Connect with us

კულინარია

ჰაეროვანი, იტალიური კექსი „ღრუბელი“. შეგიძლიათ გაუჩერებლად მიირთვათ, იმდენად მსუბუქი

ჰაეროვანი, იტალიური კექსი „ღრუბელი“. შეგიძლიათ გაუჩერებლად მიირთვათ, იმდენად მსუბუქი

ზამთარი კექსის და ჩაის დალევის დროა. ზამთრის სევდის ფონზე არომატული, სახლში გამომცხვარი ნამცხვარი გულს ახარებს, ათბობს და ყველას ერთ მყუდრო მაგიდასთან აერთიანებს.

დღეს კექსის „ღრუბელი“ გამოცხობას გთავაზობთ, რომლის სახელიც მის ჰაეროვან სტრუქტურას და მომზადების სიმარტივეს იდეალურად აღწერს.

უბრალოდ არ მჯერა, რომ ასეთი ნაზი და ფუმფულა კექსი წვეთი არაჟნის და კარაქის გარეშე შეიძლება მომზადდეს. წონის მომატების შიშის გარეშე ნაჭერს ნაჭერზე მივირთმევ.

მსუბუქი კექსი

ინგრედიენტები:

  • 220 გრ შაქარი
  • 200 ხორბლის ფქვილი
  • 100 გრ კარტოფილის სახამებელი
  • 3 კვერცხი
  • 125 მლ წყალი
  • 120 მლ მცენარეული ზეთი (არაქისის, ან სიმინდის)
  • 10 გრ ცომის გამაფხვიერებელი
  • 1 გრ ვანილი
  • 1 ს/კ ლიმონის ცედრა
  • მწიკვი მარილი
  • შაქრის ფხვნილი მოსართავად
  • კექსი „ღრუბელის“ საცხობი ფორმა

მომზადება:

1.ბლენდერის ჭიქაში კვერცხი ათქვიფეთ, მწიკვი მარილი დაუმატეთ. 1 წუთით დააბლენდერეთ.

2.დაუმატეთ წყალი და მცენარეული ზეთი და დაბლენდერება გააგრძელეთ.

3.გაცრილი ფქვილი, სახამებელი, გამაფხვიერებელი, ვანილი და ლიმონის ცედრა დაუმატეთ.

4.კვლავ ბლენდერი ჩართეთ და დააბლენდერეთ. ცომი წინასწარ ცხიმ წასმულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ.

5.180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთით აცხვეთ. მზად არის თუ არა კექსი, ასანთის ჩხირით შეამოწმეთ.

6.მზა კექსის ღუმელიდან გამოიღეთ და 10 წუთით გააჩერეთ. შემდეგ ბადეზე გადაიტანეთ, რომ ბოლომდე გაგრილდეს.

7.სუფრაზე გატანის წინ ჭიქურით ან შაქრის ფხვნილით მორთეთ.

8.სახამებლის კექსი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.