Connect with us

ყვავილები

ჭარხლის ნახარშს ნიჟარაში აღარ ვღვრი. ოთახის მცენარეების ეფექტური სასუქი

აყვავებული ოთახის მცენარეები ზამთრის ნაცრისფერ დღეებს ალამაზებს. მთავარია, რომ მცენარეზე სწორად იზრუნოთ, რომ ყვავილობა არ შეწყვიტოს და არ გახმეს. ამ მიზნით ყვავილების მაღაზიაში სპეციალური ნარევი შეიძინეთ ან სახლის პირობებში ეფექტური სასუქი მოამზადეთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ჭარხლის ნახარში მცენარეების საკვებად.

ჭარხლის ნახარში მცენარეს დაკარგული ენერგიის აღდგენაში ეხმარება. გირჩევთ, ჭარხლის წყალი ტყუილად არ გადაღვაროთ, როცა ჭარხალს კერძისთვის ამზადებთ. ბოსტნეულის წყალი მცენარეზე საოცარ გავლენას ახდენს.

ჭარხლის ნახარში მცენარისთვის: მისი ეფექტურობა

თვისებები

ასეთი შინაურული საკვები ნებისმიერ მცენარეს უხდება. ხარშვისას წყალში ბოსტნეულის ბევრი მკვებავი ნივთიერება გადადის. ასე ნახარში მიკროელემენტებით მდიდარი ხდება. მასში ბევრი კალიუმი, მაგნიუმი, ფთორი, მანგანუმი და ფოსფორი შედის. მცენარისთვის ნამდვილად სასარგებლო ნარევი გამოდის.

როგორ მოვამზადოთ ჭარხლის ნახარში

ყველაფერი ძალიან მარტივია. ჭარხალი გარეცხეთ, წყლიან ქვაბში ჩადეთ. წყალს მარილი არ დაუმატოთ. კარგად მოხარშული ჭარხალი ქვაბიდან ამოიღეთ. ნახარშს გაგრილება აცადეთ. შემდეგ 1:1 თანაფარდობით სუფთა წყალს აურიეთ. წურწურაში ჩაასხით და მცენარე მორწყეთ.

მნიშვნელოვანია! მხოლოდ ახალი ნახარში გამოგადგებათ. დროთა განმავლობაში ნახარში სასარგებლო თვისებებს კარგავს და მჟავდება. ახალი ნახარში გაცილებით მეტ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს.

მორწყვის წესი

მცენარეს სასუქი ზომიერად უნდა მიაწოდოთ. კვირაში მაქსიმუმ ერთხელ გამოკვება საკმარისია, რომ მცენარეს დაავადებების წინააღმდეგ პროფილაქტიკა ჩაატაროთ და უხვად აყვავებაში დაეხმაროთ.

შინ მომზადებული სასუქის გამოყენების წესები დაიცავით და მცენარე ლამაზად აყვავილდება. ჭარხლის ნახარში ნამდვილად დაგეხმარებათ. თქვენი ალოე, ია და ორქიდეა საოცრად აყვავილდება.

Advertisement