Connect with us

ჯანმრთელობა

ჯადოსნური წვენი კურნავს სახსრებს, პოდაგრას, ამცირებს შაქარს და სიმსივნისგან დაგიცავთ

ერთი ჭიქა ნიახურის წვენი ჰიპერტენზიას, სისხლში შაქრის რაოდენობას, ართრიტს და პოდაგრის ტკივილს ამცირებს.

მისი ღერო ხრაშუნაა და ჩვეულებრივ სალათების ან წვნიანების მოსამზადებლად გამოიყენება. ნიახურს მარილიანი გემო გაქვს, ანუ ნიახურის წვენი უფრო ტკბილ ხილის წვენებთან შედარებით გასაოცარი ნარევია.

ნიახურის ფოთლები მდიდარია A ვიტამინით, ხოლო მისი ღერო B1, B2, B6, C, კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმის, ფოლიუმის მჟავის, ფოსფორის, რკინის, ნატრიუმის და უცვლელი ამინომჟავების შესანიშნავ წყაროს წარმოადგენს. ნიახურის წვენი ორგანიზმს დიდი რაოდენობით უჯრედისით უზრუნველყოფს, რაც ნაწლავებს მოძრაობაში ეხმარება.

ნიახური ნატურალურ ორგანულ ნატრიუმს (მარილს) შეიცავს, რომელიც ორგანიზმისთვის ძალიან აუცილებელია. ნიახურში შემავალი ნატრიუმი მარილის მიმართ მგრძნობიარე ადამიანებისთვის აუცილებელია. ეს მარილი სუფრის მარილს არ ჰგავს, რომლის მიღებაც მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებისთვის არ შეიძლება.

სარგებელი ჯანმრთელობისთვის

ნიახური ყოველთვის დაბალ არტერიულ წნევას უკავშირდებოდა. სხვა წვენებთან კომბინაციაში სხვადასხვა მდგომარეობას კურნავს და რიგ უპირატესობას შეიცავს.

ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად, ნიახური სიმსივნეს ეფექტურად უმკლავდება.

ნიახურის წვენის რიგი უპირატესობა:

მჟავიანობა: ჯადოსნური წვენი შეიცავს მინერალებს, რომლებიც სისხლის PH ბალანსს არეგულირებს და მჟავიანობას ანეიტრალებს.

მდიდარი მინერალების წყალობით ნიახური დაკარგულ ელექტროლიტებს ჩაანაცვლებს და ორგანიზმს აახლებს, ამიტომ ვარჯიშის შემდეგ სპორტსმენებისთვის შესანიშნავი სასმელია.

არტერიული წნევა: ნიახური ორგანულ ნატრიუმს შეიცავს, რომელიც არტერიულ წნევას ამცირებს. წვენი შეიცავს ფოტალიდებს – ნაერთს, რომელიც არტერიის ირგვლივ კუნთების მოდუნების უნარით, სისხლძარღვების გაფართოებით და სისხლის ნორმალური დინების უზრუნველყოფით არის ცნობილი. საუკეთესო შედეგის მისაღწევად წვენი 1 კვირის განმავლობაში უნდა დალიოთ, შემდეგ  3 კვირა შეისვენოთ და კვლავ 1 კვირა დალიოთ.

სიმსივნე: მასში შემავალი 8 სიმსივნის საწინააღმდეგო ნაერთი, მათ შორის აცეტილენი, სიმსივნურ უჯრედების ზრდას აფერხებს. ის სავსეა ფენილის მჟავით, რომელიც პროსტაგლანდინს, სიმსივნის უჯრედების მასტიმულირებელს ბლოკავს. კუმარინი უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან იცავს.

ქოლესტერინი: მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ წვენი საერთო და ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს.

ნაწლავები და კუჭის კიბო: ნიახურში აღმოჩენილი ფიტოქიმიური კუმარინი კუჭის და მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარებას აფერხებს.

ყაბზობა: ნიახურს ბუნებრივი საფაღარათო ეფექტი აქვს და ყაბზობის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ის ნერვებს ადუნებს, რომლებიც საფაღარათო საშუალებების გამოყენების გამო გადატვირთულია.

გაგრილება: ზაფხულის ცხელ დღეებში 1 ჭიქა ნიახურის წვენი დღეში 2-3-ჯერ, საკვების მიღებებს შორის დალიეთ. ასე სხეულის ტემპერატურას დაარეგულირებთ.

შარდმდენი საშუალება: როგორც უკვე ვთქვით, ნიახურის წვენი კალიუმის და ნატრიუმის შესანიშნავ წყაროს წარმოადგენს. წვენი შარდის გამოდევნას სტიმულირებს. ამასთან ორგანიზმის გარემოს არეგულირებს, რაც ჭარბი სითხის გამოდევნას ხელს უწყობს.

ანთება: ნიახური სავსეა პოლიაცეტილენით, რომელიც ყველა ანთებას, მათ შორის პოდაგრას, ასთმას, ბრონქებს, რევმატოიდულ ართრიტს და ოსტეოართრიტს ამსუბუქებს.

თირკმლების ფუნქცია: ნიახური ორგანიზმიდან ტოქსინებს ეფექტურად გამოდევნის და თირკმლების ფუნქციას აუმჯობესებს. უფრო მეტიც, თირკმლებში კენჭის გაჩენას აფერხებს.

ნერვული სისტემა: ნიახურის წვენი ორგანულ ტუტე მინერალებს შეიცავს, რომლებიც ნერვულ სისტემას ამშვიდებენ. სწორედ ამიტომ, უძილობის დროს მისი მიღება რეკომენდებულია.

წონის დაკლება: ყოველდღე ნიახურის წვენი დალიეთ. ასე ჭამის და ტკბილეულის მიმართ ლტოლვას შეამცირებთ.

ქვების დაშლა: ნიახურის წვენს შარდმდენი თვისება აქვს, ამიტომ ნაღვლის ბუშტში კენჭების დასაშლელად და მოსაშორებლად სასარგებლოა.

მოხმარების რჩევები

თუ შესაძლებელია, ყოველთვის მწვანე ნიახური აირჩიეთ. მისი ღერო მკვრივი და არა რბილი უნდა იყოს. ნიახური პოლიეთილენის პარკში ან დახურულ კონტეინერში მაცივარში შეინახეთ. ოთახის ტემპერატურაზე დიდხანს არ გააჩეროთ, ასე სწრაფად გაფუჭდება.

შენიშვნა:

ნიახური საკუთარ „პესტიციდებს“ აწარმოებს, რომ სოკოსგან დაცული იყოს. ეს დამცავი ფენა ცნობილია, როგორც ფსორალენი. მიუხედავად იმისა, რომ ნიახურს იცავს, ბევრ ადამიანს მასთან გამკლავება უჭირს.

თუ ნიახურის მოხმარების შემდეგ კანის პრობლემები გაქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ფსორალენის მიმართ მგრძნობიარე ხართ. დაბალი წნევის მქონე ზოგიერთი ადამიანი ირწმუნება, რომ ნიახური წნევას ამცირებს.

თუ დაბალი წნევა გაქვთ, ნიახურს თავი აარიდეთ. თუმცა ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული, ამიტომ ნიახურის მიღების დროს თქვენს სხეულს მოუსმინეთ.