თავის მოვლა
ხახვი ნებისმიერ ასაკში თმის ცვენის შეფერხებაში დაგეხმარებათ
ყოველდღე თმის ცვენა ნორმალურია. ასე სკალპის ზედაპირის განახლება ხდება. თუმცა დაცვენილი თმის რაოდენობას ყურადღება უნდა მიაქციოთ.
თუ თქვენი ფაფარი რამდენჯერმე შემცირდა, ხოლო გვერდებზე სიმელოტის ნიშნები გაჩნდა, ეს ტრიქოლოგთან მიმართვის ნიშანია. სპეციალისტი თმის კომპლექსურად მკურნალობაში დაგეხმარებათ. თუ ახლა ყველაფერი ნორმალურადაა, მაგრამ გენეტიკური მიდრეკილება გაქვთ, Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ეფექტურ მეთოდს სიმელოტის პრევენციისთვის.
მანამ გიამბობთ, რა იწვევს თმის ცვენას და როგორ შევებრძოლოთ.
თმის ცვენის ნიშნები
- თავზე მელოტი ადგილები ჩნდება;
- დაბანის შემდეგ 15-20 ღერზე მეტი თმა გცვივათ;
- სავარცხელზე უფრო მეტი თმა რჩება;
- წარბები და წამწამები იშვიათდება;
- სკალპის ქავილი და აქერცვლა გაწუხებთ;
თმის უხვი ცვენა ხშირად სერიოზულ დარღვევასა თუ დაავადებაზე მიგითითებთ. ბევრი ფული, დრო და ნერვი რომ არ დახარჯოთ, მიზეზებში ცივი გონებით გაერკვიეთ.
სიმელოტის მიზეზები:
- გენეტიკა
- ქიმიური ნივთიერებების შედეგი
- ჰორმონალური დარღვევები
- რადიაცია
- აუტოიმუნური დაავადება
- კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადება
- პარაზიტებით გავრცელებული ინფექციები
- ოპერაციიების და ტრავმის შედეგები
- მტანჯველი დიეტა ან დაუბალანსებელი კვება
- ვიტამინების დეფიციტი
- დეპრესია, სტრესი
- მედიკამენტების მიღების გვერდითი რეაქციები
- ორსულობა, მშობიარობის შემდგომი აღდგენა
რეკომენდებულია, სიმელოტის პრევენციისთვის წელიწადში ერთხელ 2 თვის განმავლობაში თმის ბოლქვების გამაძლიერებელი სპეციალური ნიღაბი გაიკეთოთ.
- 1 ხახვის ფურცლები დააქუცმაცეთ. 1,5 ს/კ მუხის ქერქი დაუმატეთ. 2 ჭიქა წყალი დაასხით. 30 წუთით სუსტ ცეცხლზე ხარშეთ.
- 1 ს/კ მიხაკი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და ნახარში 3 საათით დააყენეთ.
- საწურში კარგად გადაწურეთ.
- მიღებული საშუალება ყოველი დაბანის წინ 1,5 საათით ადრე თმის ძირებში წაისვით. მეტი ეფექტისთვის ნაყენი შეათბეთ და თავი პირსახოცით შეიფუთეთ. კვირაში მაქსიმუმ 2–ჯერ გამოიყენეთ.
ხახვი თმის ბოლქვებს კარგად აძლიერებს, ხოლო მუხის ქერქი თმას აღადგენს. მიხაკი ზრდას აჩქარებს და თმას ბზინვარებას ანიჭებს. აუცილებლად სცადეთ!