კულინარია
1 ქილა შესქელებული რძე, 2 კვერცხი და მცირეოდენი ფქვილი. გავიხსენოთ ბავშვობის დაუვიწყარი გემო
ფუნჩულას წარმოშობის უამრავი საინტერესო თეორია არსებობს. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ფუნჩულა დანიელმა მეზღვაურმა, ჰენსონ გრეგორიმ გამოიგონა. ის ვახტზე იდგა და ტკბილ ნამცხვარს ჭამდა. მოულოდნელად ქარიშხალი ამოვარდა და კაპიტანს ორივე ხელით საჭევარზე ჩაჭიდება მოუწია.
საუკეთესო ვერაფერი რომ ვერ იპოვა, ნამცხვარი საჭევრის სახელურს ჩამოაცვა. სინამდვილეში, კლასიკური ფუნჩულას ფორმა დაკავშირებულია იმასთან, რომ გახვრეტილი ცომი უფრო სწრაფად და თანაბრად იწვება. თუ ფუნჩულა მცირე ზომისაა, შეგიძლიათ ნახვრეტი არ გაუკეთოთ.
საბჭოთა კავშირის დროს ამ დელიკატესის რეცეპტი თითქმის ყველა დიასახლისს თავის რეცეპტების რვეულში ჰქონდა. ერთ დროს გემრიელ ფუნჩულას შესქელებული რძით ბებიაც აცხობდა. დღემდე მახსოვს, ეს პატარა ოქროს ბურთები პატარებს რამდენ სიხარულს გვანიჭებდა!
1 ქილა შესქელებული რძე, 2 კვერცხი, მცირეოდენი ფქვილი და ბავშვობის დროინდელი გემო დაბრუნდება! მის მომზადებას მხოლოდ 5-6 წუთში შეძლებთ, ხოლო შედეგს როგორც უფროსები, ასევე ბავშვები დააფასებენ.
ინგრედიენტები:
- 1 ქილა შესქელებული რძე
- 2 კვერცხი
- ფქვილი – იმდენი, რამდენიც ცომს დასჭირდება
- მწიკვი მარილი
- დანის წვერით სოდა
- მცენარეული ზეთი სუნის გარეშე შესაწვავად
- შაქრის ფხვნილი გასაფორმებლად (აუცილებელი არაა)
მომზადება:
1. კვერცხი ათქვიფეთ, შესქელებული რძე დაუმატეთ და აურიეთ. შემდეგ მარილი და სოდა, ნელ-ნელა კი ფქვილი დაუმატეთ, სანამ რბილი, კარგად წელვადი, ოდნავ წებოვანი ცომი არ გამოგივათ.
2. ცომიდან თითის სისქე ძეხვი დაამრგვალეთ. სასურველია ეს მშრალ მაგიდაზე გააკეთოთ, ანუ მაგიდას ფქვილი არ მოაყაროთ, რადგან ასეთ შემთხვევაში ფქვილი ფუნჩულას ნაწილი გახდება და შეწვის დროს დაიწვება.
3. ძეხვი 2-3 სმ სიგრძეზე გაჭერით და მათგან ბურთების ფორმა გააკეთეთ.
4. ტაფაზე მცენარეული ზეთი დაასხით, გააცხელეთ და საშუალო ცეცხლზე ბურთები ყველა მხრიდან მომზადებამდე შეწვით. ძლიერ ცეცხლზე ფუნჩულები გარედან დაიწვება, შიგნით კი უმი იქნება.
5. სურვილის შემთხვევაში ფუნჩულები შაქრის ფხვნილით მორთეთ.
6. ფუმფულა ფუნჩულები შესქელებული რძით მზადაა. გემრიელად მიირთვით!
თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ!