თავის მოვლა
ჯადოსნური ხელის სკრაბი, რომელიც კანის სიმშრალეს, ნახეთქებს და სხვა პრობლემებს დაგავიწყებთ
შემოდგომა–ზამთრის პერიოდში სხეულის შიშველ ნაწილებზე, მათ შორის ხელს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ამ პერიოდში ბევრ ადამიანს კანის სიმშრალე აწუხებს. რიგი ფაქტორები ხელის კანის მდგომარეობას აუარესებს, ამიტომ სინაზის და სირბილის დაბრუნება რთულია. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რომელი ფაქტორები ახდენს ხელის კანზე გავლენას და როგორ დავიბრუნოთ და შევინარჩუნოთ ხავერდოვანი კანი სახლის პირობებში.
ხელის კანის სიმშრალის გამომწვევი ფაქტორები
ამინდი
კანის მდგომარეობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს ტემპერატურის ცვლილება, ქარი, სიცივე. შედეგად, კანი უხეშდება, წითლდება და სკდება.
საოჯახო ქიმია
სარეცხი და საწმენდი საშუალებები კანის ზედა ფენას მუდმივად აზიანებს და ბუნებრივ საფარს ართმევს. შედეგად, კანი არა მხოლოდ ზედმეტად შრება, არამედ შეიძლება გაღიზიანება, ნახეთქები, დერმატიტი და ალერგიული ლაქები გამოიწვიოს.
კვება
არასწორად შედგენილი კვების რაციონი კანის ზედაპირის დარღვევას იწვევს.
სათანადო ზრუნვის არ ქონა
ბევრი ადამიანი ხელის კანის მოვლას ყურადღებას საერთოდ არ აქცევს ან მასზე მსუბუქად ზრუნავს. შედეგად, კანი გაუწყლოებული ხდება, ნაადრევად ბერდება. სერიოზული პრობლემების განვითარებაც მოსალოდნელია.
ხელის სკრაბი სიმშრალის წინააღმდეგ
სკრაბირება კანის მოვლის მნიშვნელოვანი ეტაპია. ამ დროს კანს ჭუჭყს და მკვდარ უჯრედებს აშორებთ და სისხლის მიმოქცევას ააქტიურებთ. ამის შემდეგ მკვებავი კრემი კანის შიდა ფენებში აღწევს და უფრო ეფექტურად მოქმედებს. სახლის პირობებში მომზადებული ხელის სკრაბი კანის სიმშრალისგან დაგიცავთ.
დაგჭირდებათ:
- ზეითუნის ზეთი
- შაქარი
მომზადების და გამოყენების წესი:
- ზეითუნის ზეთი და შაქარი 1:1 თანაფარდობით აურიეთ. მიღებული ფაფა ხელზე თანაბრად გადაინაწილეთ და მსუბუქად დაიმასაჟეთ. კოსმეტიკური ხელთათმანი გაიკეთეთ.
- რამდენიმე წუთში ხელი დაიბანეთ და მკვებავი კრემი წაისვით. სკრაბი კვირაში 1–2–ჯერ გაიკეთეთ.
რეკომენდაციები სკრაბის ეფექტის შესანარჩუნებლად
- ბევრი წყალი დალიეთ და დაბალანსებულად იკვებეთ;
- დასაბანად თბილი წყალი გამოიყენეთ. ცივი და ცხელი წყალი კანს აზიანებს;
- დამატენიანებელი საპონი ან თხევადი საპონი გამოიყენეთ, რომელიც კანს ნაკლებად აშრობს;
- სახლის დალაგებისას რეზინის ხელთათმანი გაიკეთეთ;
- წლის ცივ პერიოდში ქუჩაში გასვლისას ხელთათმანი გაიკეთეთ;
- მანიკურის რეგულარულად გაკეთება არ დაგავიწყდეთ.
მარტივი რეკომენდაციების და მოვლის წესების დაცვით ხელის კანს სიმშრალისგან დაიცავთ.