Connect with us

საკითხავი

ხალხური ხრიკი ნაცრით, რომელიც ქსოვილებს ცხიმის ლაქებს აშორებს

თანამედროვე დიასახლისს სახლის დალაგებაში სხვადასხვა ტექნიკა, სარეცხი და საწმენდი საშუალებები ეხმარება. ძველად ნივთების გასარეცხად და სახლის დასალაგებლად ხელმისაწვდომ და მარტივ საშუალებებს იყენებდნენ. უნდა ითქვას, რომ ამ მეთოდებს ეფექტური შედეგი ჰქონდათ. დამატებით, ნატურალური და უსაფრთხო იყო. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ხალხურ ხრიკს ნაცრით, რომელიც ქსოვილებს ცხიმის ლაქებს მარტივად აშორებს. გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ეფექტური მეთოდი ნივთების სარეცხ მანქანაში გასარეცხად.

როგორ მოვაშოროთ ცხიმი

ბევრი იფიქრებს, რომ ნაცრით ცხიმის მოშორება შეუძლებელია. მხოლოდ სულელი თუ დაუმატებს ნაცარს სარეცხ მანქანას და კარგი შედეგის იმედი ექნება. ის ხომ ტანსაცმელს უფრო გააჭუჭყიანებს. სინამდვილეში, ნაცრის პირდაპირ გამოყენებას არავინ გირჩევთ. ნაცრის ხსნარი უნდა მოამზადოთ.

ხსნარის მოსამზადებლად 6-8 სუფრის კოვზი ნაცარი და 1 ლიტრი ცხელი წყალი აურიეთ. მხოლოდ სუფთა ხის ნაცარი გამოიყენეთ. პლასტმასი და გალაქული ხე შედეგს ვერ მოგცემთ და სიტუაციას გაამწვავებს.

ნარევს აურიეთ და ზუსტად 20 საათით გააჩერეთ. თუ უფრო დიდხანს გააჩერებთ, PH–ის დონე სარეცხად შეუფერებელი იქნება. ხსნარი მარლაში ან საცერში რამდენჯერმე გადაწურეთ. ხსნარში ხის ნაწილაკები არ უნდა დარჩეს. მხოლოდ სუფთა სითხე გჭირდებათ.

თუ სურვილი გაქვთ, ნაცრის ხსნარს ნებისმიერი ეთერზეთი დაუმატეთ. ასე სარეცხი არომატული გახდება. ხსნარის მომზადების შემდეგ რეცხვის ციკლი ჩართეთ. ნაცარი ცხიმს ადვილად უმკლავდება. სამზარეულოს პირსახოცის გასარეცხად გამოიყენეთ, ასე ქსოვილი დარბილდება და განახლდება.

ხსნარი დოლურაში ან სარეცხი ფხვნილის უჯრაში ჩაასხით. რაოდენობაში არ გადააჭარბოთ. ერთ რეცხვაზე 6 სუფრის კოვზი ნაცრის ხსნარი საკმარისია. სტანდარტული რეჟიმი ჩართეთ. შედეგით ნასიამოვნები დარჩებით.

ამ მეთოდით სარეცხ ფხვნილს ვერ დაივიწყებთ, რადგან კომფორტული და მოსახერხებელია. თუმცა ნაცარი პრაქტიკული და იაფი ვარიანტია, რომელიც ერთხელ მაინც უნდა სცადოთ.

Advertisement