Connect with us

ყვავილები

1 კოვზ ფხვნილს ორმოში ვყრი, რომ ჯანმრთელი პომიდორი გაიზარდოს

„პომიდვრის ორმოში დარგვა დელიკატური საკითხია. თუ მთავარი საიდუმლო იცით, პომიდორი მოსავლით გაივსება“ – ამბობს ჩემი მეზობელი და თვალებს ეშმაკურად ჭუტავს. „ჯანმრთელი პომიდორი რომ გაიზარდოს, თითო ორმოს ამ ფხვნილს ვუმატებ. შედეგი ყველა მოლოდინს აჭარბებს!“ Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რა დაუმატოთ პომიდორს დარგვისას, რომ უხვი მოსავალი მიიღოთ.

პომიდვრის დარგვა ორმოში

„გიყვარს ტკბილი პომიდორი? მე – ძალიან! სახლში კანფეტის ნაცვლად მაქვს. ბავშვობიდან ბებია–ბაბუასთან ბოსტანში დიდ დროს ვატარებდი. ალბათ, პომიდორზე ყველაზე მეტ დროს ვხარჯავდით. პომიდორი ჩვენი სიამაყე იყო. როგორც ამბობენ, მეზობლების შესაშური. ახლაც საუკეთესო მაქვს. ბავშვობის წლებიდან ბოსტნეულის მოყვანის ტექნოლოგიაში არაფერი შემიცვლია. პომიდორი გემრიელია, ბევრია და, რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთაა!“ – გამიზიარა მეზობელმა თავისი სიბრძნე.

პომიდვრის შთამბეჭდავი მოსავალი რომ მიიღოთ, სწორად გამოკვებეთ. ღია გრუნტში გადარგვის მომენტიდან დაიწყეთ. პირველ ეტაპზე პომიდორს ფოსფორი სასიცოცხლოდ სჭირდება. ეს ელემენტი ბუჩქის ზრდა–განვითარებაზე გავლენას ახდენს, ნაყოფის მომწიფებას და ნასკვების განვითარებას აჩქარებს, ასევე ფესვების სისტემას კვებავს.

პომიდვრის დარგვისას ფოსფორზე დაფუძნებული სასუქები სინდისის ქენჯნის გარეშე პირდაპირ ორმოს შეგიძლიათ დაუმატოთ. ასეთი კვებით ძლიერი და ჯანმრთელი ნერგი გაიზრდება, თან ფოსფორი თავად ნაყოფზეც დადებითად მოქმედებს. ბუჩქზე უფრო ბევრი, შაქრიანი და მსხვილი ნაყოფი განვითარდება.

სიტყვაზე, ასეთი სასუქით პომიდორს ზედმეტად ვერ გამოკვებავთ. მცენარე ზუსტად იმდენს აიღებს, რამდენიც სჭირდება. ბევრი მებაღე ფოსფორის სასუქს ყიდულობს. გირჩევთ, რომ ორმოში ნებისმიერი თევზი ან თევზის ფქვილი ჩადოთ.

„თითო ორმოში 1 კოვზი ასეთი სასუქი საკმარისია“ – მიმანიშნა მეზობელმა.

მეზობელმა მირჩია, რომ მიწით და ნეშომპალით სავსე ორმოს მწიკვი ნაცარი დავუმატო, შემდეგ პომიდორი დავრგო. „კიდევ მარგანოცვკის სუსტი ხსნარით ვრწყავ, ამით დარგვის ეტაპი მთავრდება. ზრდის პროცესში მიწას ვაფხვიერებ და 2–3 კვირაში ერთხელ წყალში გაზავებული ძროხის ნაკელით (1 ლ 10 ლ წყალზე) ვკვებავ. რა თქმა უნდა, ვიცი, როგორ გამოვიყენოთ თანამედროვე მეთოდები, მაგრამ მსურს ის ნოსტალგია ბავშვობიდან, რომელიც ჩემს მეხსიერებაში დახელოვნებულ მებაღე ბებია–ბაბუასთან ერთად დარჩა,“ – დაასრულა მეზობელმა თავისი ამბავი.

ყველა მებაღეს გემრიელი პომიდვრის უხვ მოსავალს ვუსურვებ. რით კვებავთ მცენარეს დარგვისას?

Advertisement