Connect with us

ჯანმრთელობა

ხალხური ამოსახველებელი საშუალებები პატარებისა და უფროსებისთვის

გაზაფხულზე ჰაერის ტენიანობა იზრდება, ტემპერატურა უფრო მისაღები ხდება. როგორ შეიძლება ასეთ დროს ავად გახდომა? ჩემმა უმცროსმა ვაჟმა დაამტკიცა, რომ რეალურია. უკვე მეორე დღეა მშრალ ხველას ვმკურნალობთ. საბედნიეროდ, ხალხური ამოსახველებელი საშუალებები ყოველთვის მაქვს.

გადავწყვიტე, რომ ტრადიციული მედიცინა ჯერ არ გამოვიყენო. ქიმიით გაჭყეპვას კიდევ მოასწრებს. ჯერჯერობით ძველებურად ვმკურნალობ, როგორც ბებიამ მიანდერძა. ასე მშრალ ხველას ჩემს ოჯახში არა ერთი თაობა მკურნალობდა.

4 ხალხური ამოსახველებელი საშუალება, რომელთა ეფექტურობა პრაქტიკაში დამტკიცებულია

შვრიის ფანტელების ნახარში. 1 ჭიქა შვრის ფანტელებს 2 ჭიქა რძე დაასხით. ნარევი დარბილებამდე სუსტ ცეცხლზე ხარშეთ, მუდმივად აურიეთ. მზა ნახარში ცოტა გააგრილეთ და 1 კოვზი თაფლი დაუმატეთ. თბილი ნარევი მცირე ულუფებით დღეში 6–ჯერ მიიღეთ.

ბალახების ნარევი. მშრალი ხველის წინააღმდეგ გვრილას ხმელი ყვავილების და ვირისტერფას ფოთლების ნაყენი მეტნაკლებად ეფექტურია. ნარევს მდუღარე წყალი დაასხით, გააგრილეთ და გადაწურეთ. ნახევარი ჭიქა სასმელი დღეში 4–ჯერ დალიეთ.

სოდა. 0,5 ჩ/კ სოდა 200 მლ თბილ წყალში გახსენით. ხსნარი ინჰალაციის ბაზად ან ყელის სავლებად გამოიყენეთ. სოდას რძე შეგიძლიათ დაუმატოთ. საშუალების დოზირება და მიღების სიხშირე მკურნალ ექიმთან კონსულტანციაზე განიხილეთ.

ბორჯომი. სოდიანი საშუალების უფრო ძვირადღირებული ვარიანტია. თუ ეს ქართული სასმელი გიყვართ, სასიამოვნო მეთოდია. მინერალური წყალი ანალოგიურად გამოიყენეთ: რძე და კარაქი აურიეთ.

როგორ მოვიშოროთ მშრალი ხველა ლეღვით

მეთოდი, ძირითადად, შემოდგომაზე შეგიძლიათ გამოიყენოთ, როცა ლეღვის მწიფე ნაყოფი ბაზარში გამოდის. სამწუხაროდ, წლის ამ სეზონზე ბავშვები ხშირად ავადდებიან. ათი მწიფე ნაყოფი აიღეთ და კარგად დააქუცმაცეთ. 1 ლ თბილი რძე დაასხით და 15 წუთით ხარშეთ. თბილი სასმელი დღეში 4–ჯერ, ჭამის შემდეგ დალიეთ.

ღამის ხველა

თუ ხველა ღამით დაძინებაში ხელს გიშლით, პრობლემა არატრადიციული მეთოდით მოიშორეთ. ამ სასმელის რეცეპტიც ბებიასგან გადმომეცა. 100 გრ თბილი რძე, 1 უმი კვერცხი და 1 ს/კ თაფლი აურიეთ. ნარევი ძილის წინ დალიეთ.

მშრალი ხველის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურ საშუალებად ინჰალაცია ითვლება. როგორ მკურნალობთ მშრალ ხველას?

Advertisement