Connect with us

ტესტები

ხასიათის განსაზღვრა ტუჩსაცხით. ძალიან საინტერესო დაკვირვება

ტუჩსაცხი ძალიან ინდივიდუალური, შეიძლება ითქვას, ინტიმური ნივთია თქვენს კოსმეტიკაში. მას თქვენი სუსტი და ძლიერი მხარეების ზუსტად გამოაშკარავება შეუძლია. მოცემულ სურათს ყურადღებით დააკვირდით და აირჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც თქვენი ტუჩსაცხის ფორმას ყველაზე მეტად გახსენებთ.

1. მომრგვალებული თავი

ასეთი ტუჩსაცხის მფლობელი საკმაოდ მომხიბვლელი ქალია, რომელიც მამაკაცებს მოსწონთ. სულგრძელი და თავისუფალი ხართ, საზოგადოების აზრს ყურადღებას არ აქცევთ, რადგან თავის ფასი ისედაც იცით. კარგი დიასახლისი ხართ, მაგრამ თავის მოვლას ასწრებთ. გემოვნებით, კაშკაშად იცვამთ. უარყოფითი მხარეებიდან აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით და ზედმეტად პრინციპული ხართ.

2. წვეტიანი თავი

ჯიუტი და შეუპოვარი ხართ. ნებისმიერი აკრძალვა და შეზღუდვა განწყობას გიფუჭებთ, ამას უბრალოდ ვერ იტანთ. კამათზე გიჟდებით და ამით უამრავ ემოციას იღებთ. კარგი ორგანიზატორი ხართ და პასუხისმგებლობის გრძნობა არ გაკლიათ, მაგრამ თქვენი ლიდერული სიმაღლიდან სხვებთან შეგუება გიჭირთ. გულწრფელი და გულახდილი ხართ, მუდმივად სამართლინობისთვის მებრძოლი.

3. ორივე მხრიდან წვეტიანი თავი

ასეთი ტუჩსაცხი მფლობელის თავმომწონეობაზე საუბრობს. დაბალი თვითშეფასება თქვენზე არაა. საბედისწერო ქალი ხართ, საკუთარ თავზე გიჟდებით და დასახულ მიზნებს აღწევთ. კარგი მეხსიერება და შეუდარებელი გემოვნება გაქვთ. ფულს რთულად შორდებით, მაგრამ საკუთარ თავზე არ ზოგავთ. ქორწინებაშიც უფრო საკუთარი თავისთვის ცხოვრობთ, ვიდრე მეუღლისთვის.

4. ჩაზნექილი თავი

ეს დაკვირვების და ცნობისმოყვარეობის ნიშანია. ჭორებსა და ინტრიგებზე გიჟდებით. საკმაოდ საინტერესო ბუნება გაქვთ და როცა რამეს ყვებით ცოტა შელამაზება გიყვართ. სიმართლე რომ ვთქვათ, თქვენი მოსმენა სასიამოვნოა. ამავდროულად, ოჯახი ძალიან გიყვართ და ახლობლების შეურაცხყოფის უფლებას არავის მისცემთ.

5. გლუვად დახრილი თავი

ასეთი ტუჩსაცხის მფლობელი გოგონა ძალიან გულახდილია. უფრო მეტს გეგმავთ, ვიდრე ასრულებთ. ადვილად გწყინთ და ასევე ადვილად პატიობთ. პირობას იძლევით და მალევე გავიწყდებათ. შეიძლება ითქვას, რომ ცოტა ფუქსავატი ხართ. უბრალოდ ასეთი ხასიათი გაქვთ. თქვენი ხელგაშლილობა და სტუმართმასპინძლობა ყოველივე ზემოთქმულს ფარავს.

6. მომრგვალებული, მაგრამ წვეტიანი თავი

ეს ტუჩსაცხი იმის ნიშანია, რომ ოჯახს საკუთარ თავს უძღვნით. მართვა შეგიძლიათ. უფრო მოქმედების, ვიდრე სიტყვის ადამიანი ხართ. თქვენი სახლი თქვენი ციხესიმაგრეა. წვრილმანებზე გაჯიუტება და გაზვიადება გახასიათებთ. საზოგადოების გარეშე ვერ ძლებთ.

7. სწორი თავი

ასეთი ტუჩსაცხი ენერგიულ, მოუსვენარ ქალს აქვს, რომელიც კარგი მეგობარი და პარტნიორია. მიზანდასახულობა მისი ძლიერი მხარეა, როგორც მსხვერპლშეწირვა. ერთი შეხედვით ჭირვეული ქალის შთაბეჭდილებას ტოვებთ, მაგრამ ასე არაა. მამაკაცის ყურადღებაზე გიჟდებით და განწყობის ცვლილებაზე დამოკიდებული ხართ.

8. ტუჩსაცხი საწყის ფორმას ინარჩუნებს

თუ კოსმეტიკის ჩანთაში სწორედ ასეთი ტუჩსაცხი გაქვთ, თქვენ მიზანდასახული, მოწესრიგებული და ანგარიშიანი გონების მფლობელი ხართ. საიდუმლო გაქვთ და ვერ იტანთ, როცა ვინმეზე დამოკიდებული ხართ. ძალებს და შესაძლებლობებს სწორად აფასებთ და იმაზე მეტს არ იღებთ, ვიდრე შეგიძლიათ მიიღოთ. დიდი მოთმინებით არ გამოირჩევით და სულიერი განცდები გაშინებთ.