Connect with us

ჯანმრთელობა

ჯანმრთელობის რეცეპტები: არყის ფოთლები ორგანიზმის სასარგებლოდ

მაისში არყის ახალგაზრდა ფოთლებს აგროვებენ და ხალხურ რეცეპტებს ამზადებენ. ხალხურ მედიცინაში მათ ნახარშების და ნაყენების სახით იყენებენ, როგორც შარდმდენი, ნაღვლმდენი, ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება.

აბანოების მოყვარულებმა ყურმოკვრით არ იციან, თუ რატომ არის სასარგებლო არყის ცოცხები. დაორთქლილი ფოთლები სახსრების და კუნთების ტკივილს ამცირებს. არყის ფოთლებში შემავალი ეთერზეთები სასუნთქ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს. აბანოზე სხვა დროს ვისაუბრობთ. დღეს Alltime.ge-ს რედაქცია არყის ფოთლებზე დაფუძნებულ ხალხურ რეცეპტებზე გიამბობთ.

  • არყის ფოთლების ნაყენი გაღიზიანების და გამონაყარის გასაქრობად

2 ს/კ დაქუცმაცებულ ფოთლებს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთით წყლის ორთქლზე გააცხელეთ, შემდეგ ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ და გადაწურეთ. გაღიზიანების, გამონაყარის დროს კანის გასაწმენდად გამოიყენეთ.

  • არყის ფოთლების ნაყენი სახსრების ტკივილის დროს

2 ს/კ დაქუცმაცებულ ფოთლებს 1 ჭიქა სპირტი (70%) დაასხით, ბნელ ადგილას 1 კვირა დააყენეთ, გადაწურეთ. სახსრების ტკივილის დროს ამ ნაყენით კომპრესები გაიკეთეთ.

  • კომპრესი არყის ახალი ფოთლებით

ამ მარტივ საშუალებას ართრიტის, რადიკულიტის, რევმატიზმის დროს იყენებენ: ძილის წინ მტკივნეულ ადგილას არყის ფოთლები დაიფარეთ და მატყლის შარფით შეიხვიეთ. მთელი ღამე გაიჩერეთ.

  • არყის ფოთლების ნახარში თმის ჯანმრთელობისთვის

2 ს/კ დაქუცმაცებულ ფოთლებს 1 ჭიქა ცივი წყალი დაასხით და ზომიერ ცეცხლზე დადგით, ადუღებამდე მიიყვანეთ და 3-4 წუთით ადუღეთ. გააგრილეთ, გადაწურეთ და თავის დაბანის შემდეგ თმაზე გადასავლებად გამოიყენეთ.