Connect with us

საკითხავი

ხელმარჯვე ადამიანები ნათურას ფოლგას ახვევენ. აი, რატომ

როგორც ცნობილია, ჩვეულებრივი ვარვარის ნათურა არა მხოლოდ სინათლის მისაღებად, არამედ სითბოს გამოსაყოფად შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუ ერთ ხრიკს გამოიყენებთ, ენერგიის დიდ ნაწილს სითბოს გამოყოფაზე დახარჯავს. Аlltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ გააკეთოთ ეფექტური ინფრაწითელი გამათბობელი ჩვეულებრივი ნათურიდან.

მზა მოწყობილობა შეგიძლიათ გამოიყენოთ სათბურში, ავტოფარეხში, აივანზე და სხვა პატარა შენობაში. ასეთი გამათბობელი შუასეზონურ პერიოდში შესანიშნავი აღმოჩენაა. მის გასაკეთებლად საკმაოდ მარტივი მასალები დაგჭირდებათ. სწორედ ამიტომ, გირჩევთ სცადოთ იაფი მოწყობილობის გაკეთება, რომელიც სითბოს ასხივებს. მთავარია, სურვილი და ყველა რეკომენდაციის დაცვა.

ინფრაწითელი გამათბობელი საკუთარი ხელით: დეტალური სახელმძღვანელო

საჭირო მასალები

გამათბობელი სახლის პირობებში რომ გააკეთოთ, დაგჭირდებათ ვარვარის ნათურა და ჩვეულებრივი ფოლგა. ასეთი მოწყობილობის მოქმედების პრინციპი საკმაოდ მარტივია. ინფრაწითელ გამოსხივებას, რომელსაც ნათურა ასხივებს, ალუმინის ფოლგა აირეკლავს. გამართულად იმუშავებს და არ გადაიწვება. ფოლგაში გახვეული ნათურით თბოგაცემას გაზრდით.

ინფრაწითელი გამათბობლის გასაკეთებლად დაგჭირდებათ ალუმინის პროფილი, რამდენიმე ჭანჭიკი ან მოქლონი. ეს მასალები ჩარჩოს შესაქმნელად გჭირდებათ. ჩარჩოში ნათურები შეგიძლიათ დააფიქსიროთ.

როგორ გავაკეთოთ გამათბობელი

პირველ რიგში, ჩარჩო გააკეთეთ. გამოგადგებათ ჭანჭიკებით შეერთებული ლითონის პროფილი. მასში უხეში ალუმინის ზოლები მოათავსეთ. მათზე დააფიქსირეთ ამრეკლავი, რომელიც ჩვეულებრივი ფოლგისგან შეგიძლიათ გააკეთოთ. შემდეგ უკვე ვარვარის ნათურები ერთმანეთისგან თანაბარი დისტანციით დაამაგრეთ და სადენს დაუკავშირეთ. მზადაა!

ხელნაკეთი გამათბობელი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც პატარა ოთახში, ასევე სათბურში (მცენარეების გასათბობად). მინიმალური ინვესტიციის მიუხედავად ეფექტურ მოწყობილობას მიიღებთ. სუპერდამხმარე არაა, მაგრამ სითბოს საიმედო წყარო გახდება, რომელსაც გასათბობად დიდი დრო არ სჭირდება. ჩართვისთანავე რამდენიმე გრადუსით ტემპერატურის მომატებას იგრძნობთ.

Advertisement