Connect with us

საკითხავი

ხალხური საშუალება, რომელიც ტაფას ბზინვარებას დაუბრუნებს. ნამწვს დაივიწყებთ

ტაფა, რომელიც ნამწვის სქელი ფენით დაფარულია, უიმედოდ გამოიყურება. მის გაწმენდას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. ქიმიკატების გამოყენებისას ხელის კანი შეიძლება დაიზიანოთ. ძლიერი გახეხვის შემთხვევაში ტაფის ზედაპირი დაზიანდება. ასე გამოუსადეგარი გახდება. ყოველ ჯერზე საჭმელს დაიკრავს. ნამწვის მოსაშორებლად ძალიან ნაზი საშუალება გჭირდებათ.

Аlltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ხალხურ მეთოდს ბრინჯით, რომელიც ნამწვის პრობლემას მარტივად გაუმკლავდება. ამჯერად ბრინჯით კერძს არ მოვამზადებთ, არამედ ჭურჭელს იდეალურად გავწმენდთ.

როგორ გავწმინდოთ ტაფა ნამწვისგან

ბრინჯით

ბრინჯი საიმედო საწმენდი საშუალებაა. გამოგადგებათ მინანქრის და ალუმინის ჭურჭელზეც. ერთი მუჭა ბრინჯი ტაფაში ჩაყარეთ. 1 ჭიქა წყალი დაასხით. მიმწვარი ადგილი წყლით უნდა დაიფაროს. ცეცხლზე დადგით. მარცვლეულის დარბილებას დაელოდეთ, შემდეგ ქურიდან გადმოდგით. ახლა ნარევის გაგრილებას დაელოდეთ. ხის სპატულით დარბილებულ ნამწვს ადვილად მოაშორებთ.

ბონუს საშუალებები

აქტივირებული ნახშირი. უჩვეულო, მაგრამ ეფექტური მეთოდია. რამდენიმე აბი დაფშვნილი ნახშირი ტაფაში ჩაყარეთ. 30 წუთის შემდეგ ცოტა ცივი წყალი დაასხით. 30 წუთის შემდეგ ჭურჭლის სარეცხი საშუალებით გარეცხეთ.

სოდა. ტაფას ნამწვს როგორც შიგნიდან, ასევე გარედან აშორებს. ტაფა დიდ ქვაბში ჩადეთ. ქვაბში 6 ლ წყალი ჩაასხით და 500 გ სოდა ჩაყარეთ. ცეცხლზე დადგით და აადუღეთ. შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და 2-3 საათით გააჩერეთ. ტაფის გაგრილებას დაელოდეთ, შემდეგ სარეცხი საშუალებით გარეცხეთ.

მნიშვნელოვანია! სოდის გამოყენებამდე ფანჯრები გააღეთ და გამწოვი ჩართეთ.

Advertisement