ჯანმრთელობა
10 „არასერიოზული“ სიმპტომი, რომლებიც სერიოზულ დაავადებაზე მიგანიშნებთ
უმეტესობა ჩვენგანი ამ უვნებელ სიგნალებს უბრალოდ უგულებელყოფს და სულ ტყუილად! თუ ამ სიმპტომებს ყურადღებას დროულად მიაქცევთ, ექიმი სერიოზული დაავადების ნაადრევ სტადიაზე გამოვლენას შეძლებს.
1. გავიწყდებათ ის, რაზეც ახლახანს ლაპარაკობდით
ახლახანს ლაპარაკით გართული იყავით, მეორე წამს კი საუბრის ძაფი დაკარგეთ? თუ ხშირად გავიწყდებათ, რაზე ლაპარაკობდით, და ვერ იხსენებთ, რისი თქმა გსურდათ, ეს შეიძლება სერიოზული სიგნალი იყოს.
ექიმს აუცილებლად მიმართეთ. მზად იყავით, რომ ყველაზე კრიტიკულ შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში ტვინის გამოკვლევაზე გაგზავნიან. სავარაუდოდ, სისხლის გამათხელებელ და ქოლესტერინის შემამცირებელ წამლებს გამოგიწერენ. ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების სტილის შეცვლა – თამბაქოს მოწევაზე უარის თქმა და ალკოჰოლის, ცხიმიანი, ტკბილი და მარილიანი კერძების შემცირება. კარგი იქნება, თუ დღეში 5-ჯერ შეჭამთ და კვირაში 5-ჯერ 30 წუთს ფიზიკურ ვარჯიშს დაუთმობთ, რომ ტვინში სისხლის მიმოქცევა გააუმჯობესოთ.
2. ზედიზედ რამდენიმე დღეა გეჩვენებათ, რომ თვალში რაღაც ჩაგივარდათ
ჯანმრთელ ადამიანს მკაფიო მხედველობა უნდა ჰქონდეს, თვალები არ უნდა ტკიოდეს, ეცრემლებოდეს ან უწითლდებოდეს. კიდევ ერთი სახიფათო სიგნალი – სწორი ხაზების დანახვის უუნარობა. ფანჯარა ან კარის ჩარჩო ტალღოვანი გეჩვენებათ?
გარდა ამისა, ყურადღება მიაქციეთ „ბუზებს“ და „აფეთქებებს“. ხშირად ეს შაკიკის დაწყებაზე გაფრთხილებთ, მაგრამ შეიძლება თავის ტკივილის გარეშეც დაიწყოს. შეგრძნება, რომ სამყაროს თხელი ქსოვილიდან უყურებთ – კატარაქტის ერთ–ერთი პირველი სიგნალია. მოულოდნელი ხანმოკლე მეხსიერების დაქვეითება ან დიდი „ბუზის“ გაჩენა, რომელიც ხედვაში ხელს გიშლით – ექიმთან სასწრაფოდ მისვლის მიზეზია, თუ სრული სიბრმავის თავიდან აცილება გსურთ.
3. გულძმარვა ჭამის შემდეგ
ამ უსიამოვნო შეგრძნებას ხშირად ბევრ ჭამას აწერენ. გულძმარვა შეიძლება გამოიწვიოს საყლაპავში კუჭის მჟავის გადასვლამ, რომელიც ანთებით პროცესებს, პირში მომჟავო გემოს და კბილების დაზიანებას იწვევს. ჩვეულებრივ, მსგავსი სიმპტომები საღამოს მწვავდება, რაც ვიწრო ტანსაცმლით ან მკვეთრი დახრით იყოს გამოწვეული.
მუდმივი გულძმარვა შეიძლება ნაწიბურების გაჩენის მიზეზი გახდეს, შედეგად ყლაპვა რთულდება და შეიძლება საყლაპავის სიმსივნე განვითარდეს. თუ კვირაში ერთხელ ან უფრო ხშირად გულძმარვა გაწუხებთ, ექიმს მიმართეთ. ცოტ–ცოტა ჭამეთ და მზად იყავით, რომ ექიმი მჟავის გასანეიტრალებელ წამლებს დაგინიშნავთ. შეიძლება საყლაპავის კედლის გასამაგრებლად ოპერაციაც გირჩიოთ.
4. ძილიანობა დღის განმავლობაში
დილით გაღვიძება გიჭირთ და დაღლილობას გრძნობთ მაშინაც კი, თუ დროულად დაწექით, მეუღლე კი წუწუნებს, რომ ხვრინავთ? ეს შეიძლება იყოს აპნოე – სუნთქვის ხანმოკლე შეწყვეტა ძილის დროს. თქვენ შეიძლება გაიღვიძოთ თავის ტკივილით, კონცენტრაციის სირთულით და დაიძინოთ იქ, სადაც ზიხართ. ძილში სუნთქვის დარღვევა გულ–სისხლძარღვთა დაავადებების, ინსულტის, დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის, რომ არაფერი ვთქვათ ავარიებსა და სხვა უსიამოვნო შემთხვევებზე. ექიმს სასწრაფოდ უნდა მიმართოთ. ჭარბი წონის მოშორება და ალკოჰოლის შემცირება ზედმეტი არ იქნება.
5. ხშირად გაქვთ ისეთი განცდა, რომ ხელზე ან ფეხზე „იჯექით“
თქვენ შეიძლება გაიღვიძოთ უსიამოვნო შეგრძნებით, რადგან ძილის დროს ხელის ან ფეხის სისხლის მიმოქცევა დარღვეულიყო. ასეთი სიმპტომი სერიოზული არ გვგონია, მაგრამ თუ ჩხვლეტა კვირაში ერთხელ ან უფრო ხშირად გაწუხებთ, ექიმს უნდა მიმართოთ. ეს შეიძლება ნერვების დაზიანების სიგნალი იყოს. გარდა ამისა, რეგულარული ჩხვლეტა შეიძლება ინსულტის ან დიაბეტის ნაადრევი სიმპტომი იყო, მაგრამ ხშირად ნერვების დაზიანებაზე საუბრობს. რისკ ჯგფუში შედის ის, ვინც უბედური შემთხვევით დაზიანდა ან მუდმივად განმეორებით მოძრაობას ასრულებს. მდგომარეობა შეიძლება მტკივნეული იყოს, მაგრამ ჩვეულებრივ რამდენიმე კვირაში ქრება. თუ წამალმა არ გიშველათ, ოპერაცია აუცილებელია.
6. წელის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა
ყველაზე ხშირად ბანალური მიზეზი ბევრი ჭამაა. თუ მუცლის შებერილობას თან ახლავს ანემია და საერთო წონის კლება, ეს შეიძლება მუცლის ღრუს დაავადების ან სიმსივნის სიმპტომი იყოს. როგორც კი ზედმეტ კვებას და ორსულობას გამორიცხავთ, გამოკვლევები გაიმეოროთ. თუ მუდმივად მუცლის შებერილობა გაწუხებთ და ცოტა ჭამის შემდეგ გრძნობთ, რომ ზედმეტი მოგივიდათ, ამასთან მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილს გრძნობთ, ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ – ეს შეიძლება საკვერცხეების სიმსივნის ნიშანი იყოს.
7. ფეხის ტკივილი – თითქოსდა, კუნთები დაგეჭიმათ
შესაძლოა მიზეზი არა ფიზიკური დატვირთვა, არამედ მისი არ არსებობაა. თუ ტკივილი კომპიუტერთან დიდხანს ჯდომის ან ხანგრძლივი ფრენის დროს ჩნდება, მიზეზი შეიძლება ღრმა ვენების თრომბოზი იყოს. თუ სამუშაო მაგიდასთან უმოძრაოდ ნახევარ საათზე მეტი გაატარეთ, ფეხებში სისხლის მიმოქცევა 50%–ით მცირდება. ითვლება, რომ თრომბოზის მთავარი სიმპტომებია სიწითლე და შეშუპება, მაგრამ პაციენტების 80% მხოლოდ ფეხების ტკივილს უჩივის. ამის გამო ექიმები ხშირად მცდარ დიაგნოზს სვამენ – დაჭიმულობა. უმოძრაო ცხოვრების წესის გარდა, თრომბოზის მიზეზი შეიძლება იყოს ორსულობა, სიმსუქნე, სიმსივნე. 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანი რისკ ჯგუფში შედის.
8. ჭრილობა, რომელიც არ ხორცდება
თუ ჭრილობა ან ნაკაწრი 2-3 კვირა არ ქრება, ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ. ერთი შეხედვით უბრალო ნაკაწრი შეიძლება ბაზალურუჯრედოვანი კარცინომას პირველი გამოვლენა იყოს. კანის სიმსივნის ეს სახეობა ნაადრევ სტადიაზე მკურნალობას ექვემდებარება. დაავადება კაცებში 2–ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ქალებში. ყურადღება მიაქციეთ ხალების და ნებისმიერი სხვა წარმონაქმნის გამოვლენას ქუთუთოებზე, ყურის ნიჟარებში, თავის კანზე, ზურგსა და მხრებზე – განსაკუთრებით, თუ თბილ სეზონზე ღია ჰაერზე ბევრ დროს ატარებთ და მზისგან დამცავ საშუალებას არ იყენებთ. როგორც წესი, ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა უფრო ნელა ვითარდება, ვიდრე მელანომა. მაგრამ ექიმთან ვიზიტის გადადებამ შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს.
9. ხველა, რომელიც არ ქრება
მშრალი ხველა, რომელიც ერთ თვეზეა მეტი არ გადადის (და ნელნელა ჭკუიდან გადაყავხართ) ან მუდმივი ღიტინი ყელში – კიდევ ერთი სიმპტომია, რომლის უგულებელყოფა არ შეიძლება. ამასთან გადაყლაპვა გიჭირთ ან ისეთი შეგრძნება გაქვთ, რომ საკვები ყელში გაიჭედა?
რისკი მამაკაცებში 3-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში. შესაძლო მიზეზებია: ასთმა, პოსტნაზალური სინდრომი (ანთება ცხვირის ღრუში ან ცხვირ–ხახაში, რომლის დროსაც ნერწყვი სასუნთქი სისტემის ქვედა ნაწილში ჩაედინება), ფილტვის კიბო, გულის დაავადებები.
10. მუდმივად წყლის დალევა გსურთ
მუდმივად წყლის დალევა – დიაბეტის კიდევ ერთი მთავარი სიმპტომია. სისხლის დაავადების გამო გლუკოზის შემცველობა იზრდება. ეს კი შარდის წარმოქმნას და გამოდევნას აძლიერებს, ანუ მუდმივ გაუწყლოებას იწვევს. ამის გამო ორგანიზმი სითხის მარაგის შევსებას ცდილობს. ადამიანმა შეიძლება დღეში 10 ლ წყალი დალიოს და მაინც წყურვილი ვერ მოიკლას.