ტესტები
ხელის გადაჯვარედინების სტილს, ბევრი რამის თქმა შუეძლია თქვენს პიროვნებაზე
ზოგჯერ ჩვენს პიროვნებაზე, სიტყვებზე მეტად მიმიკა და ჟესტები მეტყველებენ.
მაგალითად, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანის მიერ ხელის გადაჯვარედინების სტილითაც, ბევრი რამის გაგება შეგვიძლია მის ხასიათზე.
1. მარჯვენა ხელი ზემოდან
ინტუიციური ადამიანი ხართ, ყურს უგდებთ თქვენს შინაგან ხმას, ამიტომ თქვენ ყოველთვის იცით, თუ რას ფიქრობს სინამდვილეში თქვენი თანამოსაუბრე.
ხელოვნება – თქვენი ჰობია. ყოველთვის ფრთხილად უდგებით პრობლემას და იმის შემჩნევაც შეგიძლიათ რაც სხვებს გამორჩათ.
2.მარცხენა ხელი ზემოდან
ლოგიკა – თქვენი ძლიერი მხარეა. თქვენ ჯერ დეტალურად შეისწავლით სიტუაციას და შემდეგ იღებთ გადაწყვეტილებას. თქვენი ხუმრობები ყოველთვის სარკასტული და გონებამახვილურია, ტყუილს კი წამებში ამოიცნობთ.
ძალიან მიზანსწრაფული პიროვნება ხართ და ყოველთვის აღწევთ დასახულ მიზანს. სიყვარულშიც კი, თქვენთვის მნიშვნელოვანი კომპონენტი – ინტელექტია.
3. ჩანს ორივე ხელის მტევანი
თქვენი ცხოვრების ბატონ-პატრონი ხართ. თქვენი აურა ძალაუფლებას ასხივებს და სხვებსაც იზიდავს. ყოველთვის გულწრფელი ხართ და შეგიძლიათ სიმართლე ძალიან რბილად გადმოსცეთ.
როგორც ლიდერს, შეგიძლიათ სხვა ადამიანების გრძნობები და აზრებიც გაითვალისწინოთ და მიხვიდეთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე.
4. ხელის მტევნები საერთოდ არ ჩანს
ეს ხალხი – ინტროვერტები არიან, ამჯობინებენ მშვიდ ცხოვრებას. ხშირად დარდობენ სხვების კეთილდღეობაზე და ხშირად გასცემენ მოწყალებას.