ჯანმრთელობა
ჰერპესის მკურნალობა ხალხური საშუალებებით
დიდი ხსნის განმავლობაში, ჰერპესი გაციების გამონაყარად ითვლებოდა, თუმცა, ექიმებმა დაამტკიცეს, რომ ეს ვირუსია, რომლის მოშორებაც ძალიან რთულია. ამის გაკეთება მარტივია საწყის სტადიებზე, როცა ქავილი და სიწითლე მხოლოდ ახლა ჩნდება, მაშინ ჰერპესის მკურნალობა ხალხური საშუალებებით ძალიან ეფექტურია. ბუშტუკებიანი და ქერქიანი ჭრილობის მოშორება უფრო რთულია, თუმცა შესაძლებელი.
დაავადების გართულებული ფორმების დროს, ნახარშები, მალამოები და სავლებები უფრო დამხმარე საშუალებებად იქცევა, ვიდრე ძირითადად, შეთავსება კი ექიმის საქმეა. ხალხური საშუალებები ტუჩზე ჰერპესის წინააღმდეგ ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ დაავადებისგან სრულად განთავისუფლება შეუძლებელია, თუმცა, მისი გაკონტროლებაც შეიძლება.
როგორ განვკურნოთ ჰერპესი ხალხური საშუალებებით:
ჰერპესის მკურნალობა საშინაო პირობებში შედეგიანი იქნება, თუ არამხოლოდ პროცედურებსა და ნახარშებს მიმართავთ, არამედ სწორ კვებასაც დაიცავთ. უარი უნდა თქვათ ტკბილელზე, მიირთვათ მეტი ხორცი, რძიანი კერძები, ციტრუსი, ატამი, ვაშლი, ბანანი. განსაკუთრებული იმედი დაამყარეთ შავ მოცვზე.
ხშირად, დაავადება გენიტალიებზეც ჩნდება – ასეთ შემთხვევებში, ჰერპესის მკურნალობა ხალხური საშუალებებით ხდება აბაზანების დახმარებით, 10 წუთიდან ნახევარ საათამდე, 38 °С ტემპერატურაზე.
წყალში სურვილისამებრ დაუმატეთ:
- ჩაის ხის ზეთი – 15 წვეთი;
- გერანის ზეთი – 7 წვეთი;
- გვირილის ნახარში – აფთიაქის შეკვრა, მოხარშული 2 ლ წყალში.
კარგ შედეგს იძლევა სავლები და კომპრესიც:
- კალანჰოეს წვენი – ჩაალბეთ ბამბის დისკი, მიიდეთ მტკივან ადგილას 10 წუთით.
- აბუსალათინის ზეთი – ჰერპესზე წაისვით დღეში რამდენჯერმე/
- ახლადდაწურული ქრისტესისხლას წვენი – ღეროები დანაყეთ, დაწურეთ და წვენით დაიზილეთ ჭრილობები.
ასევე, ტუჩის ჰერპესის სწრაფად მოშორება შესაძლებელია:
- კალენდულას ნახარშით: 2 ს.კ. მშრალ ნედლეულს დაასხით 0.5 ლ წყალი, მოარშეთ, 10 წუთით ხარშეთ ორთქლის აბაზანაზე, ნახევარი საათით დააყენეთ და მოიბანეთ ტუჩები დღეში 4-5-ჯერ.
- სოჭის ზეთით: ჰერპესის საწყის ეტაპზე ბამბის დისკი ჩაალბეთ და 10 წუთით დაიდეთ ყოველ ერთ საათში.
- პროპოლისის ნაყენით: იგი წინასწარ უნდა მოამზადოთ: გახსენით 100 გ პროპოლისი 0.5 ლ სპირტში, დააყენეთ 2 დღით, ანჯღრიეთ რეგულარულად, ბოლოს გაფილტრეთ და მიიწვით ბუშტუკები დღეში სამჯერ.