Connect with us

საკითხავი

ჰიგიენის 6 მარტივი წესი, რომლებსაც ყოველდღე ვარღვევთ

ადამიანთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ პირადი ჰიგიენის წესებს ზედმიწევნით იცავს. თუმცა, რეალურად, ამისგან ძალიან შორის არიან! გარეგნობაზე გულდასმით ზრუნვა, შხაპის მიღება, ხელ-პირის დაბანა და კბილების გახეხვა – ეს ყველაფერი ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა რამდენად სწორად ვაკეთებთ ამ ყველაფერს?

წარმოგიდგენთ ჰიგიენის 6 წესს, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვარღვევთ, რამაც ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს.

1. ხელების გამოყენება ცემინების დროს

ადამიანები ასე იმისთვის იქცევიან, რომ ინფექცია არ გაავრცელონ და სხვებმა უზრდელად არ ჩათვალონ. თუმცა, ამის გაკეთება არ შეიძლება, რადგან ინფექცია ხელებიდან გადადის სახის კანზემ რაც ჩირქოვან აკნეს იწვევს. თუ ასეთ ხელეს თვალზეც გაისვამთ, ალბათ, მოხდება ქუთუთოების დაინფიცირებაც და მათზე ჩირქოვნები იჩენს თავს. ცემინების დროს გამოიყენეთ ცხვირსახოცები ან ერთჯერადი ხელსაწმენდები.

2. ფრჩხილების მოჭრა მაკრატლით

მანიკურის ოსტატის მომხსახურება იდეალური ვარიანტია, თუმცა, ხშირად, ფრჩხილების დამუშავება საშინაო პირობებში ხდება. ფრჩხილების მოჭრა მანიკურის მაკრატლით მავნებელია, რადგან არსებობს ფრჩხილის ზედაპირის დაზიანების რისკი. ამ მიზნებისთვის გამოიყენეთ ქლიბი. თუ ძალიან გრძელი ფრჩხილები გაქვთ, მათი სიგრძე საკვნეტით დაიმოკლეთ, შემდეგ კი ისევ და ისევ ქლიბი გამოიყენეთ.

3. ქუთუთოს შეღებვა შიგნიდან

ქალები, მაკიაჟის დროს, ხშირად იყენებენ კოსმეტიკურ ფანქარს ან თხევად ლაინერს, ქუთუთოს შიგნიდან მოსახატავად. ნახსენები ფანქრის დაბოლოება დიდი რაოდენობით მიკროორგანიზმს შეიცავს, რომლებიც, თვალის ლორწოვანზე მოხვედრისას, იწვევს ცრემლებს და ერევა საღებავს. ამ პირობებში ბაქტერიები სწრაფად მრავლდება.

გამოიყენეთ თვალის ჩრდილები ფანქრისა და ლაინერის ნაცვლად. იგი მაკიაჟს არ გაგიფუჭებთ ცრემლებით.

4. შხაპის გამწმენდი გელების ყოველდღიური გამოყენება

გელები წმენდს კანს სიბინძურისა და დაგროვილი მტვრისგან. თუმცა, მათი ყოველდღიური გამოყენება არაა რეკომენდებული, რამდენადაც კანზე სასარგებლო მიკროელემენტებიცაა. ისინი იცავს კანს სხვადახვა ინფექციისგან. გელების ყოველდღიური გამოყენება იწვევს ამ ბარიერის დარღვევას და სხეული ხდება მოწყვლადი სხვადასხვა ინფექციის მიმართ. ამ საშუალებების ყოველდღიური გამოყენება დაშვებულია ხელების, იღლიებისა და ინტიმური ზონების დასაბანად.

5. დიდი რაოდენობით კბილის პასტის გამოყენება

ბევრი პასტა კბილის ჯაგრისზე იწვევს არა კბილების გაწმენდას, არამედ მის სრიალს კბილებზე, ეს კი პირის ღრუს გაწმენდის ხარისხზე უარყოფითად აისახება. დადეთ ჯაგრისზე კბილის პასტა ბარდის მარცვლის ზომით.

6. თმის ბალზამის დიდი რაოდენობით გამოყენება

ბალზამი თმას უფრო მოვლილ და აბრეშუმისებრ იერს აძლევს, რადგან შეიცავს სილიკონსა და სხვა კომპონენტებს, თუმცა, დიდი რაოდენობით საშუალების გამოყენება იწვევს სწრაფ დაბინძურებას, თავის კანზე ბაქტერიების დაგროვებას. შედეგად, თმა ანელებს ზრდას და იწყებს ცვენას. ოპტიმალური რაოდენობა ბალზამისთვის არის მონეტის ზომით, რომელიც თმის შუა სიგრძიდან ბოლომდე უნდა გადაინაწილოთ. ბალზამის დატანება არაა რეკომენდებული თმის ძირებზე, რამდენადაც ეს თავის კანის სწრაფ დაბინძურებას გამოიწვევს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.