ჯანმრთელობა2 days ago

სიჩქარის საიდუმლო: როგორ დავაჩქაროთ ნივთიერებათა ცვლა წონაში დასაკლებად

ჯანმრთელობა2 days ago

სიმპტომები ენის შეფერილობის მიხედვით

ჯანმრთელობა2 days ago

რომელი ხალის მოშორება შეიძლება და რომლის არა

ჯანმრთელობა2 days ago

10 უმნიშვნელოვანესი ვიტამინი ორგანიზმისთვის

სახლი და დიზაინი2 days ago

ინსტრუქცია, როგორ დავიცვათ ნიჟარის ჩასარეცხი საჭმლის ნარჩენებისგან

ყვავილები2 days ago

მარწყვის მოსავალი ფანჯრის რაფაზე 60 დღეში. გამოცდილი მებაღეების რჩევები

თავის მოვლა2 days ago

როგორ მოვიშოროთ საღებავი თმიდან სახლის პირობებში: 8 გამოცდილი მეთოდი

სხვა2 days ago

რატომ უნდა ჩავამატოთ მარილი სარეცხ მანქანაში

ჯანმრთელობა4 days ago

4 მნიშვნელოვანი ფაქტი გულის დაავადებებზე, რომლის შესახებ ყველა ქალმა უნდა იცოდეს

ყვავილები3 weeks ago

როგორი სასუქი გამოვიყენოთ კიტრის გაზრდისთვის

ყვავილები4 weeks ago

მაისის თვის თესვის კალენდარი

ჯანმრთელობა3 weeks ago

3 მარტივი შინაურული რეცეპტი ფრჩხილის სოკოს მოსაშორებლად

საკითხავი3 weeks ago

ის რკინის არაა! მეტალის ნეჭას გამოყენების 10 მოულოდნელი მეთოდი

ყვავილები4 weeks ago

როგორ გავზარდოთ კიტრის ნერგები

ჯანმრთელობა3 days ago

ბალზამი ნატურალური კომპონენტებით: საუკეთესო მეთოდი სისხლძარღვების ბადის მოსაშორებლად

სხვა3 weeks ago

ძველი კბილის ჯაგრისი არ გადააგდოთ! აი, რისთვის გამოგადგებათ

ყვავილები4 weeks ago

10 მიზეზი, რატომ უნდა გქონდეთ აქტივირებული ნახშირი აგარაკზე

თავის მოვლა2 days ago

როგორ მოვიშოროთ საღებავი თმიდან სახლის პირობებში: 8 გამოცდილი მეთოდი

ტრენდული