Connect with us

ჯანმრთელობა

ჭინჭრის უნიკალური თვისებები, რომლებზეც აქამდე არაფერი გსმენიათ

ჭინჭარი მებაღეებისთვის საკმაოდ არასასურველი ბალახია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მისი თვისებების შესახებ არაფერი სმენიათ. ეს სარეველა ასტიმულირებს სისხლის წარმოქმნისა და შარდის გამოყოფის პროცესს, წმენდს სისხლს მავნე მინარევებისგან: ტოქსინების, საღებავების, კანცეროგენებისა და ნიკოტინისგან.

გარდა ამისა, ჭინჭარი:

  • ამცირებს სისხლში შაქრის დონეს დიაბეტის დროს, ატონიზირებს ორგანიზმს, ასტიმულირებს ნახშირწყლებისა და ცილების მეტაბოლიზმსა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას;
  • აქვს ჭრილობის შემხორცებელი თვისება, გამოდევნის მარილებს პოდაგრისა და შარდკენჭოვანი დაავადების დროს;
  • ათხელებს სისხლს, არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს, ზრდის მეძუძურებში რძის წარმოქმნას;
  • ამცირებს კრუნჩხვით შეტევებს ეპილეპტიკებში და ტემპერატურას ციებ-ცხელების დროს.

ჭინჭრის სამკურნალო თვისებები

ნებისმიერი სახის სისხლდენის დროს: ჭინჭრის ფოთლები მოხარშეთ (50-80-100გ 0.5 ლ მდუღარეზე). დააყენეთ ნახევარი საათით და დალიეთ 100 მლ დღეში 3-5ჯერ, საჭმლის მიღების მიუხედავად.

გაითვალისწინეთ, რომ სისხლდენის ნებისმიერი სახის დროს(ცხვირიდან, ფილტვებში, თირკმლებსა თუ კუჭში) აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. რაც უფრო ინტენსიურია სისხლდენა, მით უფრო მეტია ჭინჭრის წილი ნაყენში.

პროტრომბინის შემცირების, ანუ სისხლის შედედებადობის გაუარესების დროს, მიირთვით ჭინჭარი ბოლოკთან ერთად – სალათებსა თუ წვენებში. გარდა ამისა, კარგი იქნება ჭინჭრის წვენის მომზადება სხვა მცენარეებთან კომბინაციით: ასფურცელა, მრავალძარღვა და თავსისხლა.

ქალებში მენსტრუალური ციკლის, ფიბროზურ-კისტოზური მასტოპათიის, კლიმაქსის, უნაყოფობის ან ენდომეტრიოზის დროს გამოიყენეთ საშუალება, რომელშიც ჭინჭრის წილი 5-15% იქნება.

მეძუძურ დედებში რძის სტიმულირებისთვის მოხარშეთ 2 ს.კ. ჭინჭარი 0.5 ლ წყალში, დააყენეთ 30-40 წუთით და დალიეთ დღის განმავლობაში. ეს საშუალება არამხოლოდ რძის რაოდენობას, არამედ მის ხარისხსაც ზრდის, იცავს პატარას ინფექციებისგან და ამშვიდებს მის ნერვულ სისტემას.

საშვილოსნოს ფიბრომიომის დროს უკუჩვენებულია ჭინჭარი უმად.

გისურვებთ ჯანმრთელობას!