ჯანმრთელობა
წიწიბურა კეფირით – ყველაზე მარტივი საშუალება 1 თვეში 4 კგ-ს დასაკლებად
წიწიბურა და კეფირი სასარგებლო დიეტური პროდუქტებია ცალ-ცალკე, ხოლო ერთად ფანტასტიკურ შედეგს იძლევა. უმი წიწიბურა კეფირთან ერთად საუკეთესოდ მოქმედებს უზმოზე – წმენდს ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის, კუჭქვეშა ჯირკვლისა და ღვიძლის მოქმედებას, არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში…
ნუ შეგაშინებთ სიტყვა “უმი”. წიწიბურა ამ რეცეპტით უფრო გემრიელი გამოდის, ვიდრე ხარშვის დროს. საგრძნობ ეფექტს მიიღებთ ამ ნარევის ყოველდღიური მიღების 2 კვირის შემდეგ, თუმცა, თუ ამდენ ხანს ვერ გაძლებთ, კვირაში ერთი განტვირთვის დღეც საკმარისია.
საკუთარ თავზე გამოვცადე შემდეგი რეცეპტი:
დღეში ორჯერ – 1 ჭიქა კეფირი + 1 ს.კ. უმი, გარეცხილი წიწიბურა დააყენეთ 8 საათით ოთახის ტემპერატურაზე.
ღამით დილის დოზას ვიმზადებდი და დილით – საღამოსას (ვჭამ დაძინებამდე 2-3 საათით ადრე). ჩემთვის ეს ძალიანაც გემრიელი რამაა. წიწიბურა კარგად სივდება, გემოთი კი არ შეედრება წყალზე დაყენებულ წიწიბურას.
1 თვეში 4 კგ დავიკელი, გაქრა დილის შეშუპებები, დღის განმავლობაში ძალიან კარგად ვჭამდი.
თუ უფრო სერიოზული შედეგების მიღწევა გსურთ და არ გაქვთ უკუჩვენებები, სცადეთ სრულყოფილი წიწიბურისა და კეფირის დიეტა შემდეგნაირად:
წიწიბურას ნუ მოხარშავთ, დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ მინიმუმ 12 საათით. მარილი, პილპილი და მსგავსი სანელებლები აკრძალულია.
ასეთი წიწიბურა 5 ულუფად უნდა დაიყოს. პირველი ორი დღის განმავლობაში მიირთმევთ მხოლოდ წიწიბურას, ხოლო მესამე დღეს რაციონში კეფირსაც უმატებთ – მაქსიმუმ 0.5 ლ დღეში. საკვების ბოლო მიღება დაძინებამდე 4 საათი უნდა იყოს. ყველაზე ეფექტურია კეფირი, დალეული ჭამამდე ან მის შემდეგ 30 წუთით ადრე/გვიან.
კეფირისა და წიწიბურის დიეტის თავისებურებები და წესები:
- კილოგრამები პირველი 5 დღის განმავლობაში დნება. ასე ორგანიზმი ჭარბი სითხისგან თავისუფლდება.
- მეექვსე დღიდან წონაში კლების პროცესი ნელდება და იწყება ცხიმოვანი ფენების დაშლის პროცესი.
- წიწიბურა, კეფირთან კომბინაციაში – ესაა ჯაგრისი ნაწლავებისთვის. ეფექტი ძლიერდება, თუ ფაფა მშრალი და ფხვიერია – იგი იწოვს ტოქსინებს და გამოაქვს გარეთ.
- ასეთი კვება ნებადართულია 7 დღის განმავლობაში.
- აფთიაქის პოლივიტამინების მიღება დიეტის დროს აუცილებელია.
- დიეტის გამეორება შეიძლება არანაკლებ 1 თვის შემდეგ.
- სასარგებლოა მხოლოდ ის კეფირი, რომელიც არაუმეტეს 3 დღისაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ყაბზობას იწვევს.
- შეარჩიეთ ნაკლებად კალორიული კეფირი, ოღონდ არა სრულად გაუცხიმოვნებული.
- შაქრის დეფიციტი ასეთი დიეტის დროს შეიძლება იწვევდეს შრომისუნარიანობის დაქვეითებასა და სწრაფ გადარლას. ამიტომ, ცალკეულ შემთხვევებში, მიიღეთ ჭიქა წყალი თაფლით.
- როცა წიწიბურის დიეტა აუტანლად გაგიჭირდებათ, გაამრავალფეროვნეთ იგი ხილით ან ცოცხლი, დაბალკალორიული იოგურტით.
აღნიშნული დიეტის ეფექტურობა
დიეტის პროცესი, ჩვეულებრივ, უმტკივნეულოდ ჩაივლის. როგორც წესი, არ აღინიშნება განსაკუთრებული დაძაბულობა – სისუსტე, ძლიერი შიმშილი და ა.შ. ეს წიწიბურის მკვებავი თვისებებითაა განპირობებული, რადგან იგი ცილების შემცველობით ხორცს უტოლდება.
დიეტის მთავარი ღირსებაა წონის ეფექტური კლება (2 კვირაში 14 კგ-მდე). რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზება, კანისა და თმის მდგომარეობის გაუმჯობესება და ცელულიტების შემცირება.
დიეტის გაძლება – ეს ნახევარი საქმეა. მთავარია, წონა უკან აღარ დაბრუნდეს. დიეტის პროცესში კუჭის ზომა მცირდება და თქვენი დავალებაა, იგი პირვანდელ ზომებს არ დაუბრუნოთ. ანუ:
- ნუ “მიასკდებით” საკვებს დიეტის შემდეგ;
- არ შეჭამოთ იმაზე მეტი, ვიდრე გასაძღომად გჭირდებათ;
- დიეტიდან გამოდით ნელ-ნელა, რათა დაღლილი ორგანიზმი შოკში არ ჩააგდოთ;
- თანდათან ჩართეთ ბოსტნეული, მოთუშული თევზი, ხილი, მოხარშული ქათამი.
დიეტის უკუჩვენებებია:
- დიაბეტი
- მცირე ასაკი
- ძუძუთი კვება, ფეხმძიმობა
- მეტეორიზმისკენ მიდრეკილება
- ჰიპერტონია
- კუჭ-ნაწლავის დაავადებები