ჯანმრთელობა
წყლის მიღების რეჟიმი წონაში დასაკლებად: საათობრივად და რეკომენდაციებით
ყველასთვის ცნობილია, რომ კვების რეჟიმის დაცვა მნიშვნელოვანია. საუზმე, სადილი, ვახშამი – ადამიანმა აუცილებლად უნდა მიიღოს. კიდევ ორ სამხარზე გაყავით და იდეალური დღის რაციონი გამოვა.
ასევე ყველამ იცის, რომ დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობით წყლის დალევა და წყლის ბალანსის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ წყლის საათობრივად დალევა ძალიან მნიშვნელოვანია.
წყლის რეჟიმის ორგანიზაცია
ცუდი განწყობა, თავის ტკივილი და დაღლილობა ხშირად ორგანიზმის გაუწყლოების შედეგია. საშუალო სტატისტიკური ნორმის მიხედვით, ადამიანმა დღეში დაახლოებით 1,5 ლ წყალი უნდა დალიოს.
ეს მაჩვენებელი კლიმატის პირობებით და რაციონში სხვა სითხის ან თხევადი კერძის (წვენი, კომპოტი, წვნიანი) მიხედვით შეიძლება შეიცვალოს.
წყლის რეჟიმის დაცვა გახდომის მსურველებისთვის აუცილებელია. ეს ნივთიერებათა ცვლას დაარეგულირებს და დააჩქარებს. გახდომის მსურველებისთვის წყლის რეჟიმი ასე გამოიყურება.
1. 8:00
2 ჭიქა თბილი წყალი ლიმონთან ერთად უზმოზე. ასეთი სასმელი მხნეობას შეგმატებთ, გაღვიძებაში დაგეხმარებათ, კუჭის მუშაობას დაარეგულირებს და საკვების ასათვისებლად საჭირო გარემოს შექმნის. 20 წუთის შემდეგ შეგიძლიათ ისაუზმოთ.
2. 11:00
1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი. ამ დროს წყლის დალევა მადას აქვეითებს. 20 წუთის შემდეგ შეგიძლიათ მსუბუქად წაიხემსოთ. სადილზე არანაირი შიმშილის გრძნობა არ გექნებათ და იმაზე მეტს არ შეჭამთ, რამდენიც თქვენს ორგანიზმს სასიცოცხლო ფუნქციების უზრუნველსაყოფად სჭირდება.
3 .13:00
1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყლი კოჭის ნაჭერთან ერთად სადილამდე 30 წუთით ადრე და ნახევარი ჭიქა თბილი წყალი სადილის დროს. ბევრი დიეტოლოგი ამბობს, რომ საკვებს სჯობს წყალი არ მიაყოლოთ, მაგრამ ჩვენ ვეთანხმებით მათ, ვინც ფიქრობს, რომ ეს საჭმლის გადამუშავებას ხელს არ უშლის. მცირე რაოდენობით მიღებული წყალი საჭმლის მონელების პროცესზე დადებით გავლენას ახდენს.
4. 16:00
ნახევარი ლიტრი ოთახის ტემპერატურის წყალი, თუ სადილსა და ვახშამს შორის ლანჩს არ მიირთმევთ. და 1 ჭიქა წყალი, თუ დაახლოებით ამ დროისთვის სამხარი გაქვთ დაგეგმილი. 15 წუთის შემდეგ მსუბუქად წაიხემსეთ. მაგალითად, ხაჭო, სალათა, თევზი. ხილი და ტკბილეული სადილის შემდეგ სჯობს არ მიირთვათ.
5. 20:00
1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი. წყალს ლიმონის ნაჭერი ან ცოტა თაფლი შეგიძლიათ დაუმატოთ. ასეთი კომბინაცია ვახშმის გადამუშავებას ხელს შეუწყობს.
საკვების რაოდენობის და მისი კალორიულობის შემცირებით წონაში დაკლებას შეძლებთ. აი, დამატებით წყლის რეჟიმის დაცვით, უფრო სწრაფად და ჯანსაღად დაიკლებთ. ორგანიზმი წიდებისგან გაიწმინდება და მოხდენილ ფორმებთან ერთად სახის ფერი, კანის და თმის ხარისხი გაუმჯობესდება. წყლის რეჟიმის დაცვა განწყობას გააუმჯობესებს.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.