Connect with us

ტესტები

ჯაგრებით თუ კბილებით: რას ამბობს საყვარელი სავარცხლის ფორმა თქვენს ხასიათზე

ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, რომ საყვარელი ნივთებით გარშემორტყმული იყვნენ. თუ ერთი შესაფერისი ნივთი იპოვეთ, სავარაუდოდ, კვლავ მას შეიძენთ. დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ გაიგოთ, თუ რას ნიშნავს სავარცხლის ფორმა, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ. მოცემულ სურათს დააკვირდით და აირჩიეთ ის სავარცხელი, რომელსაც ხშირად იყენებთ. გაშიფვრა ქვემოთ წაიკითხეთ!

სავარცხელი 1

ქალური მიმზიდველობის განსახიერება ხართ. თქვენგან რომანტიკა და სინაზე მოდის. რა თქმა უნდა, ტუჩებ დაბერილ გლამურულ ქალებს არ ჰგავხართ. თქვენი ქალურობა ბედის საჩუქარია. თქვენ გვერდით საყვარელი ადამიანი თავს ნამდვილ მომპოვებლად მიიჩნევს. უფლებას აძლევთ, დამპყრობლის და საიმედო საყრდენის როლი შეასრულოს.

თუ თქვენს სტილზე ვსაუბრობთ, უპირატესობას ანიჭებთ ქალურ სილუეტებს– კაბებს და ქვედაბოლოებს. ზოგჯერ საკუთარ თავს შარვლის ჩაცმის უფლებასაც აძლევთ. კარიერის აწყობას არ ცდილობთ, რადგან იცით, რომ ეს თქვენი დანიშნულება არაა.

სავარცხელი 2

სიმართლის პირში თქმა არ გაშინებთ. თქვენთვის ეშმაკობა ან თამაში უცხოა. ცდილობთ, ყოველთვის გულწრფელი იყოთ, მაგრამ  ზოგჯერ ეს გარშემომყოფებს აღიზიანებს. დამეთანხმეთ, დაქალს შეიძლება არ ესიამოვნოს, როცა ეუბნებით, რომ კაბა არ უხდება. სწორედ ამიტომ, ბევრი ახლო მეგობარი არ გყავთ. თუმცა გვერდით მყოფი ადამიანები თქვენს გულწრფელობას აფასებენ. თამაშს არ დაიწყებთ, თუ უსიამოვნო სიმართლის გამხელა მოგიწევთ.

თქვენს ტანსაცმელში კომფორტული კოსტუმები და ფეხსაცმელი ჭარბობს. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი თქვენი არაა. სავარაუდოდ, ბოტასებს ან კეტებს უპირატესობას ანიჭებთ. კომფორტს აფასებთ, თან დიდად არ ფიქრობთ, თუ როგორ გამოიყურებით სხვების თვალში.

სავარცხელი 3

თქვენთვის უცხოა შური ან სურვილი, რომ ვინმეს რაიმეში აჯობოთ. ცხოვრებაში გულახდილობას და დანარჩენ სამყაროსთან ჰარმონიულად ცხოვრებას აფასებთ. ზოგჯერ უბრალო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, მაგრამ თქვენთვის სულერთია. უკვე განვითარების ისეთ დონეს მიაღწიეთ, როცა სხვების აზრს მნიშვნელობა არ აქვს.

თუ ნეგატივის წინაშე აღმოჩნდებით, უბრალოდ ყურადღებას არ მიაქცევთ. ხშირად ეს თვისება აღიზიანებს მათ, ვისაც თქვენი წყობიდან გამოყვანა სურთ. მაგრამ არ გაინტერესებთ, ასე არაა? სხვების გაღიზიანებაზე დროს არ დახარჯავთ. უკვე დიდი ხანია გააცნობიერეთ, რომ ცხოვრება ამისთვის ზედმეტად მოკლე და საინტერესოა.

სავარცხელი 4

თქვენ მინიმალისტური ცხოვრების სტილი გაქვთ. არ მოგწონთ, როცა ირგვლივ გარემო ბევრი, ზედმეტი ნივთით გავსებულია. თავიდან იშორებთ იმას, რასაც უსარგებლოდ თვლით. ამასთან არა მხოლოდ ნივთებს, არამედ ადამიანებსაც.

წესრიგს აფასებთ და თავს ბედნიერად გრძნობთ, თუ ირგვლივ ყველაფერი თქვენს გემოვნებას შეესაბამება. თუ ტანსაცმელზე ვსაუბრობთ, ფულს ტყუილად არ დახარჯავთ. კომფორტულ და პრაქტიკულ ნივთებს უპირატესობას ანიჭებთ, რომლებიც დიდხანს გემსახურებათ. ფულს უფრო მნიშვნელოვან რამეზე ხარჯავთ. მოგზაურობა და თვითგანვითარება მოგწონთ.

სავარცხელი 5

მხოლოდ რაღაც ერთზე ფიქრი არ შეგიძლიათ. მიმდინარე მოვლენებზე თქვენი დამოკიდებულება მუდმივად იცვლება. მუდმივობა – ისაა, რაც თქვენთვის ჯერ მიუწვდომელია. ამის გამო, გარშემომყოფებს თქვენთან ურთიერთობა უჭირთ. ისინი თქვენი განწყობის და ინტერესების ცვლილებების დაჭერას ვერ ახერხებენ.

ამასთან დახმარებაზე უარს არასდროს ამბობთ. სწორედ ამიტომ, საკმარისად ბევრი მეგობარი გყავთ. ადამიანებმა იციან, რომ ყველაზე რთულ სიტუაციაშიც დახმარებაზე უარს არ ეტყვით. ის, რომ თქვენს ცხოვრებას მუდმივად ცვლით – თქვენი პირადი საქმეა.

სავარცხელი 6

კონსერვატიზმი თქვენი ცხოვრების საფუძველია. სტაბილურობას აფასებთ. ცვლილებები ნამდვილად გაშფოთებთ. თუ რაღაც ახლის სწავლა გჭირდებათ, თავს უბედურად თვლით. თქვენი ბედნიერება მდგომარეობს იმ სამყაროს სტაბილურობაში, სადაც ცხოვრობთ.

დიდხანს ეგუებით იმას, რამაც თქვენი ცხოვრება ოდნავ შეცვალა. თუმცა ცვლილებების შედეგები გახარებთ. უბრალოდ უფრო ხშირად უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან, რომელიც თავად შექმენით.

სავარცხელი 7

არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვების ცხოვრების მართვა გსურთ. თუ გავლენაზე ვსაუბრობთ, ეს თქვენი ხასიათის საფუძველია. სავარაუდოდ, ხელმძღვანელი პოზიციის დაკავებას ცდილობთ (ან უკვე დაიკავეთ). თქვენს გუნდში მომუშავე ადამიანები ცდილობენ, რომ ნაკლებად გეკონტაქტონ.

ტანსაცმელში მკაცრ საქმიან სტილს უპირატესობას ანიჭებთ. ისე იცვამთ, რომ ყველა მიხვდეს თქვენი სერიოზული განზრახვის შესახებ. ხუმრობები რა ლაპარაკია – ამის დრო არ გაქვთ. მომავალში ჩაიხედეთ, ხომ არ ინანებთ თქვენს ამბიციებს, როცა მარტო დარჩებით?

ვიმედოვნებთ, რომ მიღებულ ინფორმაციას გაითვალისწინებთ და ცხოვრების გასაუმჯობესებლად გამოიყენებთ. თქვენ რომელ სავარცხელს ანიჭებთ უპირატესობას ყოველდღიურად?