Connect with us

კულინარია

ხელმისაწვდომი პროდუქტი, რომელსაც ტიბეტელი ბერები ყოველდღე მიირთმევენ

დედამიწაზე არსებობს ხალხი, რომელიც არ ემორჩილება ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან დაკავშირებულ  არც ერთ უბედურებას. ტიბეტელი ბერები – უჩვეულო ადამიანები არიან, რომელთა ასკეტიზმი, ჯანმრთელობა და სულის სიმყარე აღტაცებას იწვევს ჩვენში.

ადგილობრივების სამზარეულო, რომელიც, მართალია, არ გამოირჩევა მრავალფეროვნებით, სასარგებლო კერძებით გამოირჩევა. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ბერები ყოველდღე იაფფასიან ქერის ფაფას მიირთმევენ.

ქერი – მკვებავი ნივთიერებების ფასდაუდებელი წყაროა, რომელიც აუცილებელია ადამიანის ზრდის, ჯანმრთელობის აღდგენისა და შენარჩუნებისთვის.

ტიბეტელებს სწამთ, რომ სწორედ ქერის ფაფა უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმს ყველა აუცილებელი ნივთიერებით, ავსებს ენერგიით, სხეულს ამსუბუქებს, ხოლო გონებას – ანათებს.

ქერის ფაფა

  1. 1 ჭიქა ქერის მარცვლები მოხალეთ მშრალ თუჯის ტაფაზე ისე, რომ ოქროსფერი მიიღოს. ზეთის დამატება არაა საჭირო.
  2. ამავდროულად, აადუღეთ 2 ჭიქა წყალი. როცა მარცვლები მოიხალება, გადაყარეთ იგი ღრმა, კერამიკულ ქილაში და დაასხით მდუღარე წყალი.
  3. მოაყარეთ ფაფას მარილი გემოვნებით და შეახვიეთ ჭურჭელი პირსახოცით. ქერის ფაფა ცოტა ხნით უნდა გაჩერდეს და გაფუვდეს.
  4. როცა ფაფა გაფუვდება, დაუმატეთ კარაქი(მარხვაში – მცენარეული ზეთი). ხახვიც არ იქნებოდა ზედმეტი.
  5. მიირთვით ქერის ფაფა ცხლად. აუცილებლად დააყოლეთ მწვანე ჩაი ჯანჯაფილითა და თაფლით, დესერტზე კი გარგრის ჩირი მიირთვით.

მე, მაგალითად, ქერი არასდროს გამისინჯავს, მაგრამ აუცილებლად მოვამზადებ უახლოეს მომავალში.