ჰოროსკოპი
ხალები და ბედი: სახეზე ხალების 25 და სხეულზე 19 პოზიციის მნიშვნელობა
თითოეულ ადამიანს თავისი ბედი აქვს. ზოგი თვლის, რომ ის ხელისგულის ხაზებშია დაშიფრული, ზოგი ვარაუდობს, რომ ის პლანეტების ადგილმდებარეობით განისაზღვრება. ეზოთერიკაში მომავლის და აწმყოს გაშიფვრის კიდევ ერთი მეთოდი არსებობს. ესაა სხეულზე ხალის მნიშვნელობის ცოდნა. Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ თქვენი ბედი სხეულსა და სახეზე ხალების მდებარეობით გაარკვიოთ.
როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ხალს სიბერის შენელების პროცესის მითითება შეუძლია. ბევრი ხალი სხეულზე შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კარგი ჯანმრთელობა გაქვთ.
ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ხალის უჯრედების განახლების პროცესი სწრაფად ხდება. ბევრ კულტურაში მიიჩნევენ, რომ სახესა და სხეულზე ხალები ადამიანის მომავალზე მთელ რიგ ინფორმაციას იძლევა. ერთად გავარკვიოთ, თუ რას ამბობს ხალი სახესა და სხეულზე.
ხალები სახეზე და მათი მნიშვნელობა
თავდაპირველად, სახეზე ხალების არსებობა შეამოწმეთ და მათი პოზიცია ქვემოთ მოცემული სქემით განსაზღვრეთ.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ თვალსაჩინო ხალები უნდა გაითვალისწინოთ. ძალიან პატარა ლაქებს ან აკნეს კვალს ყურადღება არ მიაქციოთ. ხალების პოზიციების განსაზღვრის შემდეგ მათი მნიშვნელობა წაიკითხეთ.
პოზიცია 1–3
ბუნებით უზრუნველი და ურჩი ხართ. დიდ შემოქმედებით ენერგიას ფლობთ, რომელიც განსაკუთრებით მაშინ ვლინდება, როცა ხელმძღვანელი ზეწოლას არ ახდენს. სამსახური სიამოვნებას განიჭებთ.
ყველაზე წარმატებული მაშინ ხართ, როცა საკუთარი თავის უფროსი ხართ და სხვების მითითებას არ ასრულებთ. თქვენი უჩვეულო მიდგომა ყველას აღაფრთოვანებს.
პოზიცია 4
იმპულსური ადამიანი ხართ. ეს თქვენს ცხოვრებაზე როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ერთი ვარიანტის არჩევა თქვენთვის რთული ამოცანაა. მეორე მხრივ, როცა შეუჩერებელ, უშრეტ ენერგიას ავლენთ, გარშემომყოფები აღფრთოვანებულნი არიან. ეს ხალი ფეთქებადობაზეც საუბრობს.
თუ უფრო გაწონასწორებული გახდებით, სულიერ ჰარმონიას მოიპოვებთ. ნებისმიერ თემაზე კამათი შეგიძლიათ, მაგრამ კამათის წყენად გადაზრდას არასდროს უშვებთ.
პოზიცია 5
თუ ხალი ზუსტად წარბის ზემოთ გაქვთ, ეს იმას ამბობს, რომ ფინანსურ საკითხებში იღბლიანი ხართ. გასამდიდრებლად ბევრი შრომა, სხვებზე მეტად გარჯა მოგიწევთ.
გაითვალისწინეთ, რომ ფული საიმედო ადგილას უნდა შეინახოთ, რადგან თქვენს ცხოვრებაში ბევრი შურიანი ადამიანი არსებობს, რომლებიც მზად არიან თქვენი ფული ხელში ჩაიგდონ.
დიდი მოგების და სწრაფი გამდიდრების დაპირებას თავი აარიდეთ. სხვებს თქვენი ფინანსების მართვის უფლება არ მისცეთ და ბრმად არ ენდოთ.
პოზიცია 6
ეს თქვენი მხატვრული ან მსახიობური ნიჭის ასახვაა. შემოქმედებითი ადამიანი ხართ, ბუნებით მშვენიერების გრძნობით დაჯილდოებული ხართ.
ასეთი ხალი მიგანიშნებთ, რომ გამდიდრების შანსი გაქვთ, თუმცა ბევრ ფულს მხოლოდ მაშინ გამოიმუშავებთ, როცა საკუთარ სურვილებს და გრძნობებს გაჰყვებით. შემოქმედებითი შესაძლებლობა წარმატებას, აღიარებას და კეთილდღეობას მოგიტანთ. უბრალოდ უფრო თამამი იყავით!
პოზიცია 7
წარბის ქვეშ ხალი ოჯახში უთანხმოებაზე მიგითითებთ. მოსალოდნელია კამათი შორეულ ნათესავთან, რომელიც სტრესის და ნერვიულობის მიზეზი გახდება, ეს კი თქვენს პირად ცხოვრებასა და სამსახურზე ცუდად აისახება.
სულიერი წონასწორობის დაბრუნებას შეძლებთ თუ ნათესავს დაელაპარაკებით და პრობლემას მოაგვარებთ. ყველაფერი გონივრულად უნდა გააკეთოთ.
პოზიცია 8
ეს ხალის არასასურველი ადგილმდებარეობაა. მფლანგველობა თქვენს ფინანსურ საქმეებს საფრთხეს უქმნის. უფრო მეტიც, შეიძლება აზარტული თამაშების მიმართ ძლიერი ლტოლვა გქონდეთ. უნდა იცოდეთ, სად დააწესოთ ზღვარი.
გარდა ამისა, ფლირტი გიყვართ. რჩევა: ფრთხილად იყავით და პარტნიორი კარგად აირჩიეთ. ასე ბევრ უსიამოვნებას თავიდან აიცილებთ.
პოზიცია 9
კიდევ ერთი ხალი არახელსაყრელი პოზიციით. ის სექსუალურ პრობლემებსა და ცხოვრებაში ბევრ უსიამოვნებაზე საუბრობს. სჯობს პირველივე შესაძლებლობაზე მოიშოროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს ცხოვრებაში ყველა შესაძლო უბედურებას და უსიამოვნებას მოიზიდავს.
პოზიცია 10
ხალი პირდაპირ ცხვირის ქვეშ მიგითითებთ, რომ შვილებში გაგიმართლებთ. ყოველთვის მოსიყვარულე და მზრუნველი ოჯახის წევრების გარემოცვაში იქნებით. ბევრი შვილი და შვილიშვილი გეყოლებათ. შეძლებთ ან უკვე შეძელით ემოციური და მატერიალური კეთილდღეობის მიღწევა.
პოზიცია 11
ეს ხალი ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრობს. თქვენ ხშირად ავადმყოფობთ. სჯობს ხალი მოიშოროთ, განსაკუთრებით მუქი ფერის და დიდი ზომის ხალი. თუ ხალი პატარაა, კოსმეტიკით შეგიძლიათ დაფაროთ.
პოზიცია 12
ასეთი ხალი მიგითითებთ, რომ წარმატებული და ცნობილი ადამიანი ხართ დამკვიდრებული ცხოვრების წესით. თქვენ გაქვთ ან გექნებათ ბევრი ფული და დიდება.
მდიდრული ცხოვრებით ტკბობის გარდა ოჯახურ ცხოვრებაშიც ბედნიერი ხართ. ასეთი ხალის მქონე ქალს ცხოვრებაში განსაკუთრებით უმართლებს, რადგან უჩვეულოდ ლამაზი და მომხიბვლელია.
პოზიცია 13
ასეთი ხალი შვილებთან ცუდ ურთიერთობაზე საუბრობს. ეს შეიძლება თქვენი თავის ტკივილი გახდეს. თავს უძლურად გრძნობთ, რადგან დიდი არაფრის შეცვლა არ შეგიძლიათ. ერთადერთი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ – მათი ცხოვრების წესის მიმართ მეტი მოთმინება გამოიჩინეთ.
პოზიცია 14
ეს ხალი ჭამის სიყვარულსა და ჭარბი წონის შესაძლო პრობლემებზე მიგითითებთ. შესაძლოა ბევრ პროდუქტზე ალერგია გქონდეთ, მთლიანობაში ბევრი ჭამისკენ მიდრეკილება გაქვთ.
პოზიცია 15
თქვენ თავგადასავლების მოყვარული ხართ. მუდმივად უნდა იმოძრავოთ. ახალი ადამიანები და ადგილები შთაგონებას განიჭებთ.
თავს უბედურად გრძნობთ, თუ დიდი ხნით ერთ ადგილას ყოფნა გიწევთ. მეტი სიამოვნება მიიღეთ, სახლი განაახლეთ. დეტალებს ბევრ ყურადღებას უთმობთ.
პოზიცია 16
ცხოვრებაში 2 მთავარი პრობლემა გაქვთ: სექსუალური ცხოვრება და კვების ჩვევები. შესაძლოა წონის პრობლემები გაქვთ, რომელიც დეპრესიის განვითარებას ხელს უწყობს.
პირად ცხოვრებაში რომანტიკული ურთიერთობით ტკბებით და ერთდროულად რამდენიმე ადამიანის მიმართ გრძნობებს განიცდით. გარკვეული მორალური მოსაზრება გაქვთ, ამის გამო დანაშაულის გრძნობა და სტრესი გაწუხებთ.
პოზიცია 17
თქვენ დიდ საზოგადოებრივ აღიარებას მოიპოვებთ. კომუნიკაბელური და სოციალურ წრეში საკმაოდ აქტიური ხართ. საკუთარ ღირსებებზე დიდმა წარმოდგენამ შეიძლება თქვენი კარგი რეპუტაცია შელახოს. ეს, თავის მხრივ, დაგაზარალებთ, რადგან თავდაჯერებულობა და თვითშეფასება სხვების მოსაზრებასთან პირდაპირ კავშირშია.
პოზიცია 18
მოგზაურობა თქვენი ცხოვრების დიდ ნაწილს იკავებს ან მალე დაიკავებს. საზღვაო მოგზაურობა გიყვართ და ყოველთვის მოძრაობაში ხართ. თუმცა საზღვაო მოგზაურობის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ამ ხალის პოზიცია მიგითითებთ, რომ დრო და დრო სჯობს სახლში დარჩეთ და ბედი ზედმეტად არ გამოსცადოთ.
პოზიცია 19
ასეთი ხალი ფინანსურ საკითხებში იღბალზე საუბრობს. კარგ მეგობრებშიც გიმართლებთ.
თუმცა ამ ხალს სხვა მნიშვნელობა აქვს: საპირისპირო სქესის ტვინის გაბურღვისკენ მიდრეკილება. ეს სისუსტე შეიძლება ბევრი უსიამოვნების მიზეზი გახდეს. სწორედ ამიტომ, თქვენი ვნება აკონტროლეთ!
პოზიცია 20
ამ ადგილას ხალს ორმაგი მნიშვნელობა აქვს: დიდი წარმატება და წარმოუდგენელი იღბალი. ბედმა ცნობადობა მოგიმზადათ, რომელიც შეიძლება იყოს საყოველთაო აღიარება ან ცუდი ცნობადობა.
ჭკვიანი, შემოქმედებით უნარის მქონე ადამიანი ხართ, მაგრამ თქვენი ნიჭი როგორც კარგი, ასევე ცუდი მიზნისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. თქვენთან ხუმრობა და ღვარძლიანობა არ ღირს, რადგან არავის პატიობთ და ივიწყებთ. ეს ხალი ნიშანია, რომ მისი მფლობელი დაამახსოვრდებათ ან დიდებულ ადამიანად ან ტირანად.
პოზიცია 21
ეს კეთილი ნიშანია. ასეთი ხალის მქონე ადამიანი ყოველთვის მზადაა ლხინისთვის. ამ ხალის სხვა მნიშვნელობა: წარმატება და დიდება თქვენს მხარესაა.
პოზიცია 22
ბედნიერი და მშვიდი ცხოვრება გაქვთ. სპორტში დიდი შედეგის მიღწევა და გამოჩენილ სპორტსმენობის მიღწევა შეგიძლიათ. დიდებული და ავტორიტეტული ადამიანი ხართ. თუ ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებთ, დიდ წარმატებას მიაღწევთ.
პოზიცია 23
ეს მაღალი ინტელექტის ნიშანია. ასევე საზრიანობით და კარგად განვითარებული გადარჩენის ინსტინქტით გამოირჩევით. დიდხანს და შინაარსიანად იცხოვრებთ. ღრმა სიბერემდე აქტიურად იცხოვრებთ და ყოველთვის მეგობრების და ახლობლების გარემოცვაში ისიამოვნებთ.
პოზიცია 24
ეს ხალი მიგითითებთ, რომ ახალგაზრდობაში დიდება და წარმატება თქვენს მხარეს იქნება. სასურველია, ეს პერიოდია თქვენი სიბერისთვის გამოიყენოთ, რადგან ასეთი ხალის მქონე ადამიანებს სიბერეში ცხოვრება უჭირთ.
პოზიცია 25
წარმატება თქვენს მხარეს იქნება იმ გაგებით, რომ წარმატებული და ცნობილი ადამიანი გახდებით. თუმცა არ გადააჭარბოთ. ზომიერება დაიცავით და თქვენი ცხოვრება აუცილებლად ხანგრძლივი და ნაყოფიერი იქნება.
ხალების მნიშვნელობა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე
1. თავი
თავის მარჯვენა ნაწილზე მდებარე ხალი მიგანიშნებთ, რომ ნებისმიერ საქმეში წარმატებას მიაღწევთ. დიდი შანსი გაქვთ, რომ პოლიტიკაში ლიდერი პოზიციები დაიკავოთ ან ბიზნეს მაგნატი გახდეთ.
ხალი თავის მარცხენა ნაწილში სულიერი ცხოვრების მიმართ თქვენს ინტერესებზე საუბრობს. ოჯახური ცხოვრება თქვენთვის არაა. უპირატესობას ყოველთვის მოძრაობას ანიჭებთ. ლიტერატურა გიყვართ. შესაძლოა, ფინანსურ სირთულეებს ხშირად განიცდით.
2. თვალი
ხალი მარჯვენა თვალში მიგითითებთ, რომ სწრაფად სწავლობთ, ყველაფერს წამებში იტაცებთ. კარგ ფულს გამოიმუშავებთ მაშინაც კი, თუ სამსახურში ან ბიზნესში ძალიან წარმატებული არ იქნებით. თუ ხალი მარცხენა თვალშია, ხალხი პატივმოყვარედ მიგიჩნევთ. ასევე შეიძლება კანონგარეშე ურთიერთობა გქონდეთ.
3. ყური
ხალი მარჯვენა ყურზე ფუფუნებისა და მფლანგველობისკენ მიდრეკილებაზე მიგანიშნებთ. ადამიანი ასეთი ხალით თამამია.
4. ენა
ხალი ენის ცენტრში დასწავლის სირთულეზე მიგანიშნებთ. ასეთი ხალის მქონე ადამიანი ჩვეულებრივ ჩქარა არ ლაპარაკობს, ასევე გარკვეულ ფიზიკურ დისკომფორტს განიცდის.
თუმცა თუ ხალი ენის გვერდებზეა, ასეთ ადამიანს ლაპარაკი უყვარს და დარწმუნების ნიჭს ფლობს. ასეთი პოზიციის ხალი გამჭრიახობასა და დიპლომატიაზე საუბრობს. ადამიანი შვილების მომავლის უზრუნველყოფაზე ზრუნავს.
5. კისერი
ხალი კისრის უკანა ნაწილზე იმას ნიშნავს, რომ ადამიანი წყობილებიდან ადვილად გამოდის. ასევე ანტისაზოგადოებრივ მოქმედებას ჩადის.
ხალი კისრის წინა ნაწილზე ამბობს, რომ ადამიანს სასიამოვნო ხმა და მხატვრული ნიჭი აქვს. ასეთ ადამიანს ბედნიერი ოჯახური ცხოვრება ელის.
6. მხრები
ხალი მარჯვენა მხარზე – ნიშანი, რომ თამამი და სამსახურში პუნქტუალური ადამიანი ხართ. დაკისრებულ ამოცანას ყოველთვის დროულად ასრულებთ. ხალი მარცხენა მხარზე – ჭირვეული და პრეტენზიული ხასიათის ნიშანი.
7. მკერდი
ამ ადგილას ხალი შესაძლო ფინანსურ პრობლემებსა და ვალებზე საუბრობს. თუ ხალი მარჯვენა მკერდზეა ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაში პატივისცემით სარგებლობთ.
თუ ხალი მარცხენა მკერდზეა, გამოდის მარტო ცხოვრობთ, მეგობრებისა და ოჯახისგან გარიყული. ეს თქვენს არაჩვეულებრივ გონებაზე მიგითითებთ.
8. იღლიები
ხალი მარჯვენა იღლიაში ზედმეტ ხელმომჭირნეობაზე საუბრობს. ფულის დახარჯვა დიდად არ გიყვართ. ხალი მარცხენა იღლიაში საპირისპირო სქესის მიმართ თქვენს ვნებიან გატაცებაზე საუბრობს.
9. ტანის გვერდითა მხარე
ხალი ტანის მარჯვენა გვერდზე ნიშნავს, რომ მუდმივად შიშს განიცდით. სიმორცხვე, შიში, თავდაუჯერებლობა განვითარებაში ხელს გიშლით. ასევე ხშირად ტყუილს ამბობს.
ხალი ტანის მარცხენა გვერდზე ნიშნავს, რომ უბრალო ადამიანი ხართ და ჩვეულებრივად ცხოვრობთ.
10. მუცელი
ხალი მუცელზე – დიდი ფულის გამომუშავების შესაძლებლობა. ხალი ჭიპთან ახლოს – ფუფუნების სიყვარული. ასეთი ხალის მქონე ადამიანს ცარიელი საუბრები უყვარს.
ხალი მუცლის მარცხენა მხარეს – ადამიანი ბუნებით ეგოისტია, ხოლო მარჯვენა მხარეს – ადამიანს საპირისპირო სქესზე შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია.
11. ხელები
ხალები მარჯვენა ხელზე – ადამიანი თავის საქმეს იდეალურად ასრულებს. მარცხენა ხელზე ხალები ნიშნავს, რომ ადამიანი ამბიციების მიუხედავად უბრალოდ ცხოვრობს.
ხალი იდაყვის ქვემოთ – წარმატების და კეთილდღეობის ნიშანი. ასეთი ხალის მქონე ადამიანი ყველა დაწყებულ საქმეში დადებით შედეგს აღწევს. ყოველთვის დაგეხმარებათ, მაგრამ დახმარების მიღება თავადაც უყვართ.
ხშირად ხალი მაჯაზე რთულ ბავშვობაზე საუბრობს. მისი მფლობელები საკუთარ თავს ლიტერატურასა და მხატვრობაში პოულობენ. შეიძლება ნამდვილი მორწმუნე გახდეს. ასაკის მატებასთან ერთად შეძლებული ხდება, შეიძლება გამდიდრდეს.
12. ხელისგულები
ხალები ხელისგულებზე – არახელსაყრელი ნიშანია, რადგან ცხოვრების გზაზე დაბრკოლებას გულისხმობს.
13. თითები
ასევე არახელსაყრელი ნიშანია. მათი მფლობელები ცხოვრება სრულ დაბრკოლებად აღიქვამენ.
14. ზურგი
ზურგზე, ხერხემალთან ახლოს ხალი ნიშანია, რომ ადამიანი ადრე თუ გვიან აღიარებას და დიდებას მოიპოვებს. მძიმე შრომით ხელმძღვანელ პოზიციებს დაიკავებს, შეიძლება მმართველის პოზიციაც დაიკავოს.
ხალი ზურგის მარჯვენა მხარეს ამბობს, რომ ადამიანი მამაცია და კარგი ჯანმრთელობა აქვს. ხალი ზურგის მარცხენა მხარეს – ადამიანი მიზანს დიპლომატიური უნარების წყალობით ხშირად აღწევს.
15. დუნდულები
ხალი მარჯვენა დუნდულზე – კრეატიულობის და სიბრძნის, ასევე შემოქმედებითი შესაძლებლობების ნიჭი. მარცხენა დუნდულზე – ნიშანია, რომ ცხოვრება ტანჯვით სავსე იქნება.
16. სასქესო ორგანოები
ხალები სასქესო ორგანოებზე ადამიანის გარყვნილ ხასიათზე საუბრობს. მის მფლობელს შეიძლება კანონგარეშე ურთიერთობები იტაცებდეს.
17. ბარძაყები
ხალები მარჯვენა ბარძაყზე ამბობს, რომ ადამიანს ხელოვნებისკენ მიდრეკილება აქვს. მას აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება არ იტაცებს.
ხალი მარცხენა ბარძაყზე ნიშნავს, რომ ადამიანი გაბედულია, მოგზაურობა, განსაკუთრებით უცხო ქვეყნებში, უყვარს. ასევე შეიძლება მეუღლისგან ფინანსური სარგებელი მიიღოს.
18. ფეხები
მარჯვენა ფეხი: ადამიანი ყველა დაწყებულ საქმეში წარმატებას მიაღწევს. მეგობრების, განსაკუთრებით საპირისპირო სქესის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს.
მარცხენა ფეხი: სამსახურთან დაკავშირებით ბევრი მოგზაურობა უწევთ. მის გვერდით ყოველთვის ერთგული მეგობრები არიან.
19. ტერფები
მარჯვენა ტერფი: ცხოვრების მეგზურში გაუმართლებს, ოჯახის მხარდაჭერის იმედი ყოველთვის შეიძლება ჰქონდეს. მარცხენა ტერფი: პარტნიორთან კონფლიქტები, ფინანსური პრობლემები.
ხალი ტერფის ქვედა ნაწილში: მსოფლიოში ბევრი მოგზაურობა მოგიწევთ. თავისუფლება გიყვართ და გსურთ საკუთარი თავის ბატონ–პატრონი თავად იყოთ. ხელოვნების მიმართ შეიძლება სიყვარული გამოძრავებდეთ.
ბევრ ადამიანს რაღაც უცნობი და იდუმალი იზიდავს. ადამიანი უძველესი დროიდან მომავლის გაგებას და ბედის უკეთესობისკენ შეცვლას ცდილობს. ვიმედოვნებთ, რომ ამ მხრივ საინტერესო ინფორმაცია იყო.