Connect with us

ყვავილები

ხეები, რომლებიც ბაღში არ უნდა დარგოთ. ისინი ცუდ ენერგიას ასხივებენ

ხეები დედამიწაზე სიცოცხლის აუცილებელი წყაროა. სახლთან ახლოს ხეს როგორც სარგებლის, ასევე უსიამოვნების მოტანა შეუძლია. ზოგი ხე ხალხისგან შორს უკეთ ფესვიანდება, სხვას ადამიანი სჭირდება. ამბობენ, არყნარში კარგია თამაში, ფიჭვნარში – ლოცვა, ხოლო ნაძვნარში – ჩამოხრჩობა. ეს სხვადასხვა ხის გაშენების არსს კარგად გადმოსცემს. რა შეიძლება იყოს ცუდი, თუ სახლთან ახლოს ხეს დარგავთ?

Аlltime.ge–ს რედაქცია ამ საკითხის გარკვევას ეცდება.

ხეები სახლთან ახლოს

ახლოს დარგულმა ხემ სახლს და მის საძირკველს დიდი ზიანი შეიძლება მიაყენოს. დროთა განმავლობაში ხეების ფესვთა სისტემა, ძლიერი ტოტები და ღეროს სიმაღლე შენობას ანადგურებს.

რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა სახლის გვერდით გაშენებულია ნამდვილი ბაღი, სადაც მცხუნვარე მზის ან წვიმის დროს თავის შეფარება შეიძლება. გირჩევთ, რომ ბაღში დარგოთ ხეხილი ან დეკორატიული ხეები, რომელიც ეზოს გაუვალ ტყედ არ აქცევს.

ზოგიერთი ხის ნაკვეთზე დარგვა რეკომენდებული საერთოდ არაა. ეს ხეები ხალხის მიმართ არაკეთილგანწყობილნი არიან. მათ სანახავად ტყეში ან პარკში შეგიძლიათ წახვიდეთ, მაგრამ ყოველდღე მათთან კონტაქტი ძალიან სახიფათოა.

მაგალითად, ხალხში ტირიფი სევდასთან, წუხილთან, ცრემლთან და სიკვდილთან ასოცირდება. ის ასხივებს ნეგატიურ ენერგიას, რომელიც ადამიანებზე ძლიერ გავლენას ახდენს. სილამაზის და დეკორატიულობის მიუხედავად სახლთან ახლოს ტირიფის დარგვა არასასურველია. ტირილს ბევრი ტენიანობა უყვარს, ამიტომ მის გარშემო მიწას აშრობს და სხვა მცენარეები საკმარის სითხეს ვერ მიიღებს. ეს მიზეზია, რატომ იზრდება ხე ბუნებაში წყალსატევთან ახლოს.

წიწვოვან ხეებს აქვს ძლიერ განშტოებული ფესვთა სისტემა, რაც სახლის საძირკვლის დაზიანების მიზეზი შეიძლება გახდეს. ასევე ხე ელექტროგამტარია. მასში ელვა ხშირად გადის და ხანძარი ჩნდება. მიწა დაცვენილი ნემსების გამო ძლიერ მჟავდება, რაც მის გარშემო ყველა მცენარეს არ მოსწონს.

ვერხვი დიდებული, მაგრამ ძალიან სუსტი ხეა. ნიავზეც კი მისი ტოტები ტყდება. თავად ღეროც სუსტია. სწორედ ამიტომ, არის საშიშროება, რომ ვერხვმა მთელი სახლი დააზიანოს.

რომელი ხეები არ უნდა დარგოთ ეზოში

ძლიერი მუხა ზრდისთვის დიდ ადგილს მოითხოვს. ხალხში არსებობს რწმენა, რომ მუხა თავისი სიძლიერისთვის სახლში ყველა ცოცხალ არსებას სასიცოცხლო ძალებს ართმევს, ამიტომ მას შენობასთან ახლოს არასდროს რგავდნენ.

კონტრასტების ხე, არყის ხე. ძველად არყის ხიდან სასაფლაოსთვის ჯვრებს ამზადებდნენ. სწორედ ამიტომ, ეს ხე ასოცირდება სიკვდილთან და ამავდროულად ნაყოფიერებასთან, დარდთან და უმანკოებასთან, სიკეთესთან და ბოროტებასთან. ეს ხე დედამიწაზე სიცოცხლის ციკლური ბუნების სიმბოლოა. ფანჯრის ჩარჩოებში ან ხატებთან დადებული არყის ტოტებით სახლს ხანძრისა და სეტყვისგან იცავდნენ.

აი, ცირცელი სახლთან ახლოს აუცილებლად უნდა დარგოთ. ამ ხეს წარმატება და სიყვარული მოაქვს, ღამით ავ სულებს განდევნის. შემოდგომაზე ცირცელი თავისი მწიფე კენკრით და ოქროსფერი ფოთლებით ნამდვილი დეკორი გახდება.

კიდევ ერთი კარგი ხეა ლარიქსი. ეს ხე ასოცირდება ახალგაზრდობასთან, სილამაზესთან და დღეგრძელობასთან. ამ ხის ტოტებით რთავდნენ ქოხის შესასვლელ კარს, სადაც ახალდაქორწინებულები ცხოვრობდნენ. ასევე მოსავლის აღების დღეს გვირგვინებში იწნავდნენ.

ღვია ყველა ცოცხალი არსების გამარჯვებასთან ასოცირდება. ამ ხეს რგავდნენ მთელ სოფლებში, რომ უსიამოვნება და თავდასხმა აერიდებინათ. მსხალი ქალური ბედნიერების სიმბოლოა. მისი ნაყოფი ჰგავს ქალის ფიგურას და დღეგრძელობის, ოჯახური ბედნიერების და ჰარმონიის სიმბოლოა, ასევე დედობრივ ინსტინქტს აძლიერებს.

Advertisement