Connect with us

ჯანმრთელობა

ხალხური საშუალებები კბილის ტკივილის დროს: რომელი გვშველის და რომელი გვაზიანებს

განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში კბილების მკურნალობა ერთ–ერთი ყველაზე ძვირი სამედიცინო მომსახურებაა. ზოგიერთ ადგილას მასზე დაზღვევაც არ ვრცელდება! სტომატოლოგს უფრო იშვიათად სტუმრობენ, ვიდრე თერაპევტს, თუმცა საკმარისია ერთი კბილი აგტკივდეთ, რომ მხოლოდ იმაზე იფიქროთ, სად იპოვოთ კბილის ტკივილის სამკურნალო საშუალება.

რა თქმა უნდა, ექიმთან მისვლა საუკეთესო გამოსავალია, რომელიც პრობლემას მოაგვარებს. იშვიათად მტანჯველი კბილის ტკივილი შეგიძლიათ მარტივი მეთოდით მოიშოროთ. სამწუხაროდ, ხალხური მედიცინა ბევრ ნაკლებად ეფექტურ და სახიფათო „მედიკამენტს“ გვთავაზობს. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ რომელი ხალხური საშუალების გამოყენება არ ღირს კბილის ტკივილის დროს.

საშუალებები კბილის ტკივილის დროს, რომლებიც არ მუშაობს

წყალბადის ზეჟანგი

დეზინფექციის საკმაოდ საეჭვო მეთოდი. დიახ, წყალბადის ზეჟანგის და წყლის ხსნარი (1:1) ტკივილს დროებით აქრობს და გინგივიტის განვითარებას აფერხებს, მაგრამ უფრო მეტ ზიანს გაყენებთ. მაგალითად, წყალბადის ზეჟანგი მინანქარს აზიანებს და შეიძლება პირის ღრუში დამწვრობა გამოიწვიოს. არაფერს ვამბობთ სხვა შედეგებზე, თუ მოულოდნელად ხსნარს გადაყლაპავთ.

მიხაკის ზეთი

ამ საშუალებას ჯერ კიდევ შორეული წინაპრები იყენებდნენ. საქმე იმაშია, რომ ლორწოვან გარსზე ზეთის მოხვედრა ამ ნაწილის გაშეშებას იწვევს. ამრიგად, ტკივილი დროებით ქრება, მაგრამ მიხაკის ზეთის ეფექტი დიდხანს არ გრძელდება, თან შეიძლება მომავალში ტკივილი გააძლიეროს.

პიტნის ჩაი პაკეტში

აბსოლუტურად უსაფრთხო, მაგრამ ნაკლებად ეფექტური მეთოდი. ცივი ჩაის პაკეტი ღრძილზე 15 წუთით გაიჩერეთ. თუმცა მოშორებისთანავე ტკივილი რამდენიმე წუთში დაბრუნდება.

მარილის ხსნარი

უსაფრთხო მეთოდი პირის ღრუს გასაწმენდად და ანთების შესამცირებლად. მარილი ბაქტერიების გამრავლებას ხელს უშლის და რეგულარული გამოვლებისას შვებას იგრძნობთ. თუმცა მთავარ პრობლემას არ აგვარებს, თუ ეს სტომატიტი არაა.

სპირტი

ცნობილია, რომ ალკოჰოლი ტკივილის რეცეპტორების ეფექტურობას ამცირებს. ხალხურ მედიცინაში შეხვდებით რეკომენდაციას, როგორიცაა „სპირტში დასველებული ბამბის დისკი კბილზე დაიდეთ“. ეს სარგებელს არ მოგიტანთ, ხოლო ტკივილი მხოლოდ რამდენიმე წუთით გაქრება.

აი, ორგანიზმისთვის ზიანი აშკარაა, რადგან ნებისმიერი ალკოჰოლი მოწამვლის ეფექტს იწვევს. განსაკუთრებით სახიფათოა პატარა ბავშვებისთვის, მათში პატარა დოზა სპირტიც ღებინებას და თავბრუსხვევას იწვევს.

ნიორი

თავისი მოქმედებით ანტიბიოტიკს ჰგავს და ბაქტერიული ინფექციების განვითარებას აფერხებს. თუ ინფექცია ან სტომატიტი გაქვთ, ნიორი პრობლემას მოაგვარებს. აი, კბილის პრობლემების შემთხვევაში ვერ დაგეხმარებათ.

ვანილის ექსტრაქტი

აუცილებელი არაა, რომ კონკრეტულად ვანილის ექსტრაქტი იყო. ყველა ექსტრაქტი ალკოჰოლს შეიცავს, რომელიც მტკივნეული ნაწილის დაბუჟებას იწვევს. გამოდის, საშუალება ბავშვებისთვის სახიფათოა და გამოჯანმრთელებას არ იწვევს.

ზოგიერთი ხალხური საშუალება უსიამოვნებთან ბრძოლისას ნამდვილად ეფექტურია, ოღონდ არა მაშინ, როცა საქმე კბილებს ეხება! სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ფიზიკური ჩარევა ან სერიოზული პრეპარატები გვჭირდება. მაგალითად, კარიესის, პულპიტის, პაროდონტოზის და მინანქრის დაზიანების დროს. სწორედ ამიტომ, კბილის ტკივილის დროს ექიმთან მისვლა ერთადერთი საშუალებაა. ეს ინფორმაცია ახლობლებს და მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ!