Connect with us

ჯანმრთელობა

ჭამის შემდეგ ძილი: როგორ შევინარჩუნოთ მხნეობა და პროდუქტიულობა

ერთი შეხედვით, სადილის შემდეგ ძალები უნდა აღდგეს, ხოლო ორგანიზმი ახალი მიღწევებისთვის მზად იყოს. სინამდვილეში, ჭამის შემდეგ გვეძინება და ვერაფერს ვაკეთებთ. ექიმების თქმით, სადილის შემდეგ ძილი კარგია. ჩემი უფროსი, სამწუხაროდ, მათ აზრს არ იზიარებს. სწორედ ამიტომ, პრობლემა უნდა მოვაგვარო.

ამ საკითხში ჩაღრმავებისას საინტერესო ინფორმაციას გადავაწყდი. აღმოჩნდა, რომ ჭამის შემდეგ ძილი მხოლოდ მე არ მინდა. ეს გავრცელებული მოვლენაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმის მუშაობის თავისებურებას უკავშირდება.

რატომ გვინდა ძილი ჭამის შემდეგ

ერთ–ერთი ვერსიით, ყველაფერში დამნაშავეა ჰიპოქსია, რომელსაც ყოველი ნოყიერი ჭამის შემდეგ ვაწყდებით. საქმე იმაშია, რომ ორგანიზმი საჭმლის მონელებაზე ჟანგბადის ნახევარზე მეტს ხარჯავს.

მით უფრო, სასარგებლო ნივთიერებების ასათვისებლად და უჯრედებში გადასატანად საჭმლის მომნელებელ ორგანოებში სისხლის ნაკადს სტიმულირებს. ამრიგად, სხვა ორგანოებს, მაგალითად, ტვინს ნაკლებ სისხლს აწვდის.

ამის გამო ვდუნდებით და ნახევარი ძალით მუშაობა გვიწევს. შეგიმჩნევიათ, რომ ყოველი ნოყიერი სადილობის შემდეგ ნაკლებად საზრიანები ვხდებით? თუმცა შეგვიძლია ჟანგბადის შიმშილობა და სისხლის გადინება ავიცილოთ. ამისთვის გარკვეული წესები უნდა დავიცვათ.

რა გავაკეთოთ, რომ სადილის შემდეგ ძილი არ მოგვინდეს

დავიწყოთ იმით, რომ მთელი სადილის ერთ ჭამაზე მიღება არ ღირს. ორგანიზმს ამოცანას გაუმარტივებთ, თუ კვებას რამდენიმე ეტაპად დაყოფთ. ასე სისხლი ყველა ორგანოში თანაბრად განაწილდება და მთელი დღე პროდუქტიული იქნებით.

ჟანგბადის შიმშილით რომ არ დაიტანჯოთ, სპეციალისტები გირჩევთ, რომ სასადილოდ ოფისი დატოვოთ. თუ კარგი ამინდია, საკვები სუფთა ჰაერზე მიიღეთ. მინიმუმ 5 წუთით ისეირნეთ.

ჰიპოქსიის თავიდან ასაცილებლად სწორად ისუნთქეთ. ამაში ჰიპოქსიური ვარჯიშები დაგეხმარებათ. ერთი მაგალითი: მშვიდ პოზაში სუნთქვა შეიკავეთ. სუნთქვის შეკავებებს შორის 1-2 წუთით შეისვენეთ. ვარჯიში უზმოზე გააკეთეთ.

დაღლილობა რომ არ იგრძნოთ, ექიმები სუფთა ჰაერზე ბევრ სეირნობას გირჩევენ. სამუშაო სივრცე შეზღუდული არ უნდა იყოს. ოთახის მცენარეები ჟანგბადის კონცენტრაციას ზრდის.

Advertisement