Connect with us

ჰოროსკოპი

წყლის ვეფხვის წელი: როგორ შევხვდეთ, რომ 2022 წარმატებული იყოს

ახალ წლამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა. სანამ ამერიკელები ჰელოუნის დღესასწაულს ამთავრებენ, ჩვენ უკვე 31 დეკემბრის გეგმაზე ვფიქრობთ. მალე მთელი ოჯახი დღესასწაულის მზადებას დაიწყებს. კორონავირუსის გამო კვლავ ბევრ ნათესავს ვერ ვნახავთ, მაგრამ წყლის ვეფხვის მოკრძალებულად შეხვედრა და დიდი შეცდომაა!

ასტროლოგი, პაველ გლობი ირწმუნება, რომ მომავალ წელს ზოგიერთ ნიშანს დიდად გაუმართლებს, თუ წლის დასაწყისში მთავარ სიმბოლოს არ გააბრაზებს. ამის თავიდან ასაცილებლად, უნდა იცოდეთ, როგორ შეხვდეთ ვეფხვის წელს. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ შეხვდეთ 2022 წელს, რომ მთელი წელი წარმატება და იღბალი თქვენ მხარეს იყოს!

რით არის ცნობილი შავი წყლის ვეფხვი

როგორც ცნობილია, 2022 შავი წყლის ვეფხვის წელია. ჩინურ კულტურაში მას აღწერენ, როგორც არაპროგნოზირებად, მეამბოხე, ძლიერ და ვნებიან ცხოველს. წყლის ვეფხვი სითამამით, ენერგიულობით და უზრუნველობით გამოირჩევა.

ამავდროულად, შეიძლება იყოს ნაზი, ჰუმანური და გულუხვი. წყლის ვეფხვი შეიძლება იყოს მოუსვენარი, ჯიუტი და ეგოისტი, ზოგჯერ აგრესიული, მაგრამ ყოველთვის გულწრფელი. სწორედ ამიტომ, 2022 წლიდან შეგიძლიათ ყველაფერს ელოდოთ.

როგორ შევხვდეთ 2022 წელს

2022 წლის ბედნიერი ფერი – ნარინჯისფერი, ლურჯი და ნაცრისფერი. სახლიც ასეთივე ფერში შეღებეთ. თქვენი სახლი მაქსიმალურად ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს. ზიზილპიპელები და პლასტმასის ხარახურა მოიშორეთ. ნაძვის ხე ბუნებრივი უნდა იყოს (ან რამდენიმე ცოცხალი ტოტი ჰქონდეს).

რა ჩავიცვათ

ტანსაცმელში ყავისფერს მოერიდეთ. მომავალ წელს უბედურ ფრად ითვლება. თუ წლის სიმბოლოს გულის მოგება გსურთ, ყურადღება ზოლიან დეტალებს მიაქციეთ. აუცილებელი არაა კაბა ვეფხვის პრინტით იყიდოთ. საკმარისია, ანიმალისტური მანიკური ან თემატური თმის სამაგრი. მამაკაცს შეგიძლიათ ზოლებიანი წინდა ან ჰალსტუხი აჩუქოთ.

საახალწლო სუფრა

საახალწლო სუფრა ნატურალური დეკორით გააფორმეთ: ნაძვის ხის ცოცხალი ტოტები, ხის ფორმები და სანთლები შესაფერისია. რაც შეეხება ტექსტილს, უპირატესობა წითელ, ნაცრისფერ ან მწვანე ფერებს მიანიჭეთ.

საახალწლო საჩუქრები

თუ ახალი წლის აღნიშვნას სახლში არ აპირებთ, სახლის მფლობელს საინტერესო საჩუქარი აუცილებლად აჩუქეთ. ფუნქციური ან სიმბოლური უნდა იყოს. საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სახლის დეკორი არ ითვლებაა. წლის მთავარი ყვავილებია: ყვითელი შროშანი და ცინერარია. დიასახლისს ასეთი ყვავილი ნამდვილად გაახარებს.

სიტყვაზე, არ დაგავიწყდეთ, რომ ჩინელები ახალ წელს 1 თებერვალს აღნიშნავენ. თუ დღესასწაულით უკმაყოფილო ხართ, მთელი თვე წინ გაქვთ, რომ სიტუაცია გამოასწოროთ. ვეფხვის წელს ხმაურიანად და მხიარულად უნდა შეხვდეთ და ყველაზე ახლობელი ადამიანების გარემოცვაში. ენერგია სხვა ხალხსა და ნეგატიურ ემოციებზე არ დახარჯოთ. როგორც დაიწყებთ ახალ წელს, ისე გაატარებთ!