Connect with us

სახლი და დიზაინი

ხელოვნური ყვავილები და სხვა ნივთები, რომლებიც სახლში არ უნდა მოიტანოთ

ოჯახური კეთილდღეობა ჩვენზეა დამოკიდებული. ფენშუის სპეციალისტების და ეზოთერიკოსების თქმით, სახლი სავსე ფინჯანი გახდება, თუ ურიგო ნივთებს არ მოზიდავთ. მაგალითად, სამღვდელოება გევედრებათ, რომ სასაფლაოზე ხელოვნური ყვავილები არ მიიტანოთ. მენდეთ, სახლშიც საჭირო არაა!

Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი ნივთები არ უნდა შეიტანოთ სახლში, რომ უბედურება თავიდან აიცილოთ. დროა, ყველაფერი უსარგებლო გადაყაროთ!

ოჯახური კეთილდღეობა

ზოგიერთ ნივთს და საგანს სახლში წარუმატებლობა მოაქვს. პირველ რიგში, ესაა ხელოვნური ყვავილები. უსულო ყვავილები სახლს დადებითი ენერგიით ვერ გაავსებს. მხოლოდ სტაგნაცია და დავიწყება მოაქვს.

არ მოიტანოთ სახლში მცენარე, რომელიც სხვის სახლში დიდხანს იყო. ამან ფინანსურ მდგომარეობას შეიძლება ზიანი მიაყენოს და თქვენს ცხოვრებაში ფულის ნაკადი შეამციროს.

ხმელი ყვავილები, ჰერბარიუმი, ადრე თუ გვიან ნეგატივის შეწოვას დაიწყებს. სწორედ ამიტომ, დიდხანს არ შეინახოთ!

სახლში ცხოველების ფიტულების, ძვლების და ტყავების შენახვა კატეგორიულად აკრძალულია. ამ მოძველებულ ელემენტებს სახლის დადებით აურასთან საერთო არაფერი აქვს.

მეორადი ტანსაცმელიც ამ კატეგორიაში ხვდება. როცა სახლში მოგაქვთ, დაზუსტებით არ იცით, ვის ეკუთვნოდა თქვენამდე და როგორი ენერგიის ადამიანებს ეცვათ. ყველამ არ იცის, როგორ გაწმინდოს ნახმარი ტანსაცმელი სწორად.

ნივთები იმ ადამიანის ენერგიას ფლობს, ვინც მას ატარებდა. ეს პროგრამები ყოველთვის პოზიტიური არაა. ტანსაცმლის ახლობლებისთვის გასხვისებაც არ შეიძლება. ყველაფერი იმიტომ, რომ სხვა ადამიანის ენერგიამ შეიძლება დესტრუქციულად იმოქმედოს. ეს ენერგობალანსის დარღვევას, ასევე ოჯახში კამათს გამოიწვევს.

არ მოიტანოთ სახლში ფეხსაცმელი, განსაკუთრებით ქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც ადრე უახლოეს დაქალს ეცვა. ქუსლიანმა ფეხსაცმელმა სახლის მფლობელს შეიძლება სასიყვარულო პარტნიორი წაართვას. ამის შესახებ გახსოვდეს!

ბევრ ადამიანს ანტიკვარიატი და ძველებური ნივთები მოსწონს. თუნდაც კოლექციონერი იყოთ, გახსოვდეთ, რომ ასეთი ნივთები მკაცრად გამოყოფილ ადგილზე უნდა შეინახოთ. საძინებელ ოთახსა და სამზარეულოში არავითარ შემთხვევაში არ შეიტანოთ!

სახლში ჯიბით არ შეიტანოთ კანფეტის შესაფუთი, ჩეკი და სხვა წვრილმანი ნაგავი. ეს საქმეში ქაოსს და დაბნეულობას გამოიწვევს.

მტრების საჩუქარი სახლში არ შეიტანოთ. როგორც წესი, ინტუიციით ვხვდებით, როგორ გვეპყრობიან ადამიანები. ითვლება, რომ არაკეთილმოსურნე ხალხისგან საჩუქარი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა აიღოთ.

სახლში წიწვოვანი ტოტის ქონა (საახალწლო დღესასწაულის გარდა) უბედურებას მოასწავებს. ნაძვის ხის დიდხანს დადგმაც არ შეიძლება.

ჩიტების და მრისხანე ცხოველების სტატუეტებმა შეიძლება წარმატება გააქციოს. ნახატები მარტოხელა ქალის ან კაცის გამოსახულებით თვითშეფასებას ამცირებს და ოჯახის კეთილდღეობაზე გავლენას ახდენს.

უბრალოდ ძველ ნივთებსაც სახლის მფლობელიდან დადებითი ენერგიის წართმევა შეუძლიათ. განსაკუთრებით ძველი ავეჯი, ის სახლის ენერგეტიკულ დონეს ანგრევს. ასეთი ავეჯი აუცილებლად მოიშორეთ, საყოფაცხოვრებო საგნები პერიოდულად შეცვალეთ.

ტანსაცმელი, რომელსაც აღარ იცვამთ. ის ძველი პროგრამებით გაჟღენთილია. გარდერობს გადახედეთ, გადაყარეთ ან გაასხვისეთ ყველაფერი, რასაც ერთ წელზე მეტია აღარ იყენებთ. ყველაფერი გატეხილი, გაცვეთილი, ბზარებით დაუყონებლივ მოიშორეთ!

მთავარი წესი: თუ ნივთს არ იყენებთ, რადგან სიხარული არ მოაქვს ან აქტუალობა დაკარგა, სჯობს მოიშოროთ. ხარახურა, როგორც გადაუჭრელი პრობლემა, ენერგიას ვამპირზე მეტად გართმევთ!

როგორც ხედავთ, ოჯახური კეთილდღეობის დაცვა შესაძლებელია, თუ სახლის საგნებს ყურადღებას მიაქცევთ. ზემოთ მოცემული რჩევები დაიმახსოვრეთ და გაითვალისწინეთ!

Advertisement